ჰოლანდიის თასი. ფინალი
სენსაციური შედეგით დასრულდა ჰოლანდიის თასის ფინალი. "ალკმაარმა" "პსვ ეინდჰოვენი" დაამარცხა და ქვეყნის თასი ისტორიაში მეოთხედ მოიგო. უკანასკნელი გამარჯვება ამ ტურნირზე აზ-ს 1982 წელს ჰქონდა მოპოვებული, "ეინდჰოვენი" კი მოქმედი გამარჯვებული იყო.

მატჩის განმავლობაში უპირატესობას დიკ ადვოკაატის შეგირდები ფლობდნენ, მაგრამ ბევრი რამ პირველ 14 წუთში გადაწყდა, როდესაც შოთა არველაძის ყოფილმა კლუბმა ორი გოლი გაიტანა. ანგარიში მე-12 წუთზე ადამ მაჰერმა გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი თავი ჯოზი ალტიდორმა გამოიჩინა.

ლიდერების კარგი თამაშის წყალობით, გერკ ვერბეეკის სამწყსომ დიდი უპირატესობა მიიღო, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. მართალია, პსვ-მ ერთი გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერაფრით შეძლო.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ფინალში ძმების დაპირისპირება შედგა, რომელიც უმცროსის და ნაკლებად ცნობილის გამარჯვებით დასრულდა - 20 წლის ჯილიანო ვეინალდუმმა 22 წლის ჟორჟინიო ვეინალდუმს აჯობა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ჰოლანდიის თასი. ფინალი

ალკმაარი-პსვ 2:1

გოლები: 1:0 მაჰერი (12), 2:0 ალტიდორი (14), 2:1 ლოკადია (31).

ალკმაარი (4-3-3): ალვარადო - მარსელისი (67. მ. იოჰანსონი), რეინენი, ვირგევერი, ჯ. ვეინალდუმი - მ. ჰენრიკსენი, მაჰერი, ვ. ელმი - ბეერენსი, გუდმუნდსონი (74. ბერგუისი), ალტიდორი (88. ა. იოჰანსონი)

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ვატერმანი - ჰატჩინსონი, მარსელო, ბოუმა (79. მატავჟი), ვილემსი - ვან ბომელი, ტოივონენი (68. ჟ. ვეინალდუმი), სტროოტმანი - ლენსი, მერტენსი (85. დეპეი), ლოკადია.

გაფრთხილება: ჯ. ვეინალდუმი, ალტიდორი (ალკ)

მაყურებელი: 50 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა