შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ქუთაისში იმარჯვა და საერთო ანგარიშით - 2:1 დაწინაურდა
შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ქუთაისში იმარჯვა და საერთო ანგარიშით - 2:1 დაწინაურდა. მასპინძელთა გუნდი აღნიშნულ მატჩს დიდი ტკივილით შეხვდა.

- დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა "ქუთაისის" ერთ-ერთი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი და სახელიანი კალათბურთელი გელა დარსაძე.

მატჩის შემდეგ თამაშის შესახებ კომენტარი ვერც ერთი გუნდის წევრმა ვერ გააკეთა. როგორც "ქუთაისის", ისე "შსს-აკადემიას" ხელმძღვანელებმა უდიდესი მწუხარება გამოთქვეს დარსაძის გარდაცვალების გამო.

შეხვერდას რაც შეეხება, ის აკადემიელთა აქტიურობით დაიწყო და გიორგის კეცელიდისის გუნდმა უპირატესობა მალევე მოიპოვა. პირველი მეოთხედის აკადემიელებმა 6 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს - 48:32.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაში ოდნავ გამოაკეთეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ მცირე იმედი ჩაესახათ.

ქუთაისელებმა ათწუთეული 23:19 მოიგეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.

მაქსიმუმი რაც შეძლეს, ჩამორჩენა 10 ქულამდე - 71:81 შეამცირეს. საბოლოოდ აკადემიელებმა დამაჯერებლად - 89:73 იმარჯვეს და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრა ხვალ, 12 მაისს, კვლავ ქუთაისში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში "შსს-აკადემია" ფინალში გავა.

გამარჯვებულთაგან ოთხივე ლეგიონერი გამოირჩა - დენოტა ვონმა 20 ქულა მოაგროვა, ბენჯამინ რეიმონდმა - 16, კირკ არჩიბექმა - 13 და ჩად პრევიტმა - 12. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი - 19 ქულა ჰქონდა გიორგი ბარბაქაძეს, ხოლო ზაურ ფაშაევმა, რომელმაც 2 დღის წინ წელი დაიზიანა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, გამოჯანმრთელება მოასწრო და ქუთაისელებს 12 ქულით შეეშველა.

ქუთაისი - შსს აკადემია 73:89

superleague.ge

vinger
გელა დარსაძეს მემგონი ეკუთვნოდა 1 თავისუფალი სტატია
vinger
გელა დარსაძეს ეკუთვნოდა მემგონი 1სტატია და არა რო ჩაატნიეთ ამის გარდაცვალება ვითომ ვიღაცა იყო და ცოტა რამ გააკეთა საქართველოს კალადბურთისთვიის
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა