"სიტი" სეზონს ბრაიან კიდის ხელმძღვანელობით დაასრულებს, რომელიც მანჩინის თანაშემწედ მუშაობდა
რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, - ასეთი ინფორმაცია გაჩნდა გვიან ღამით კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"მაქსიმალური მონდომების მიუხედავად, კლუბმა ვერ მოახერხა ამ სეზონისთვის დასახული ამოცანების შესრულება.

გამონაკლისია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

ამასთან დაკავშირებით, კლუბმა მიიღო ახალი მწვრთნელის პოვნის გადაწყვეტილება", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბრაიან კიდი, რომელიც მანჩინის თანაშემწედ მუშაობდა.

კიდი დარჩენილ ორ მატჩში და ზაფხულში აშშ-ში დაგეგმილ ტურნეში უხელმძღვანელებს შარშანდელ ჩემპიონს.

48 წლის მანჩინიმ 2009 წლის დეკემბერში მარკ ჰიუზისგან ჩაიბარა გუნდი და დღემდე სამი ტიტული მოაგებინა მას: ინგლისის ჩემპიონატი (2011-12), ინგლისის თასი (2010-11) და ინგლისის სუპერთასი (2012).

მაგრამ წელს იტალიელს ცუდი შედეგები ჰქონდა: დათმო პრემიერლიგის ტიტული, ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და რამდენიმე დღის წინ "უიგანთან" წააგო ინგლისის თასის ფინალი.

მანჩინის პოსტზე მთავარ კანდიდატად "მალაგას" ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მოიაზრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ასოციაციის თასი. ფინალი: ღირსეული და მოულოდნელი გამარჯვებული

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა