ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებაში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა
ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებაში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. დაუმარცხებელი ამ ეტაპზე სამი გუნდიღა დარჩა. ესენია: თბილისის "აკადემია", თბილისის "ჯიქები" და ქუთაისის პირველი გუნდი.

აკადემიელთა უპირატესობა A ჯგუფში თვალსაჩინოა. ერთადერთი გუნდი, ვინც მათ მეტ-ნაკლებად კონკურენციას უწევს, თბილისის "ხულიგანაა". მართალია, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ თამამად უნდა ითქვას:

"აკადემიას" პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ეს კი ამ კლუბში ახალგაზრდა თაობასთან სწორად წარმართული საქმიანობის შედეგია. აკადემიელები B ლიგაშიც ყოჩაღობენ.

საგანგაშო ნიშანია პატარძეულის "ვეფხვების" წარუმატებელი ასპარეზობა. ეს კლუბი დაარსების დღიდან საინტერესო, საკმაოდ ნაყოფიერ სამუშაოს ეწეოდა. ამდენად, "ვეფხვების" სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე ყოფნა ერთობ დამაფიქრებელია.

B ჯგუფში ორი გამოკვეთილი ლიდერია: ქუთაისის პირველი გუნდი და თბილისის "ჯიქები". ორივე, როგორც უკვე ვთქვით, დაუმარცხებლად ასპარეზობს.

ქუთაისი ქართული რაგბის მეორე ცენტრია. ამიტომ აქაური გუნდის წარმატება მოულოდნელი არ არის. გასახარი თბილისის "ჯიქების" სტაბილურობაა. ეს კლუბი დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მოწინავეთა შორის გაერია.

ლიდერებს რეალურ კონკურენციას, როგორც ჩანს, მხოლოდ თბილისის "ლელო" გაუწევს. ამ გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში წააგო და პლეი ოფში გასვლის იმედი ჯერაც არ გადაწურვია.

ჭაბუკთა A ლიგა

A ჯგუფი

V ტური

არმია-არწივები 14:10, ვეფხვები-ხულიგანა 7:46, აკადემია-ყოჩები 21:3, ხარები-იმერეთი 71:7.

სატურნირო მდგომარეობა

1. აკადემია - 24 ქულა, 2. ხულიგანა - 18, 3. ხარები - 15, 4. არმია - 14, 5. არწივები - 9, 6. ყოჩები - 9, 7. ქუთაისი 2 - 5, 8. იმერეთი - 1, 9. ვეფხვები - 0.

VI ტური

არწივები-აკადემია, ყოჩები-ხარები, იმერეთი-ვეფხვები, ხულიგანა-ქუთაისი 2

B ჯგუფი

V ტური

ქუთაისი 1-წიქარა 65:14, ლელო-ჯვაროსნები (გადაიდო), ჯიქები-ლოკომოტივი 20:17, ივერია მგლები-არმაზი 14:21.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქუთაისი 1 - 20 ქულა, 2. ჯიქები - 19, 3. ლელო - 15, 4. ლოკომოტივი - 11, 5. არმაზი - 8, 6. ივერია მგლები - 6, 7. წიქარა - 4, 8. ჯვაროსნები - 1, 9. ტაო - 0.

VI ტური

ლოკომოტივი-ლელო, ჯვაროსნები-ქუთაისი 1, წიქარა-ივერია მგლები, არმაზი-ტაო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

svani_7
ლოკომოტივზე რატომ არ წერია არაფერი?! და ჯერ წინ მეორე წრეა ამიტომ არაფერი არ მორჩენილა ჯიქებთან ლოკომოტივს კიდე ექნება თამაში :))) ან ის რომ ლოკომოტივმა არმაზს 54:0 მოუგო და არმაზმა ლელოს 19:16 მოუგო და ლელო ინარჩუნებს არა შემდეგ ეტაპზე გასვლას და ლოკომოტივი არა?!! საღოლ მაგარი სტატიაა :))) :|
svani_7
ჯერ ყველაფერი წინაა მაგრამ ეგრე არ უნდა დაგეწერათ ლოკომოტივი რატომ არის ნახსენები ან ის ლოკომოტივმა არმაზს 54:0 მოუგო და არმაზმა 19:16 მოუგო ლელოს და ლელო ინარჩუნებს არა პლეიოპში გასვლას??!! საღოლ :)))
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...