9 მაისს 1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა 2013 წლის ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის ორი შეხვედრა გაიმართა
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში სტარტი აიღო 1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა 2013 წლის ევროპის პირველობის შესარჩევმა ტურნირმა.

ფინალური ეტაპის 2 საგზურისათვის პაექრობაში ხუთი გუნდი ჩაება. 9 მაისს ორი შეხვედრა გაიმართა.

საქართველო - მოლდოვა 16:6

5:1, 3:3, 4:1, 4:1

საქართველო: ჭოლოკავა, ჩიკვაიძე (2), რევია, იმნაიშვილი (2), გაბადაძე, ბითაძე (8), ჯახაია (3), ზაქარეიშვილი, მოსაშვილი, მაგრაქველიძე, ჯანჯღავა, თუხარელი (1), რაზმაძე. მწვრთნელები - პოპოვიჩი და ბაქრაძე.

მოლდოვა: სტარსი, მუტუ (2), პასკალიუსი, კალინოვიჩი, ფლორეა, დემბიჩი, კლემაკი (2), პრიშეპოვი, ვერტესი (1), სუსინოვი, ერმოლაევი, კობილეანუ (1), როგუჩი. მწვრთნელები - ოსტროპოვიჩი და სტუკალო.

ამ პაექრობაში ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდნენ. იოვან პოპოვიჩის შეგირდებმაც პირველი წამებიდანვე აქტიურად შეუტიეს მეტოქეს, მაგრამ სტუმრებმა ორი წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახეს.

მოლდოველთა რბევა მე-3 წუთზე ჯახაიამ დაიწყო. მას აქტიურად აუბა მხარი ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბითაძემ, რომელმაც ზედიზედ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა.

საერთოდაც, ბითაძემ 9 მაისს შესანიშნავად ითამაშა და მოლდოველებს რვაჯერ (!) გამოატანინა ბურთი ბადიდან. მისმა თანაგუნდელებმაც იყოჩაღეს და საქართველოს ნაკრებმა პირველსავე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 16:6.

გერმანია - ჰოლანდია 11:4

2:0, 2:1, 5:1, 2:2

გერმანია: ტომი, ჰაბერი, რეინჰართი, სტრაბი (2), შმელენკამპი (1), ბორეკი (1), მუგი (1), კუპერსი (5), ბოფენი (1), მიულერი, ზოსკერი, გორბერი, ნობლერი. მწვრთნელი ვიკენბერნცი.

ჰოლანდია: ვან როსამი, ვერმეულენი, დენტრო, შმელტი, ვან ზანტენი, კრისმანი, ზიროსი, ჯანსენი, ჰაასნუკი, ტე რიელე (2), ვან დენ ბურგი (2), ბადინგი, ჰენდრიკსი. მწვრთნელი ბოროსი.

ალემანებიცა და ნიდერლანდელებიც ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალურ კანდიდატებად მიაჩნიათ. ამიტომაც მათ სასტარტო დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი დაძაბულად წარიმართა. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში წარმატებას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია.

მხოლოდ მე-6 წუთზე მოახერხა გერმანელმა კუპერსმა თავის გამოჩენა. ტიტების ქვეყნის წარმომადგენლები ოთხივე პერიოდის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს, მაგრამ აუზი მაინც დამარცხებულებმა დატოვეს - 4:11.

10 მაისს ტურნირზე ოთხი მატჩი გაიმართება.

დილით ითამაშებენ: ჰოლანდია - სლოვაკეთი (10.00), გერმანია - მოლდოვა (11.30). საღამოს: საქართველო - სლოვაკეთი (18.30), ჰოლანდია - მოლდოვა (20.00).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა