პირველი რაუნდის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სერიაში მხოლოდ მასპინძლები იმარჯვებენ
პირველი რაუნდის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სერიაში მხოლოდ მასპინძლები იმარჯვებენ - "რეინჯერსმა" არ უღალატა ამ ტრადიციას და "მედისონ სკვერ გარდენში" საფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა "ვაშინგტონი".

თამაშის დიდი ნაწილი მაყურებელმა ასეთი სურათი იხილა: მასპინძლები ბევრს უტევდნენ, დედაქალაქელები კი შანსს კონტრშეტევებში ეძებდნენ და არაერთხელ გაექცნენ კიდეც მეტოქეს, მაგრამ იმ დღეს შეუდარებელი იყო ნიუიორკელთა კარის დარაჯი ჰენრიკ ლუნდკვისტი, რომელიც შეხვედრის პირველ ვარსკვლავად დასახელდა.

ასევე კარგი იყო სტუმრების მეკარე ჰოლტბი, მაგრამ მას ერთხელ მაინც გაუტანეს: დერიკ ბრასარმა ცისფერი ხაზიდან დაარტყა და შაიბა ნეშისგან რიკოშეტით შევარდა კარში. თუმცა გოლი მაინც ბრასარს ჩაუწერეს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მესამე პერიოდში "ვაშინგტონი" პოზიციურ იერიშებზე გადავიდა, მაგრამ ვერც ამით დააკლო რამე ლუნდკვისტს. ბოლოსკენ კი სტუმრები უხეშობაზე გადავიდნენ. ერთ ეპიზოდში გრინმა ყვანჯით ტუჩი გაუხეთქა დორსეტს, მაგრამ მხოლოდ ორწუთიანი ჯარიმა მიიღო. რიცხობრივი უპირატესობისას ნიუიორკელებმა ძალიან ცუდად იმუშავეს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ამ სერიაში ტორტორელას შეგირდებმა 26-დან მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს ზედმეტი ჰოკეისტი.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა შეინარჩუნეს მინიმალური უპირატესობა და მესამე საშინაო მატჩი მოიგეს. ახლა გუნდებს განსჯის მეშვიდე მატჩი, რომელიც "ვაშინგტონის" მოედანზე გაიმართება.

რეინჯერსი-ვაშინგტონი 1:0

0:0, 1:0, 0:0

გოლი: 1:0 ბრასარი-2 (მური-1, ცუკარელო-4).

სერია: 3-3

ასევე მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს ყველაფერს "ბოსტონისა" და "ტორონტოს" დაპირისპირებაში, თუმცა მეოთხე მატჩის შემდეგ, როცა "ბრუინზმა" 3:1 წაიყვანა ანგარიში სერიაში, ამ დუელის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ კლოდ ჟულიენის გუნდმა ჯერ საკუთარ მოედანზე წააგო, მერე კი "ტორონტომ" შინ მოახერხა გამარჯვება - 2:1 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ "ტორონტომ" 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფში საშინაო მატჩი. ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა ფანოფისა და კესელის შაიბებს სტუმრების მხრიდან ლუჩიჩმა უპასუხა, მაგრამ ეს სირენამდე 25 წამით ადრე მოხდა და "დათვებს" დრო არ ჰქონდათ მატჩის ოვერტაიმში გადასაყვანად.

"მეიპლ ლივზის" ჰოკეისტები, რომლებსაც არ გააჩნიათ პლეი ოფში თამაშის გამოცდილება, ხასიათის სიმტკიცეს ავლენენ და ახლა წინ ურთულესი გასვლითი მატჩი აქვთ. პირველ რაუნდში ეს არის მესამე სერია, სადაც ყველაფერს მეშვიდე მატჩი გაარკვევს.

ტორონტო-ბოსტონი 2:1

0:0, 0:0, 2:1

გოლები: 1:0 ფანოფი-1 (კადრი-2, ვან რიმსდიკი-2), 2:0 კესელი-3 (ვან რიმსდიკი-3, ფრანსონი-3), 2:1 ლუჩიჩი-1 (იაგრი-3, ხარა-6).

სერია: 3-3

სტენლის თასის გათამაშებას გამოეთიშა დასავლეთი კონფერენციის მეორე გუნდი. "ანაჰაიმისა" და "დეტროიტის" შვიდმატჩიან სერიაში სამჯერ ჩატარდა ოვერტაიმი, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ძირითად დროში გადაწყდა, თანაც ამ მატჩში არ ყოფილა ამ სერიისთვის დამახასიათებელი "ქამბექი". "რედ უინგზმა" 3:1 წაიყვანა ანგარიში აბდელკადერის მიერ რიცხობრივ უმცირესობაში გატანილი გოლის წყალობით და შეინარჩუნა საჭირო უპირატესობა. თუმცა სირენამდე სამი წუთით ადრე "იხვებმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და თამაშის გადარჩენის შანსი დაიტოვეს, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ მოასწრეს.

დასავლეთში ოთხივე მეოთხედფინალისტი ცნობილია: "დეტროიტი" "ჩიკაგოს" შეხვდება, "ლოს ანჯელესი" - "სან ხოსეს".

ანაჰაიმი-დეტროიტი 2:3

1:2, 0:1, 1:0

გოლები: 0:1 ზეტერბერგი-3 (ფილპულა-3, კინდლი-2), 1:1 იტემი-3 (ბოშემენი-4, ჰილერი-1), 1:2 აბდელკადერი-2, 1:3 ფილპულა-1 (ქლირი-3, ზეტერბერგი-5), 2:3 ბოშემენი-2 (გეტცლაფი-3, ფაულერი-3).

სერია: 3-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: "პიტსბურგს" ერთი აკლია

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა