ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. XXXV ტური: "ბარსა" "ესპანიოლმა" გააჩემპიონა [VIDEO]

ლა ლიგა. XXXV ტური: "ბარსა" "ესპანიოლმა" გააჩემპიონა [VIDEO]

საპატიო დერეფანი "ვისენტე კალდერონზე"
12 მაისს "ბარსელონა" "ვისენტე კალდერონზე" უკვე ესპანეთის ჩემპიონის რანგში გავიდა, რადგან წინა დღით მადრიდის "რეალმა" ბარსელონაში ვერ შეძლო გამარჯვება. "ბარსელონა" ისტორიაში 22-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მეკარეთა ბენეფისი

ის, რომ პარასკევის მატჩში გოლები არ გავიდა, უინტერესო დაპირისპირების დამსახურება კი არა, მეკარეთა ბრწყინვალე თამაშის ბრალია. ბოლოს 9 კაცით დარჩენილი "ლევანტე" რამდენჯერმე იხსნა კეილორ ნავასმა, ხოლო მეორე ტაიმში "სარაგოსას" კარის დარაჯმა რობერტომ ახლო მანძილიდან ისეთი თავური მოიგერია, მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერებს შეშურდებოდათ. საბოლოოდ, "ლევანტე" და "სარაგოსა" მშვიდობით დაშორდნენ. შედეგად, "ლევანტემ" თეორიულადაც გაინაღდა ლა ლიგაში დარჩენა (თუმცა ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა), ხოლო არაგონელებმა ბოლო ტურების წინ კონკურენტებზე ოდნავ უკეთესი პოზიცია მიიღეს საამისოდ.

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "მიღწეულით ძალიან ბედნიერი ვარ, მომავალ სეზონშიც "ლევანტე" საუკეთესოთა შორის ითამაშებს".

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "ეს ყველაფერი კარგი იმ შემთხვევაში იქნება, თუ საშინაო მატჩში ვიმარჯვებთ".

გადარჩა და გაწირა

ბილბაოს "ატლეტიკი" იმ სამ გუნდშია (დანარჩენი ორის გამოცნობა არ უნდა გაგიჭირდეთ), რომელთაც არასოდეს დაუტოვებიათ პრიმერადივიზიონი. ვფიქრობთ, მთავარმა საფრთხემ ჩაიარა და "მალიორკას" დამარცხების შემდეგ ბასკურ გუნდს არც ამჯერად ემუქრება გავარდნა. ბასკთა გოლები არიც ადურისმა (თავურით) და ფერნანდო ლორენტემ (მაკრატელა დარტყმით) გაიტანეს. მატჩის მიწურულს ჯოვანი დოს სანტოსმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 2:1. საერთოდაც, მექსიკელი დიდებულად თამაშობს, მაგრამ მარტო "მალიორკას" ვერ შველის. სტუმრებმა მატჩი 9 კაცით დაასრულეს.

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ჯერ არ გადაგვიწყვეტია მთავარი საკითხი - პრიმერაში დარჩენა".

გრეგორიო მანსანო (მალიორკა): "არბიტრმა თამაში გააფუჭა".

"ვალიადოლიდმაც" გაინაღდა

"ვალიადოლიდმა" მომდევნო სეზონშიც გაინაღდა თამაში, მას მერე, რაც ხავი გერამ პატრიკ ებერტის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ქუსლით "დეპორტივოს" კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა "ხოსე სორილიაზე" ეს არ იყო ერთადერთი გოლი - ნელსონ ოლივეირას გოლი მსაჯმა არ ჩათვალა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ის შეცდა. "დეპორტივო" 32 ქულით რჩება გასავარდნ ზონაში.

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "შესანიშნავი სეზონი გვქონდა".

ფერნანდო ვასკესი (დეპორტივო): "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, თუმცა არა გადამწყვეტი".

არიბასის თავურით

"ოსასუნამ" "ხეტაფეს" დამარცხებით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სიტუაცია და, შეიძლება ითქვას, რომ ნავარული კლუბი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მცველმა, ალეხანდრო არიბასმა გაიტანა. ემილიო არმენტეროსმა კუთხური ჩამოაწოდა და არიბასმა თავით ყველას დაასწრო. ამით "ოსასუნამ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ანგარიში 1:0 ვერაფრით ასახავს იმ უდიდეს უპირატესობას, რაც ნავარელებს ამ შეხვედრაში ჰქონდათ.

მოუ: ბოსი მე ვარ

ბარსელონაში "ესპანიოლი" 23-ე წუთზე დაწინაურდა, როცა მასპინძელთა კუთხურს ურუგვაელი კრისტიან სტუანის გოლი მოჰყვა დიეგო ლოპესის კარში. მალე "ესპანიოლმა" მეორეც გაიტანა, თუმცა მსაჯმა შეტევაში ექტორ მორენო დააჯარიმა. "რეალმა" ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრა: ლუკა მოდრიჩმა საჯარიმო ჩამოაწოდა და ყველას თავით არგენტინელმა გონსალო იგუაინმა დაასწრო. ამის შემდეგ მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ მოედანზე, მაგრამ "რეალმა" ვერ ისარგებლა და ოფიციალურად გადააბარა ჩემპიონის ტიტული "ბარსელონას".

ჟოზე მოურინიო (რეალი): "ბარსელონას" ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს ვულოცავ ჩემპიონობას. მათ მოიგეს ტიტული, რომელიც აქამდე ჩვენ გვეკუთვნოდა. რაც შეეხება პეპეს, მან ჩემი გადაწყვეტილებით არ ითამაშა. მე ვარ მთავარი მწვრთნელი და ასეთ რამეებს მე ვწყვეტ. ზოგჯერ ამას ვხსნი საჯაროდ, ზოგჯერ არა. ესეც ჩემი გადასაწყვეტია".

იხილეთ ვიდეო

კორიდორი ჩემპიონებს

"ვალენსიამ" სტუმრად 4:0 დაამარცხა "რაიო ვალეკანო". დუბლი მიითვალა რობერტო სოლდადომ. მოკლედ, "ვალენსია" ბოლომდე იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. სევილიაში "ბეტისმა" აუტსაიდერ "სელტას" რუბენ კასტროს გოლის წყალობით მოუგო.

"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა სტუმრებს საჩემპიონო კორიდორი მოუწყვეს, შემდეგ კი რადამელ ფალკაოს წყალობით გოლი გაუტანეს. "ბარსამ" მაინც მოიგო - ჯერ ალექსის სანჩესმა გაათანაბრა, შემდეგ დავიდ ვილიას არაზუსტ დარტყმულს კორექცია გაბიმ გაუკეთა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:2.

იხილეთ ვიდეო

ლა ლიგა. XXXV ტური

ლევანტე-სარაგოსა 0:0

ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი - იბორა, დიოპი - რიოსი (75. ელ-ჟარი), მიჩელი, ვალდო (57. სიმაო) - აკვაფრესკა (83. როხერი).

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხ. ფერნანდესი, ლოოვენსი (73. ხოსე მარი), ალვარო, აბრაამი - პინტერი, აპონიო - ვ. როდრიგესი, როდრი (78. როჩინა), მონტანიესი (68. კარმონა) - პოშტიგა.

გაფრთხილება: იბორა, პ. ლოპესი, სიმაო, ნავარო - როდრიგესი, ლოოვენსი, აბრაამი

გაძევება: დიოპი (53), ლოპესი (93)

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-16 (3-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 16 000

ბილბაო-მალიორკა 2:1

გოლები: 1:0 ადურისი (8), 2:0 ფ. ლორენტე (79), 2:1 ჯოვ. დოს სანტოსი (81)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, სან ხოსე (46. იტურასპე), აურტენეჩე - გურპეგი, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (70. ი. გომესი) - ადურისი (54. ფ. ლორენტე).

მალიორკა (4-3-3): ავატე - ჰატონი, ჟერომელი, ფონტასი, ჩ. ნავარო - მარტი (67. ნსუე). პინა, ტისონე - ჯოვ. დოს სანტოსი, ვიქტორი (56. არისმენდი), ჰემედი.

გაფრთხილება: ადურისი, გურპეგი, დე მარკოსი, ირაოლა - ფონტასი, ნავარო, მარტი, ჰატონი

გაძევება: ფონტასი (25), ნავარო (91)

შენიშვნა: ადურისმა ვერ გაიტანა პენალტი (26)

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 9-18 (4-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 35 000

ვალიადოლიდი-დეპორტივო 1:0

გოლი: 1:0 გერა (48)

ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო (57. სასტრი), ვ. პერესი - ებერტი, ოსკარი (87. ბარახა), ლარსონი (73. ბუენო) - გერა.

დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო (87. ანდრე სანტოსი), აიტამი, ზე კაშტრო, სილვიო - ბერგანტინიოსი (63. ოლივეირა), ხ. დომინგესი (85. ხ. ვასკესი) - გამა, ვალერონი, პიცი - რიკი.

გაფრთხილება: რუბიო, რუკავინა, გერა - ოლივეირა

კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-1; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 7-14 (3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 17 000

ოსასუნა-ხეტაფე 1:0

გოლი: 1:0 არიბასი (74)

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი (63. ოიერი), არიბასი, დამია - პუნიალი, ფ. სილვა - დე ლას კუევასი (86. მასუდი), ნინო (73. ხ. ლორენტე), არმენტეროსი - კიკე სოლა.

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ფ. ფერნანდესი, რაფა, მანე - ბორხა (46. მიჩელი), ლასენი (79. ა. ვასკესი) - პედრო ლეონი, ბარადა, გავილანი (68. კოლუნგა) - ლაფიტა.

გაფრთხილება: არმენტეროსი, პუნიალი, ლორენტე - რაფა, ბორხა, ლასენი, მიჩელი, პედრო ლეონი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 21-6 (4-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 19 000

ესპანიოლი-რეალი 1:1

გოლები: 1:0 სტუანი (22), 1:1 იგუაინი (58)

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი - სტუანი, ვერდუ (81. სიმაო), ვაკასო (92. ბაენა) - ს. გარსია.

რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ალბიოლი, ვარანი (18. ჩაბი ალონსო), რ. კარვალიო, ნაჩო - ესიენი, მოდრიჩი - დი მარია, კაკა (56. რონალდო), მორატა (46. ბენზემა) - იგუაინი.

გაფრთხილება: სტუანი, ვერდუ, ვაკასო, ფორლინი, კაპდევილა - ესიენი, ალონსო, კარვალიო, მოდრიჩი, ალბიოლი, რონალდო

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 7-11 (5-4); ბურთის ფლობა: 29%-71%.

მაყურებელი: 22 500

ვალეკანო-ვალენსია 0:4

გოლები: 0:1 სოლდადო (27-პენ), 0:2 სოლდადო (33), 0:3 გუარდადო (61), 0:4 ვალდესი (91)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია (53. პერეა), ამატი, ფიგერასი, კასადო (28. ნაჩო) - ფუეგო, ტრაშორასი - ხოსე კარლოსი (64. ლ. ბანგურა), ა. დომინგესი, პიტი - დელიბაშიჩი.

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - ალბელდა (77. რუისი), პარეხო - ფეგული, ბანეგა, პიატი (55. სისოკო) - სოლდადო (82. ვალდესი).

გაფრთხილება: ფიგერასი, დომინგესი, დელიბაშიჩი, ამატი, ნაჩო - გუარდადო, ფეგული

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-20 (3-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 12 500

ბეტისი-სელტა 1:0

გოლი: 1:0 რ. კასტრო (68)

ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, ამაია, მარიო (70. პაულაუ), ნაჩო - რ. პერესი, ბენიატი - პაბონი, ნოსა (54. სევილია), ხუან კარლოსი (58. ვადილიო) - რ. კასტრო.

სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი (81. პრანიჩი), ვილა, ტუნიესი, ლაგო (75. ტონი) - ოუბინია, ინსა - ა. ფერნანდესი, ორელიანა (53. დე ლუკასი), კრონ-დელი - ასპასი.

გაფრთხილება: ამაია, კასტრო, პერესი, ვადილიო - ინსა, ხონი, ვილა

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 16-4 (5-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 37 000

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2

გოლები: 1:0 ფალკაო (51), 1:1 ა. სანჩესი (72), 1:2 გაბი (79 ს.კ.)

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ინსუა - კოკე, ტიაგო, გაბი, არდა თურანი (63. კ. როდრიგესი) - ადრიან ლოპესი (75. ო. ტორესი), ფალკაო (67. დ. კოშტა).

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში (41. ბარტრა), პიკე, ადრიანო (59. ვილია), ალბა - ფაბრეგასი, სონგი (59. ბუსკეტსი), ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ტელიო.

გაფრთხილება: ინსუა - სანჩესი, ფაბრეგასი

კუთხური: 3-2; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-11 (2-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 54 000

მალაგა-სევილია 0:0

მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, ლუგანო, ველიგტონი, ელიზეუ (46. ანტუნეში) - ნაჩო კამაჩო, იტურა - ხოაკინი (81. სანტა კრუსი), ისკო, მორალესი (45. დუდა) - ჟ. ბაპტიშტა.

სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე (70. სისინიო), კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - მედელი, კონდობია (86. მადურო) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (58. დელ მორალი) - ნეგრედო.

გაფრთხილება: ისკო, გამესი, ბაპტიშტა, ლუგანო - მორენო, დელ მორალი, მედელი

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-10 (0-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 25 000

13 მაისი

სოსიედადი-გრანადა 00:00

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 20 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

მომდევნო ტური

18 მაისი:

ხეტაფე-ვალენსია, გრანადა-ოსასუნა, სევილია-რეალ სოსიედადი.

19 მაისი:

ლევანტე-რაიო ვალეკანო, დეპორტივო-ესპანიოლი, სარაგოსა-ბილბაო, ბარსელონა-ვალიადოლიდი.

20 მაისი:

მალიორკა-ბეტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონობა 22-ედ მოიპოვა

• ილია

ამ სტატიის ავტორი აშკარად რეალის გულშემატკივარია,ესპანიოლს რომ წაეგო, ბარსა ვერ გახდებოდა ჩემპიონი?

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ