"დელლოსპორტმა" კახა მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში, Gol.com-მა კი გმირად დაასახელა
გასულ უქმეებზე იტალიურ სერია A-ში ჩატარებულ ტურში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მართალია, ჩვენებურის "ჯენოა" პორტუგალიის ნაკრების მეკარე ედუარდოს შეცდომის გამო "ინტერთან" მინიმალურად დამარცხდა (0:1), მაგრამ კალაძე მაინც გამოარჩიეს. ეს ჩვენი არა, იტალიური საიტების ვერსიაა და ამაზე აპენინელი მიმომხილველების შეფასებებიც მეტყველებს. საიტმა "დელლოსპორტმა" კალაძე მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ჩვენი ნაკრების კაპიტნის თამაში 7 ბალით შეფასდა. საიტს იქვე არგუმენტებიც მოჰყავს:

"მართალია, დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ზონასაც კეტავდა. 39-ე წუთზე აშკარა გოლისგან იხსნა "ჯენოა" და რომ არა ედუარდოს დასანანი შეცდომა, ძნელი სათქმელია, გაიტანდა თუ არა გოლს "ინტერი". კალაძე შეტევაშიც ხშირად მონაწილეობდა. ქართველი იმდენად პროდუქტიული იყო, ბევრს "მილანში" ფორმის პიკზე მყოფი კალაძეც გაახსენდა".

სიმბოლური ნაკრებიც საინტერესოა და მასაც აქვე გთავაზობთ: მუსლერა (ლაციო) - ანდრე დიასი (ლაციო), ბურდისო (რომა), კალაძე (ჯენოა) - ისლა (უდინეზე), ფელიპე მელო (იუვენტუსი), მუნტარი (ინტერი), კოსუ (კალიარი) - სანჩესი (უდინეზე), დელ პიერო (იუვენტუსი), ლავეცი (ნაპოლი).

პოპულარულმა Gol.com-მა კი ანალიზისას გმირი და ანტიგმირი დაასახელა. გმირად კალაძე შერაცხა, ანტიგმირად კი - მეკარე ედუარდო.

"ინტერთან" მარცხის შემდეგ "ჯენოა" ცხრილში 2 საფეხურით დაქვეითდა და მე-11 ადგილზე მოკალათდა. მომდევნო ტურში (კვირას, 7 ნოემბერს) "ჯენოა" სტუმრად "პალერმოს" ეთამაშება.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა