სტამბულში WSKU-ს ორგანიზატორობით (მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირი) შოტოკანის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობდა 45 ქვეყნის 3000-მდე კარატისტი
ახლახან ქალაქ სტამბულში WSKU-ს ორგანიზატორობით (მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირი) შოტოკანის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობდა 45 ქვეყნის 3000-მდე კარატისტი.

საქართველოს სახელით ორთაბრძოლებში ჩაერთო 165 სპორტსმენი, რომელთა შორის სამი - ცოტნე სორდია, სალომე ლაშხია, დიმიტრი ცირგაია (მწვრთნელი გერონტი მამფორია) ჩხოროწყუს რაიონიდან იყო.

შეჯიბრება ჩატარდა WSKU-შობუ იპონ და WKF-ის წესებით. მსოფლიოს ამ ჩემპიონატს წინ უძღოდა მრავალი საერთაშორისო, კავკასიის, ევრაზიის, მსოფლიო თასის შეჯიბრებები, რომელთა მრავალგზის გამარჯვებულებიც არიან ზემოხსენებული ჩვენი კარატისტები.

"საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ჩხოროწყუს რეგიონალური კლუბის წევრები საკმაოდ კარგად მომზადებულები იყვნენ ამ ჩემპიონატისთვის. ადეკვატურია შედეგიც - მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რომელიც მათი სენსეის, ჩხოროწყუს სასპორტო სკოლის ხელმძღვანელის, გერონტი მამფორიას დამსახურებაა", - განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ინდივიდუალურ კუმიტაში (8-9 წ) დაეუფლა ცოტნე სორდია (25კგ) და 14-15-წლიანებში სალომე ლაშხია (47კგ), დიმიტრი ცირგაია კი III ადგილს დასჯერდა.

სულ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე 11 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან 2, როგორც აღვნიშნეთ, ჩხოროწყუელთა ანგარიშზეა.

გოგონათა შორის, გუნდურ კუმიტეში სალომე ლაშხიამ ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების წარმატებაში (III საპრიზო ადგილი). რაიონის სპორტსმენები სტამბულში ადგილობრივი განათლების ცენტრისა და სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელშეწყობით გაემგზავრა.

გამარჯვებულ სპორტსმენებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა კულტურის სახლში საზეიმო შეხვედრა მოუწყო. მათ ფულადი პრემიები და სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტმა.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

lika
ყოჩაღ მაგრები ხართ, სულ წარმატებები
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა