ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერლიგა 2012/13. 1/2-ფინალი: ყოჩაღ, "ქუთაისო"!

სუპერლიგა 2012/13. 1/2-ფინალი: ყოჩაღ, "ქუთაისო"!

9 მაისს სუპერლიგის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართა
პირველი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ქუთაისის" მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ვკითხეთ, 7-8 კალათბურთელს დაეყრდენით თუ გაქვთ საიმისო რესურსი და თუ შეგრჩათ ენერგია, რომ ხვალ შსს-ს კიდევ უკეთესად ეთამაშოთო.

მწვრთნელმა გვიპასუხა - როცა საქმე პლეი ოფს ეხება, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, გაორმაგებული ენერგიით ვითამაშოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთო.

მართლაც, "ქუთაისმა" საოცარი ენერგიით ჩაატარა შეხვედრა დასაწყისიდან ბოლომდე და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

როცა საქმე რესურსს ეხება, ერთი გვარი უნდა ვახსენოთ - ბუბა კვიმსაძე. იგი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა მანამდეც იყო, მაგრამ მას მერე, რაც სერიოზული ტრავმის გამო იმერლებს სასტარტო გამთამაშებელი ზაურ ფაშაევი გამოაკლდათ, ბუბამ ლიდერის ფუნქცია იკისრა, ბოლომდე გაიხსნა, გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი სამქულიანიც ჩააგდო და საბოლოოდ 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

9 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე

შსს აკადემია-ქუთაისი 71:73

შსს აკადემია 15 22 18 16

ქუთაისი 23 13 15 22

დავით უსტიაშვილი (ქუთაისი):

"დაძაბული მატჩი გამოვიდა, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. დიდ მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი თამაშისთვის. რაც შეეხება ფაშაევის ტრავმას, არ ვიცით, რამდენად სერიოზულია და მოუწევს თუ არა შემდეგი თამაშის გამოტოვება".

გეორგიოს კეცელიდისი (შსს აკადემია):

"კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ვულოცავ "ქუთაისს" გამარჯვებას. თამაში არა ბოლოს, არამედ პირველ მეოთხედში წავაგეთ, ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის. გავაკეთებთ თამაშის ვიდეოანალიზს და შევეცდებით, აღმოვფხვრათ ხარვეზები. მადლობას ვეტყვი მსაჯებს ასეთი სწორი მუშაობისთვის".

ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი):

"ნამდვილად სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა ჩემი გუნდის თითოეულ წევრს. მადლობას ვეტყვი ჩვენს გულშემატკივრებსაც, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. გუშინდელი მარცხის შემდეგ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მწვრთნელის დარიგებები და ამან შედეგი გამოიღო. ვაჩვენეთ, რომ არ ვართ ადვილად დასამარცხებელი გუნდი და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".

ილია ლონდარიძე (შსს აკადემია):

"პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დღეს შეცდომები დავუშვით დაცვაში. ამას აუცილებლად გამოვასწორებთ, რათა ქუთაისში მოგება შევძლოთ".

ოლიმპი-არმია

"ველოდით, რომ დღეს "არმია" უფრო დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა და ასეც მოხდა. სხვა სახის დაცვით დაგვიპირისპირდა", - განაცხადა ლევან ფაცაციამ.

მართლაც, წინა დღეს დიდი სხვაობით წაგების შემდეგ არმიელებმა "ოლიმპს" მტკიცე ზონური დაცვა შესთავაზეს და შედეგმაც არ დააყოვნა: ოლიმპელებს ფარქვეშ ისეთი დიდი უპირატესობა აღარ ჰქონიათ, როგორიც წინა მატჩში.

სამაგიეროდ, "ოლიმპმა" ამჯერადაც ბევრი შორეული ტყორცნა გამოიყენა (9 სამქულიანი) და საბოლოოდ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

9 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე

ოლიმპი-არმია 75:68

ოლიმპი 18 16 20 21

არმია 8 20 17 23

გია კაზანჯიანი (ოლიმპი):

"ვიცოდით, რომ "არმიასთან" სერიოზული ბრძოლა გველოდა და გუნდთან ამაზე საუბარი მქონდა. მაქსიმალური კონცენტრაცია ვთხოვე ბიჭებს. გადამწყვეტ მომენტში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა "არმიას" ასეთი თამაშისთვის".

კოტე ტუღუში (არმია):

"მივულოცავ "ოლიმპს" გამარჯვებას. მადლობა ჩემს ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს. "ოლიმპი" ჩვენზე ძლიერი გუნდია და დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა იმედი მაინც გვაქვს, რომ შემდეგი თამაშის მოგება შეგვიძლია".

გიორგი ჯგერენაია (არმია):

"წინა თამაშთან შედარებით, უკეთ გავისარჯეთ, თუმცა მაინც ვერ მოვახერხეთ მოგება. განვიხილავთ თამაშს, ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და იმედია, მოვახერხებთ შეცდომების გამოსწორებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა