აღმოსავლეთში საუკეთესო რაჟონ რონდოა, დასავლეთში - პაუ გასოლი
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ სეზონში პირველად გამოავლინა კვირის ლაურეატები. აღმოსავლეთ კონფერენციაში წინა შვიდი დღის საუკეთესო მოთამაშედ "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო დაასახელეს, დასავლეთში - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრი - პაუ გასოლი.

რონდოს გუნდმა სამ მატჩში ორ გამარჯვებას მიაღწია. რაჟონმა ჯამში 50-ზე მეტ შედეგიან პასს მოუყარა თავი - სამ სასტარტო შეხვედრაში ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 1989-90 წლების სეზონში "იუტას" ლეგენდარულ გამთამაშებელ ჯონ სტოქსონს ჰქონდა. რონდო საშუალოდ 10.7 ქულას, 16.7 პასსა და 6.3 მოხსნას აგროვებდა, "ნიუ იორკთან" მატჩში კი პირადი რეკორდი დაამყარა - 24 შედეგიანი პასი დაურიგა პარტნიორებს. ამ შეხვედრაში რაჟონმა სამმაგი დუბლი შეასრულა.

დასავლეთის ლაურეატმა პაუ გასოლმა "ლეიკერსს" სამიდან სამჯერ მოაგებინა. ამ წარმატებაში ესპანელის წვლილი ასეთი იყო - 25.3 ქულა (ტყორცნების რეალიზაციის 52.5 პროცენტი), 10.3 მოხსნა და 5.0 პასი. კვირას "ჰიუსტონთან" მატჩში პაუმ პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა სეზონში - 26 ქულა და 12 მოხსნა.

რონდოს კვირა

26 ოქტომბერი. ბოსტონი-მაიამი 88:80. 4 ქულა, 6 მოხსნა, 17 პასი

27 ოქტომბერი. კლივლენდი-ბოსტონი 95:87. 18 ქულა, 9 პასი, 3 ჩაჭრა

29 ოქტომბერი. ბოსტონი-ნიუ იორკი 105:101. 10 ქულა, 24 პასი, 10 მოხსნა.

გასოლის კვირა

26 ოქტომბერი. ლეიკერსი-ჰიუსტონი 112:110. 29 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი

29 ოქტომბერი. ფინიქსი-ლეიკერსი 106:114. 21 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი

31 ოქტომბერი. ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი 107:83. 26 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), პოლ პირსი ("ბოსტონი"), მონტა ელისი ("გოლდენ სტეიტი"), ლუის სკოლა ("ჰიუსტონი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ბრენდონ ჯენინგსი ("მილუოკი"), ბრუკ ლოპესი ("ნიუ ჯერსი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა").

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა