"დაჩიამ" 14 მატჩში 20 გოლი გაიტანა და აქედან მესამედზე მეტი ქართველებზე მოდის
კიშინიოვის "დაჩია", რომელშიც ოთხი ქართველი თამაშობს, მოლდოვას უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გუნდია, მიმდინარე სეზონში რომ არ დამარცხებულა. ლევან კორღალიძის, დავით გამეზარდაშვილის, მამუკა ლომიძისა და ვასილ ღუჭაშვილის გუნდმა ბოლო სამი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოიგო. ბოლოს "დაჩიამ" "გაგაუზიას" სძლია. ორივე გუნდში საუკეთესოდ ლევან კორღალიძე აღიარეს, რომელმაც მეტოქის მიერ გახსნილ ანგარიშს ჰეთ თრიკით უპასუხა. ამ მოგებით ჩვენებურთა გუნდი ქულებით "ოლიმპიას" გაუთანაბრდა და ცხრილის თანალიდერია.

პრესასთან საუბარში მატჩის გმირმა ლევან კორღალიძემ არ დამალა, რომ მოლდოვაში ეს მისი პირველი ჰეთ-თრიკი იყო.

"აქამდე დუბლი მქონდა შესრულებული, ბენდერის "დინამოს" ორი ბურთი გავუტანე. მოლდოვას ჩემპიონატში სამი კი არასდროს გამეტანა, ეს ჩემი პირველი ჰეთ-თრიკია. უზომოდ ბედნიერი ვარ. თანაგუნდელების მადლიერი ვარ, მათ გარეშე სამი გოლის გატანა გამიჭირდებოდა.

დიდი ანგარიშით კი მოვიგეთ, მაგრამ რთული მატჩი იყო. მეტოქემ გახსნა ანგარიში, მაგრამ არა მარტო თამაშის შემობრუნება შევძელით, არამედ დიდი ანგარიშითაც მოვიგეთ. ამ სეზონში 14 ტურია ჩატარებული და ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე მატჩში იოლი გასეირნება გვქონდა", - აღნიშნა ქართველმა ნახევარმცველმა მოლდფოოტბალლ.ცომ-თან საუბარში.

"გაგაუზიასთან" მოგებული თამაში მეორე წრის სასტარტო ტურის შეხვედრა იყო. კორღალიძეს შეაფასებინეს პირველი წრეც, რომელშიც "დაჩიამ" დაუმარცხებლად იასპარეზა.

"რა თქმა უნდა, ჩინებულია, რომ ჩემპიონატში დაუმარცხებლად ვასპარეზობთ. 14 მატჩის წაუგებლად ჩატარება პატარა საქმე არ არის. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შედეგი იოლად მოვიდა. აშკარაა, რომ მოლდოვას ჩემპიონატში ეს სეზონი გაცილებით დაძაბულია. "ოლიმპიასთან" ერთად ვლიდერობთ, მაგრამ გვინდა, ერთპიროვნული ლიდერები ვიყოთ. უფრო მეტიც - ცხრილის სათავეში ფორით ყოფნაც გვინდა... ლიდერობა კარგია, მაგრამ ის მაფიქრებს, რომ საგოლე მომენტების რეალიზაციაში მაინც მოვიკოჭლებთ. ჩვენ მაღალი მიზნისთვის ვიბრძვით და ამ კომპონენტზე აუცილებლად მეტი უნდა ვიმუშავოთ, რათა მომდევნო შეხვედრებში უფრო უკეთ წარმოვჩნდეთ", - განაცხადა კორღალიძემ საუბრის ბოლოს.

"დაჩიამ" 14 მატჩში 20 გოლი გაიტანა. აქედან მესამედზე მეტი ქართველებზე მოდის. ლევან კორღალიძეს 10 შეხვედრაში 4 გოლი დაუგროვდა. მცველმა დავით გამეზარდაშვილმა კი 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ამ უკანასკნელს ერთი დუბლი აქვს, გამეზარდაშვილმა ცხრილის თანალიდერ "ოლიმპიას" ძლევაში 2 გოლით შეიტანა წვლილი.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა