საშინელი ტრაგედია მოხდა სან ფრანცისკოს ყურეში
საშინელი ტრაგედია მოხდა კალიფორნიის სანაპიროზე, სან ფრანცისკოს ყურეში, სადაც საწვრთნელი გაცურვის დროს დაიღუპა აფროსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ენდრიუ სიმპსონი.

კატამარანი, რომელზეც სიმპსონი და კიდევ 10 ადამიანი იმყოფებოდა, მოულოდნელად ამოტრიალდა. მთელი ეკიპაჟი წყალქვეშ აღმოჩნდა, 36 წლის ბრიტანელი კი ბაგირებში გაიხლართა და დროულად ამოყვინთვა ვერ მოახერხა.

როგორც იტყობინებიან, მაშველი ნავები შემთხვევის ადგილას დროულად მივიდნენ. როცა აფროსანი, ბოლოს და ბოლოს წყლიდან ამოიყვანეს, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. ეკიპაჟის სხვა წევრების დაზიანება სერიოზული არ ყოფილა.

კატამარანი შვედეთის გუნდ "არტემისს" ეკუთვნის, რომელიც ამერიკის თასის რეგატაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. ეს რეგატა ივლისში დაიწყება და სექტემბერამდე გაგრძელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ენდრიუ სიმპსონი შვედებს კატამარანის მომზადების სტრატეგიულ საკითხებში ეხმარებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ავარიის მიზეზი. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა იახტსმენი ამერიკის თასისთვის მზადებისას იღუპება. 1999 წელს, ტაკელაჟის ნაწილი დაეცა თავში ესპანური გუნდის წევრს მარტინ უიზნერს.

36 წლის ენდრიუ სიმპსონი 2008 წელს, პეკინის თამაშების ჩემპიონი იყო, შარშან, ლონდონის თამაშებზე კი ვერცხლი მოიპოვა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა