ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ერედივიზიე. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: "აიაქსის" ჰეთ თრიქი

ერედივიზიე. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: "აიაქსის" ჰეთ თრიქი

მარკ ვან ბომელი ფეხბურთიდან წავიდა
კვირას ჰოლანდიის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ზედიზედ მესამედ ამსტერდამის "აიაქსი" გახდა.

ეს სეზონი განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან შესანიშნავი კამპანია ჩაატარა არნემის "ვიტესმა", რომლის კაპიტანიც გურამ კაშია გახლავთ, მფლობელი კი მერაბ ჟორდანიაა. გუნდში, მოგეხსენებათ, პერსპექტიული და ნიჭიერი ვაკო ყაზაიშვილიც ირიცხება, რომელსაც ჯერჯერობით მცირე სათამაშო დრო ეძლევა...

ჩემპიონი

როგორც აღვნიშნეთ, ამსტერდამის "აიაქსი" ერედივიზიეს გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა, სულ კი ისტორიაში 32-ე ტიტული მოიგო. ამსტერდამელები პირველ ადგილზე მხოლოდ 26-ე ტურის შემდეგ გადავიდნენ, მაგრამ იქიდან მოყოლებული, ლიდერობა აღარ დაუთმიათ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური რამდენიმე რეკორდის მფლობელი გახდა.

42 წლის სპეციალისტი ისტორიაში მეორე მწვრთნელია, ვინც ჰოლანდიის ჩემპიონატი სამწვრთნელო კარიერის პირველი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ მოიგო (პირველად ასეთი რამ გუუს ჰიდინკმა გააკეთა). გარდა ამისა, ტყუპისცალმა ერედივიზიე მინიმუმ 3-ჯერ მოიგო, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ რონალდ კუმანს ჰქონდა გაკეთებული.

ამსტერდამელთაგან რომელიმე ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფა რთულია. ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა მთლიანად დაცვის ხაზს, რომელიც საოცარი სტაბილურობით გამოირჩეოდა. რიკარდო ვან რეინი (30 თამაში, 0 გოლი), ნიკლას მოისანდერი (28 თამაში, 4 გოლი), ტობი ალდერვეირელდი (32 თამაში, 2 გოლი) და დელი ბლინდი (33 თამაში, 2 გოლი) "აიაქსის" კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და შეტევასაც არ ივიწყებდნენ.

კვლავ მაღალ დონეზე იასპარეზა კაპიტანმა სიმ დე იონგმა, ვინც 12 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 10-10 გოლით მეორე ადგილი დანიელებმა, კრისტიან ერიკსენმა და უნიჭიერესმა ვიქტორ ფიშერმა გაიყვეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი დანიელი, ლასე შიონე და ისლანდიელი კოლბეინ სიგტორსონი, რომელმაც ბოლო ტურებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

გაძევებით დასრულებული კარიერა

"აიაქსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზური "პსვ ეინდჰოვენმა" მოიპოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მთავარი ფავორიტი იყო. დიკ ადვოკაატის შეგირდებმა ჩემპიონატი 103 გატანილი გოლით დაასრულეს, მაგრამ რამდენიმე მატჩის ჩაგდებამ გუნდს ცუდი სამსახური გაუწია და საბოლოოდ, "ფილიპსელები" ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. პსვ ჰოლანდიის თასის ფინალშიც გავიდა, სადაც მოულოდნელად "ალკმაართან" წააგო. ასე რომ, ჰოლანდიის 21-გზის ჩემპიონმა ეს სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.

"ეინდჰოვენიდან", პირველ რიგში, ფორვარდები უნდა გამოვყოთ, რომელთაც შესაშური სტაბილურობით გაჰქონდათ გოლები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 103 გატანილი გოლისა, 16 ბურთზე მეტი გუნდში არავის გაუტანია. პსვ-ს საუკეთესო ბომბარდირი ბელგიელი დრის მერტენსი გახდა, 15 ბურთი გაიტანა ჯერმეინ ლენსმა, 14 - ჟორჟინიო ვეინალდუმმა, 11 ბურთი კი ტიმ მატავჟის ანგარიშზე იყო.

6 გოლით (28 შეხვედრაში) და წითელი ბარათით დაასრულა სეზონი და საფეხბურთო კარიერა მარკ ვან ბომელმა. დიახ, "ბარსელონას", "ბაიერნის" და "მილანის" ყოფილმა მოთამაშემ ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მწვრთნელობის დაწყებას აპირებს.

ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენის" რიგებში (ყველა ტურნირზე) 260 მატჩი ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა. ჰოლანდიის 4-გზის ჩემპიონი, თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის (ბარსელონაში) და ლა ლიგის გამარჯვებული, გერმანიის 2-გზის ჩემპიონი და გერმანიის თასის 2-გზის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2001, 2005) - აი, ის მნიშვნელოვანი ტიტულები, რომლებიც 36 წლის ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში მოაგროვა.

ევროპალიგა

ჩემპიონატიდან ევროპალიგის საგზური "ფეიენოორდმა" და "ვიტესმა" მოიპოვეს (ერთ საგზურს "უტრეხტი", "ტვენტე", "გრონინგენი" და "ჰერენვენი" პლეი-ოფში გაითამაშებენ). ორივე ამ გუნდს ერთი გამორჩეული ლიდერი ჰყავდა, რომელზეც უამრავი რამ იყო დამოკიდებული. საუბარი, რა თქმა უნდა, გრაციანო პელეზე და ვილფრედ ბონიზე გვაქვს. იტალიელმა პელემ 27 გოლი გაიტანა, ხოლო ბონის ანგარიშზე 31 გოლი იყო (30 თამაშში).

ამ ფეხბურთელების გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშის გამოყოფა შეიძლება. როტერდამელთა რიგებში კარგი სეზონი ჰქონდათ ლექს იმერსს, დერილ იანმაატს, იორკი კლასის და ბრუნო მარტინს ინდის; "ვიტესიდან" კი გურამ კაშია და მარკო ვან გინკელი უნდა გამოვარჩიოთ.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონობის შანსები ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, სეზონი მაინც წარმატებულად უნდა შეფასდეს. არნემელთაგან ასეთ კარგ ასპარეზობას არავინ ელოდა, "ფეიენოორდი" კი ნელ-ნელა გონს მოეგო და ჩაგდებული სეზონის შემდეგ (2010/11), როდესაც გუნდი კინაღამ გავარდა და პსვ-სთან 0:10 წააგო, სამეულში ზედიზედ მეორედ მოხვდა (შარშან მეორე ადგილი დაიკავა).

უიღბლონი

საშინელი სეზონი ჩაატარა და დაბრუნებიდან პირველივე სეზონში გავარდა "ვილემ II". ტილბურგელები ბოლო ადგილამდე მე-12 ტურში დაქვეითდნენ და იქიდან მოყოლებული, ეს პოზიცია აღარ დაუთმიათ. "ვენლო" და "როდა" პლეი ოფში ითამაშებენ და ერედივიეს საგზურებისთვის პირველი დივიზიონის გუნდებს შეებრძოლებიან.

ერედივიეს საგზური "კამბუურმა" მოიპოვა, რომელიც ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ ქალაქ ლეუვარდენის კლუბმა თავისი მატჩი მოიგო, ლიდერმა "ვოლენდამმა" კი "გოუ ეჰედ იგლზთან" წააგო და მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

საბოლოო მდგომარეობა

ბომბარდირები: 31 - ბონი (ვიტესი); 26 - პელე (ფეიენოორდი); 24 - ფინბოგასონი (ჰერენვენი); 23 - ალტიდორი (ალკმაარი); 17 - მალკი (როდა); 15 - ლენსი (პსვ ეინდჰოვენი), მერტენსი (პსვ ეინდჰოვენი).

სიმბოლური ნაკრები

საუკეთესო ფეხბურთელი: ვილფრედ ბონი

მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, მაინც მიგვაჩნია, რომ წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს სწორედ კოტდივუარელი ფეხბურთელი იმსახურებს. ბონი 31 გოლით ერედივიზიეს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ის, რომ "ვიტესმა" ასეთი სენსაცია მოახდინა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა, დიდწილად სწორედ 24 წლის ფორვარდის დამსახურებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ერედივიზიე. XXXIII ტური : "აიაქსი" - ჩემპიონი, "ვიტესი" - ევროპალიგაზე

"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა