პოლონური "ლეგიას" ქართველი თავდამსხმელი ახალი ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგის მოლოდინშია
პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი. ვარშავის "ლეგია", რომლის ღირსებასაც ლადო დვალიშვილი იცავს, ექსტრაკლასას ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლეხს" ორი ქულით უსწრებს.

27 წლის ქართველი ფორვარდი მეტად წარმატებულ სეზონს ატარებს. შეგახსენებთ, იგი სეზონის მსვლელობისას გადავიდა "პოლონიადან" "ლეგიაში" და თავის დამკვიდრება იქაც შეძლო.

ახალი კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 10 მატჩში დვალიშვილმა 5 გოლი გაიტანა.

ლადომ "ლელოსთან" ინტერვიუში საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და თავის სამომავლო გეგმებსაც შეეხო. რამდენიმე დღის წინ "ლეგიამ" პოლონეთის თასიც მოიგო და ქართველმა თავდამსხმელმა ესეც გაიხსენა.

- "ლეგია" ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად მოჩანს...

- ფავორიტები შეიძლება ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. საკუთარი ძალა მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედი მაქვს, სეზონის დასკვნით ნაწილსაც მაღალ დონეზე ჩავატარებთ.

- პოლონეთის თასი კი უკვე მოიპოვე, რასაც გილოცავ!

- მადლობა. ფინალში ვროცლავის "შლიონსკის" ორი მატჩის ჯამში 2:1 ვაჯობეთ და თასს დამსახურებულად დავეუფლეთ. თუმცა მთავარი მაინც ჩემპიონობაა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, "ლეგიასთან" ერთად დუბლს თუ შევასრულებ.

რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონი უკვე ვარ და მშვენიერი იქნება, ჩემი ტიტულების კოლექციას პოლონური ოქროც თუ შეემატება.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ "ლეგიასთან" შეგუება არ გაგჭირვებია...

- კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მივიღე. ვიცოდი, რომ "ლეგიას" ძირითადში დამკვიდრება ძალიან რთული იქნებოდა და თავიდან საამისოდ დიდი ბრძოლა დამჭირდა.

საბედნიეროდ, საკუთარი შესაძლებლობები აქაც გამოვავლინე და სასტარტოში ადგილი მოვიპოვე, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას არ მაძლევს - ბრძოლა და შრომა უნდა განვაგრძო. რაც უნდა იყოს, "ლეგია" "პოლონიაზე" ბევრად ძლიერი და ტრადიციული კლუბია. მოხარული ვარ იმითაც, რომ თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა თბილად მიმიღეს.

- კლუბის მიერ შემოთავაზებული ფინანსური პირობები შენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია?

- "ლეგიასთან" ორწლინახევრიანი კონტრაქტი გავაფორმე და პირობები ჩემთვის სავსებით მისაღებია. დღეისთვის კლუბში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- შენს კონკურენტებზე რას იტყვი?

- "ლეგიას" რამდენიმე მაღალი დონის თავდამსხმელი ჰყავს და ეს ჩემთვის პოზიტიური ფაქტია. ძლიერი კონკურენტების სიმრავლე საშუალებას მაძლევს, მუდმივად ფორმაში ვიყო და არ მოვდუნდე.

- უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნის კლუბში ხომ არ გიხილავთ?

- პოლონურ ფეხბურთს კარგად შევეწყვე და აქედან მალე წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. თუ საინტერესო წინადადება მივიღე და "ლეგიასთვისაც" ხელსაყრელი იქნება ჩემი გაყიდვა, უარს არ ვიტყვი.

- ჩემპიონობის შემთხვევაში, რა შანსი ექნება "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად?

- ვფიქრობ, რომ რეალური შანსი გვექნება. კლუბის ხელმძღვანელობას ლიგის ჯგუფში შესვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და საამისოდ არც შემადგენლობის გაძლიერებას მოერიდება. ჩემპიონთა ლიგის გემო უკვე ვიცი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დაუვიწყარი შეგრძნება კვლავ გამოვცადო.

ამ ამოცანის განხორციელება იოლი არ იქნება, მაგრამ "ლეგიაც" და მეც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ასევე იხილეთ:

ლადო დვალიშვილმა დაბადების დღე გოლით აღნიშნა [VIDEO]

ლადო დვალიშვილი დუბლით პოლონეთის თასის გმირი გახდა [VIDEO]

ლადო დვალიშვილს გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყო [VIDEO]

ლადო დვალიშვილის მორიგი გოლი "ლეგიას" მაისურით [VIDEO]

ლადო დვალიშვილი "სუპერმენს" შეადარეს - "ლეგიასთან" ადაპტაცია არ გამჭირვებია

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო