ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XXXIII ტური: "ბაიერნმა" ჩაიბარა! [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXXIII ტური: "ბაიერნმა" ჩაიბარა! [VIDEO]

აუფ, "შალკე"! "ფრაიბურგი" ჩემპიონთა ლიგაში?
"ბაიერნის" ჩემპიონობა 28-ე ტურში გადაწყდა, საჩემპიონო "ვერცხლის სინი" კი ბავარიელებმა შაბათს, "აუგსბურგთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ ჩაიბარეს - დორტმუნდის "ბორუსიას" ორწლიანი ბატონობის შემდეგ რეკორდმაისტერის კაპიტანმა ფილიპ ლამმა სინი ასწია, "ბაიერნმა" კი ეს ტროფეი არსებობის ისტორიაში 23-ედ ჩაიბარა.

ზეიმი შედგა, საღამოს მთავარი გმირი კი "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი გახლდათ, რომელიც ზოგადად ამ სეზონის გმირია. როგორც იცით, ზამთარში გადაწყდა, რომ 68 წლის იუპი მიუნხენური გრანდიდან მიდის და მას "ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ხელში რეკორდმაისტერმა ისტორიულად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

"ეს სეზონი ისტორიაში შევა და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. რა თქმა უნდა, გულიც მწყდება, რადგან მახსენდება, რამდენი რამ გადავიტანეთ. ვხვდები, რომ რაღაც გენიალურს მივაღწიეთ და ამით ვამაყობ," - აღნიშნა ჰაინკესმა.

"ვერცხლის სინი" კარგია, მაგრამ ჰაინკესი ახლა კიდევ ორ ტროფეის უმიზნებს: ჩემპიონთა ლიგის დიდ თასს და გერმანიის თასს - "ბაიერნი" ხომ ორივე ფინალშია, 25 მაისს "უემბლიზე" "დორტმუნდს" უნდა შეხვდეს, პირველ ივნისს ბერლინში კი, "შტუტგარტს". "ბაიერნმა" ჰეთ-თრიკის შესრულება რომ შეძლოს, ეს "დონ იუპის" სამწვრთნელო კარიერის ზღაპრული დასასრული იქნებოდა...

იუპის პირველი შხაპი

"სინის" გადაცემის ცერემონიამდე, "ბაიერნის" ფეხბურთელებს ყოფილი და ლეგენდარული ფეხბურთელები შეუერთდნენ. ფრანც ბეკენბაუერთან, გერდ მიულერთან, ზეპ მაიერთან და პაულ ბრაიტნერთან ერთად, ზეიმზე მიწვეულები იყვნენ ოლივერ კანი, ლოთარ მათეუსი, ჯოვანი ელბერი, ბიქსენ ლიზარაზუ, პაულო სერჟიო, სამუელ კუფური და როი მაკაი.

ყველაზე ემოციური მომენტი კი, რა თქმა უნდა, ლუდის შხაპი გახლდათ - განსაკუთრებით კი ის, როცა ანატოლი ტიმოშჩუკმა ლუდი ჰაინკესს გადაასხა. საქმე იმაშია, რომ იუპს თავის სამწვრთნელო კარიერაში ლუდის შხაპი პირველად მიაღებინეს - მან "ბაიერნი" გერმანიაში 1989 და 1990 წლებშიც გააჩემპიონა, მაგრამ მაშინ ლუდის შხაპის ფენომენი პოპულარული არ იყო.

"ანატოლის რომ გავქცეოდი, ამისათვის ძალიან მარდი ფეხები უნდა მქონოდა, მე კი უკვე საკმაოდ ბებერი ვარ. თანაც, ტრავმის მიღებას ლუდის შხაპის მიღება მერჩივნა და დავნებდი," - თქვა "ბაიერნის" აწ უკვე ლეგენდად ქცეულმა იუპმა.

ლუდით წუწაობა, რა თქმა უნდა, დიდხანს გაგრძელდა - ორწლიანი უტიტულობის შემდეგ ბავარიელებმა მაგრად გაიხარეს. მოგვიანებით ქალაქში, ხალხის წინ ისეირნეს და "ვერცხლის სინი" მარიენპლატცზე მიიტანეს, სადაც რატუშის აივანზე დიდხანს პოზიორობდნენ. ბოლოს კი იყო ტრადიციული ბანკეტი, რომელიც ამჯერად 1000 კაცზე გაიშალა...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

"ფრაიბურგი" თუ "შალკე" ჩემპიონთა ლიგაში?

"შალკემ" აუტკივარი თავი აიტკივა! უმოტივაციო "შტუტგარტის" დამარცხების შემთხვევაში გელზენკირხენელები მეოთხე ადგილს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ინაღდებდნენ, მაგრამ შვაბებთან საკუთარ მოედანზე მოულოდნელად წააგეს (1:2) და ახლა, ბოლო ტურში "ფრაიბურგთან" "ფინალი" ელით! "ფრაიმ" "ფიურტი" დაამარცხა, 51 ქულა აქვს და ბოლო ტურის წინ "შალკეს" მხოლოდ ერთით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხე ადგილზე სწორედ კრისტიან შტრაიხის გაწვრთნილი "ფრაიბურგი" გავა! თეორიული შანსი "აინტრახტსაც" (50 ქულა) არ დაუკარგავს, მაგრამ ფაქტია, რომ ლიგის მეოთხე საგზურს "შალკე" და "ფრაი" გაითამაშებენ.

საინტერესო ისაა, რომ "შალკემ" ასეთი კრახი მას მერე განიცადა, რაც გაირკვა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად იენს კელერი რჩება. სხვათა შორის, გელზენკირხენელთა მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა შტეფან ეფენბერგთან მოლაპარაკებები დაადასტურა, მაგრამ იქვე თქვა, ეფესთან ვერ შევთანხმდი და მიმაჩნია, რომ კელერი ღირსეული მწვრთნელიაო.

"ვერდერი" გადარჩა

გასავარდნ ზონაში ამ ტურმა მხოლოდ ის გაარკვია, რომ ბრემენის "ვერდერი" არ გავარდება - თომას შააფის გუნდმა "აინტრახტთან" ფრით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. "ჰოფენჰაიმს" თეორიული შანსი შერჩა, "კაიზერსლაუტერნთან" სარელეგაციო დუელები კი "აუგსბურგს" მოუწევს თუ "ფორტუნას", ამას ბოლო ტურში გავიგებთ.

იხილეთ ვიდეო

ბუნდესლიგა. XXXIII ტური

ბაიერნი-აუგსბურგი 3:0

გოლები: 1:0 თ. მიულერი (69), 2:0 შაჩირი (82), 3:0 ლუის გუსტავო (88)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი (70. შაჩირი), თ. მიულერი (85. ლუის გუსტავო), რიბერი - მანჯუკიჩი (70. გომესი).

აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, რაინჰარდტი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (65. კოო), ჟი, ვერნერი (79. იორლი) - მიოლდერსი (56. ფოგტი).

გაფრთხილება: მორავეკი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15(7)-6(3); ბურთის ფლობა: 69%-31%.

მაყურებელი: 71 000

შალკე-შტუტგარტი 1:2

გოლები: 0:1 იბიშევიჩი (24), 0:2 იბიშევიჩი (66), 1:2 ულრაიხი (92-საკ. კარში)

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჰიოგერი (68. პუკი), ჯონსი - ფარფანი, რაფაელი, მიშელ ბასტოსი (59. მაიერი) - ჰუნტელაარი.

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ჰუგლანდი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი (89. მაკედა), მაქსიმი (83. ჰოლცჰოიზერი), ტრაორე (71. ოკაზაკი) - იბიშევიჩი.

გაფრთხილება: მაქსიმი, ტასკი

კუთხური: 3-1; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 19(4)-8(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 61 673

ლევერკუზენი-ჰანოვერი 3:1

გოლები: 1:0 ჰეგელერი (6), 2:0 კისლინგი (28), 3:0 ჰეგელერი (59), 3:1 ზობიხი (71)

ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - კარვახალი, მ. ფრიდრიხი, თოფრაქი, ბიონიში - ლ. ბენდერი (88. შვააბი), რაინარტცი, როლფესი - ჰეგელერი (77. ჰოსოგაი), შიურლე (77. მილიკი) - კისლინგი.

ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე (68. ჰაგი), პოკონიოლი (46. პანდერი) - ჰოფმანი (46. შმიდებახი), და სილვა პინტუ - ჰ. საკაი, რაუში - ზობიხი, მ. დიუფი.

გაფრთხილება: თოფრაქი - ფელიპე

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 22(12)-11(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 29 904

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 3:3

გოლები: 0:1 ს. ბენდერი (5), 1:1 პერიშიჩი (14), 2:1 პერიშიჩი (23), 3:1 ნალდო (26), 3:2 როისი (84), 3:3 როისი (88)

ვოლფსბურგი (): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, კნოხე (90. მადლუნგი), როდრიგესი - მედოიევიჩი (84. ტრეში), პოლაკი - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (81. მ. შეფერი) - ოლიჩი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა (77. ლაიტნერი), ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (46. შიბერი), ნ. შაჰინი - როისი, გიუნდოგანი, გროსკროიტცი (46. ბლაშჩიკოვსკი) - ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: პოლაკი - როისი, გიუნდოგანი

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 23-12; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 10(3)-10(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 30 000

ვერდერი-აინტრახტი 1:1

გოლები: 1:0 დე ბრუინი (22), 1:1 ლაკიჩი (51)

ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, სოკრატისი, იგნიოვსკი - ბარგფრედე, კროოსი (62. იუნუზოვიჩი) - დე ბრუინი, ჰანტი, იოზ. ილდირიმი (82. აკპალა) - პეტერსენი.

აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - როდე, რუსი - აიგნერი (88. ჩელოცი), ინუი (83. ჯაპკა), მატმური (86. შტენდერა) - ლაკიჩი.

გაფრთხილება: ბარგფრედე - როდე

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 15(3)-10(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 42 100

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 1:4

გოლები: 0:1 სონი (18), 0:2 აოგო (35), 0:3 ირაჩეკი (60), 1:3 ფოლანდი (61), 1:4 რუდნევსი (88)

ჰოფენჰაიმი (4-2-1-3): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ზიულე (81. ლუდვიგი), თესკერი - ვაისი (46. ჯონსონი), რუდი (81. დე კამარგო) - სალიჰოვიჩი - რობერტო ფირმინიო, შიპლოკი, ფოლანდი.

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, იანსენი - ბადელი, რინკონი - ირაჩეკი (90. ბაისტერი), ვან დერ ვაარტი, აოგო (65. სკიელბრედი) - სონი (78. რუდნევსი).

გაფრთხილება: დიკმაიერი

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 18(5)-15(5); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 30 150

მაინცი-გლადბახი 2:4

გოლები: 1:0 შ. პარკერი (12), 1:1 ჰრგოტა (12), 1:2 ჰრგოტა (59), 1:3 ჰანკე (65), 1:4 ჰრგოტა (80), 2:4 ივანშიტცი (91-პენ)

მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ბაუმგარტლინგერი, მალი (78. დაგფუსი) - ნ. მიულერი, ივანშიტცი, მ. კალიჯური (66. რისსე) - შ. პარკერი (66. შლიშკოვიჩი).

გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი (88. მლაპა), არანგო (91. დემსი) - ჰანკე, ჰრგოტა (85. რუპი).

გაფრთხილება: სვენსონი

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(4)-17(6); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 34 000

ფიურტი-ფრაიბურგი 1:2

გოლები: 1:0 მ. ციმერმანი (3), 1:1 შმიდი (69), 1:2 მ. კრუსე (78)

ფიურტი (4-2-2-2): ჰესლი - ნერიგი (82. ნიოთე), სობიეხი, მავრაი, ბაბა - პეცოსი, ფიურშტნერი (84. პარკი) - მ. ციმერმანი, პრიბი - კლაუსი, ჯურჯიჩი.

ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, ჰიონი, გინტერი, გიუნტერი (46. ჰედენსტადი) - მაკიადი (88. ალბუტატი), შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (77. სანტინი), მ. კრუსე.

91-ე წუთზე ჯურჯიჩმა (ფიურტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: დ. კალიჯური, შუსტერი

კუთხური: 5-8; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 18(6)-15(5); ბურთის ფლობა: 29%-71%.

მაყურებელი: 16 735

ფორტუნა-ნიურნბერგი 1:2

გოლები: 1:0 ბალიჩი (23-საკ. კარში), 1:1 მაკი (58), 1:2 პლატენჰარდტი (58)

ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ტეშე (60. ო. ფინკი) - ლამბერტცი (46. ბოლი), კრუსი (67. რაიზინგერი), ბელინგჰაუზენი - დ. შაჰინი.

ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ბალიჩი, დაბანლი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - მენდლერი (82. კორჩოვსკი), ფრანტცი, მაკი, ესვაინი (46. პლატენჰარდტი) - პეკჰარტი.

გაფრთხილება: კრუსი, ლანგენეკე, ლეველსი, ბოძეკი - დაბანლი

კუთხური: 1-5; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6(2)-13(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 53 500

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 24 - კისლინგი (ლევერკუზენი); 23 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 15 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 14 - როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

18 მაისი.

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი, გლადბახი-ბაიერნი, შტუტგარტი-მაინცი, ჰანოვერი-ფორტუნა, ნიურნბერგი-ვერდერი, ფრაიბურგი-შალკე, აუგსბურგი-ფიურტი, ჰამბურგი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრენკ ლემპარდი: რეკორდს დედას ვუძღვნი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა [VIDEO]

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია