9 მაისს ჩვენებური თეთრი ფიგურებით მონღოლ თუვშინთუგს ბათჩიმეგს დაუპირისპირდა და 44-ე სვლაზე საათი გააჩერებინა
ქართველი დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი ჟენევაში (შვეიცარია) მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშების პირველ რაუნდში ერთადერთია, რომელსაც არც ერთი პარტია ყაიმით არ დაუსრულებია: ოთხი მოგება და ორი მარცხი - ასეთია ექვსი ტურის შემდეგ მისი შედეგი.

9 მაისს ჩვენებური თეთრი ფიგურებით მონღოლ თუვშინთუგს ბათჩიმეგს დაუპირისპირდა და 44-ე სვლაზე საათი გააჩერებინა.

ნანა ძაგნიძე ანა მუზიჩუკს (სლოვენია) დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - კატერინა ლაგნო (უკრაინა), ჰოუ იფანი (ჩინეთი) - ოლგა გირია (რუსეთი).

ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) და ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) შეხვედრა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამარჯვებით დამთავრდა. სამაგიეროდ, მისმა თანამემამულემ - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა თეთრი ფიგურებით მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ ანა უშენინასთან (უკრაინა) წააგო.

ექვსი ტურის შემდეგ: ლაგნო, მუზიჩუკი, კოსინცევა, ხოტენაშვილი - 4-4, ვენძიუნი, უშენინა - 3,5-3,5, იფანი, ძაგნიძე - 3-3, ბატჩიმეგი, ჩმილიტე - 2-2, კოსტენიუკი, გირია - 1,5-1,5 ქულა.

10 მაისს, მე-7 ტურში ითამაშებენ: ბატჩიმეგი - კოსტენიუკი, ჩმილიტე - ხოტენაშვილი, მუზიჩუკი - კოსინცევა, გირია - ძაგნიძე, ლაგნო - ჰოუ იფანი, უშენინა - ვენძიუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
წარმატებები ბელას და ნანას!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა