მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის პოსტიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის პოსტიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა წარმატება უსურვა მანჩესტერულ გრანდში ფერგიუსონის შემცვლელ დევიდ მოიესსაც.

"როდესაც სერ ალექსმა პატივი დამდო, დამირეკა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად მაცნობა, გაკვირვებული და დაღონებული დავრჩი. ამასთან, სასიამოვნო იყო მისი იმ ემოციებისა და სიამაყის გრძნობის გაზიარება, რაც მის არაჩვეულებრივ კარიერას ახლავს.

ვფიქრობ, მოიესი - ბრწყინვალე არჩევანია. ის მომწონს, როგორც პიროვნება და მწამს, რომ "იუნაიტედში" მას მხარდაჭერა არ მოაკლდება. ჩემი აზრით, მას საკმარისად აქვს ის თვისებები, რაც გუნდში საქმის გასამკლავებლად სჭირდება.

სერ ალექსს ბედნიერებას ვუსურვებ, დევიდს კი წარმატებულ კარიერას "ოლდ ტრეფორდზე", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports.

ჟოზემ ასევე თქვა, რომ ფერგიუსონთან "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის შესაძლებლობა არ განუხილავს.

"ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ჩემმა მეგობრებმა კი იციან, "რეალის" შემდეგ რომელ კლუბში მუშაობას ვისურვებდი".

პორტუგალიელმა ისიც აღიარა, რომ არ აპირებს ფერგიუსონის თავკაცობით "იუნაიტედის" ბოლო შეხვედრის ყურებას.

"რა თქმა უნდა, არ ვუყურებ. არ მინდა ვიტირო", - თქვა მოურინიომ.

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXXVII ტურის წინ: შოტლანდიელების გამოსამშვიდობებელი საღამო

ალექს ფერგიუსონი: დევიდ მოიესის მუშაობით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი

"წითელი ეშმაკი" დევიდ მოიესი

დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა