საქართველოს ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დადგა
საქართველოს ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დადგა. ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა, მართალია, მოგვიანებით, 25 მაისს გაირკვევა, მაგრამ იქამდეც არანაკლები ბრძოლებია მოსალოდნელი.

გადასასვლელ მატჩებში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ოთხი გუნდი იბრძვის.

პლეი ოფი ორმატჩიანია. უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზე გასული თბილისის "ყოჩები" პირველი ლიგის გამარჯვებულ თბილისის "თიბისის" დაუპირისპირდება. პირველლიგელებმა გათამაშება ისე მოიგეს, რომ ერთი მატჩიც არ წაუგიათ. მათ შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი მორაგბე ასპარეზობს, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში რამდენიმე სეზონი გაუტარებიათ.

"ყოჩებს", რომელიც საქართველოს უძველესი კლუბია, ბოლო ორი სეზონია მძიმე დროება უდგას. თუმცა ეს გუნდი ტრადიციულად ბოლომდე ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გაიღებს.

მეორე წყვილში თბილისის "აკადემია", რომელიც უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა, პირველი ლიგის მეორეადგილოსან ქუთაისის "ბაგრატს" სტუმრად ეთამაშება. როგორც პირველ წყვილში, აქაც უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი, რომელშიც გამარჯვებულის ვინაობის წინასწარ დადგენა შეუძლებელია.

საპასუხო მატჩები თბილისში 22 მაისს გაიმართება.

გადასასვლელი

11 მაისი

თიბისი-ყოჩები, ბაგრატი-აკადემია

22 მაისი

ყოჩები-თიბისი, აკადემია-ბაგრატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"