საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და უნგრული "დიორ ეტოს" ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

ალექსანდრე ჩივაძის გასაჭირზე უკვე ვწერდით - უცხოეთში თუ საქართველოში მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია. აქედან გამომდინარე, მოახლოებული საკვალიფიკაციოს წინ გუნდის მთავარ მწვრთნელს ბევრი სადარდებელი გაუჩნდა (იხილეთ ვრცლად).

მაგალითად, უთამაშებელი იყო გიორგი ქვილითაია, რომელიც უნგრულ "დიორ ეტოში" ზამთარში ჩაირიცხა. თურმე ამის მიზეზი ტრავმა ყოფილა.

ქვილითაიამ ნაკრების ავსტრიული შეკრებისას ჩივაძეზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგიმ სადებიუტო შეხვედრაში ალბანელებს გაუტანა, აზერბაიჯანთანაც (1:1) კარგად ითამაშა, ხოლო მალაიზიასთან (7:1) გუნდს ვეღარ დაეხმარა, რადგან "დიორ ეტოს" ოფიციალური შეხვედრები ელოდა და უნგრული გუნდის მწვრთნელმა ჩივაძეს ფეხბურთელის ადრე დაბრუნება სთხოვა.

"ლელო" გიორგის "დიორ ეტოს" ძირითად შემადგენლობაში უთამაშებლობის მიზეზზე დაეკითხა:

"სულ მთავარ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, განაცხადშიც ვიყავი და თამაშიც მიწევდა. დუბლებში ორი შეხვედრა ჩავატარე, პირველ გუნდში კი თავის გამოჩენის შანსი უნგრეთის თასზე მომცეს, მაგრამ ნაკრებიდან დაბრუნებული მალე დავშავდი და ეს გახდა უთამაშებლობის მიზეზი.

თავიდან 10 დღე გამიცდა, მოედანს მალე დავუბრუნდი და ორი მატჩი ვითამაშე. სამწუხაროდ, კუნთი ისევ დამიზიანდა და 25 დღე დავისვენე.

რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში დავიწყე. ახლა ნორმალურად ვარ, სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და იმედია, ძირითადში ადგილს მალე დავიმკვიდრებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ქვილითაია: ნდობისთვის მადლობა ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს

გიორგი ქვილითაიამ "დიორის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა