ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დასრულდა პლეი ოფის პირველი რაუნდი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დასრულდა პლეი ოფის პირველი რაუნდი, რომლის მშვენება და აპოგეა აღმოჩნდა სერიის მეშვიდე მატჩი "ბოსტონსა" და "ტორონტოს" შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთი დივიზიონის ორივე გუნდი იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს ეწერა გადარჩენა.

პირველი პერიოდი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. "ბრუინზმა" პირველ 43 წამში სამი სახიფათო დარტყმა შეასრულა ჯეიმს რაიმერის კარის მიმართულებით და ასევე ორი ერთზე გასვლა ჰქონდა კოდი ფრენსონის შეცდომის შემდეგ, მაგრამ სტუმრების მეკარემ გაუძლო სასტარტო შემოტევას.

ფრენსონის მეორე შეცდომა უკვე სავალალო აღმოჩნდა: პასის დროს მცველმა შაიბა მეტ ბარტკოვსკის ჩააბარა და მანაც იოლი გოლი შეაგდო - 1:0.

ამ გოლამდე ინიციატივა კანადელებს ჰქონდათ და ისინი კიდევ უფრო აქტიურად წავიდნენ წინ. მეკარესთან პირისპირ გავიდა ჯოფრი ლუპული, მაგრამ მას მოუგო დუელი ტუუკა რასკმა. ამ მომენტში მსაჯებმა სახიფათო თამაში დააფიქსირეს ბოსტონელი ზდენო ხარას მხრიდან, რითაც "ტორონტომ" რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა და გამოიყენა კიდეც: ფანოფის ძლიერი დარტყმა გაჭირვებით მოიგერია რასკმა, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო ფრენსონმა და დაცვაში თავისი შეცდომა გოლით გამოასწორა - 1:1.

მეორე პერიოდი ორმხრივი უხეშობით აღინიშნა. ასე მაგალითად, წაიჩხუბეს ფანოფმა და ლუჩიჩმა, ვან რიმსდიკმა იდაყვი მიიღო ცხვირში კრის კელისგან, რასკმა კი ერთ-ერთ მომენტში ჩაფხუტი დაკარგა, როცა მის კარში ლუპული შევარდა. თუმცა გუნდები არც შეტევას ივიწყებდნენ. "ბოსტონის" მხრიდან კარგი შანსი ჰქონდა რიჩ პევერლის, "ტორონტომ" კი შორიდან დარტყმების ტაქტიკა აირჩია, მაგრამ რასკი ბრწყინვალედ თამაშობდა. თუმცა ფინელს არ გაუმართლა, როცა ფრენსონის დარტყმა ზდენო ხარას მოხვდა და ისე შევარდა ცხრიანში - 2:1. სხვათა შორის, ეს დუბლი პირველია კოდის კარიერაში.

მესამე პერიოდი კი ნამდვილ საგიჟეთს დაემგვანა. საწყის ხუთ წუთში "ტორონტომ" ორჯერ აიღო "ბოსტონის" კარი ფილ კესელისა და ნაზემ კადრის გოლებით, მაგრამ მასპინძლებს ფანტასტიკური "ქამბექი" გამოუვიდათ. საფინალო სირენამდე ბოლო 10 წუთში "ბოსტონმა" სამშაიბიანი ჩამორჩენა გააბათილა, ამასთან, ბოლო ორი გოლი მათ ბოლო წუთნახევარში გაიტანეს. და ეს გიჟური მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებითი დრო დიდი ხანი არ გაგრძელებულა. "ტორონტო" რისკზე აღარ მიდიოდა, თუმცა სტუმრებს მომენტები ჰქონდათ: ლუპულმა კარის უკნიდან შეუტია, მაგრამ რასკმა კარგად დაკეტა ახლო კუთხე. კიდევ ერთ ეპიზოდში ფინელმა იმავე ლუპულის დარტყმა დაიჭირა. ყველაფერი კი მომდევნო შეტევაში დასრულდა. "ტორონტოს" კართან შექმნილი არეულობისას შაიბა ბერჟერონს მიუვიდა, რომელმაც დაასრულა კიდეც თამაში - 5:4.

ბოსტონი-ტორონტო 5:4 (ო)

1:1, 0:1, 3:2, 1:0

გოლები: 1:0 ბარტკოვსკი-1, 1:1 ფრენსონი-2 (ვან რიმსდიკი-4, ფანოფი-2), 1:2 ფრენსონი-3 (მაკრატური-1, გრაბოვსკი-2), 1:3 კესელი-4 (კადრი-3, ვან რიმსდიკი-5), 1:4 კადრი-1 (კესელი-2, გარდინერი-4), 2:4 ჰორტონი-4 (ლუჩიჩი-7, კრეიჩი-7), 3:4 ლუჩიჩი-2 (ხარა-7, პ. ბეჟდერონი-1), 4:4 პ. ბეჟდერონი-2 (კრეიჩი-8, იაგრი-4), 5:4 პ. ბეჟდერონი-3 (სეგუინი-1, მარჩანდი-3).

სერია: 4-3

კიდევ ერთ სერიაში ყველაფერი მეშვიდე მატჩს უნდა გადაეწყვიტა. "რეინჯერსი" ორჯერ რთული სიტუაციიდან გამოძვრა "ვაშინგტონთან" დაპირისპირებაში, როცა 0:2-სა და 2:3-ს აგებდა სერიას. და ამ პატარა გმირობას ის თავის მეკარეს ჰენრიკ ლუნდკვისტს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მეექვსე და მეშვიდე მატჩებში ზედიზედ ორი "შათაუტი" შეასრულა.

მატჩში შვედმა გოლკიპერმა 35 დარტყმა მოიგერია და მის პარტნიორებს ისღა დარჩენოდათ, წინ ეყოჩაღათ და საქმეც გაკეთებული იქნებოდა.

გასაკვირია, რომ სერიის მეშვიდე მატჩი, რომელიც, წესით, ყველაზე დაძაბული უნდა ყოფილიყო, ყველაზე არაკონკურენტული გამოდგა. უკვე მეორე მეოთხედის ბოლოს ჯონ ტორტორელას შეგირდები 3:0-ს იგებდნენ, თანაც "რეინჯერსის" რიგებში გოლებს იტანდნენ აქამდე უკანა პლანზე მყოფი ჰოკეისტები - აარონ ეშემი, ტეილორი პიატი და მაიკლ დელ ზოტო.

მესამე მეოთხედში ჰოლტბის კარში კიდევ ორი შაიბა შევარდა რაიან კელეჰანისგან და მატს ცუკარელოსგან.

სხვათა შორის, ეს იყო პირველი შემთხვევა ამ სერიაში, როცა სტუმარმა გუნდმა გაიმარჯვა.

ვაშინგტონი-რეინჯერსი 0:5

0:1, 0:2, 0:2

გოლები: 0:1 ეშემი-2 (კრაიდერი-1), 0:2 პიატი-1 (დორსეტი-1, ემინგერი-1), 0:3 დელ ზოტო-1 (ბრასარი-6, რიკ ნეში-2), 0:3 კელეჰანი-1, 0:5 ცუკარელო-1 (ბრასარი-7, ემინგერი-2).

სერია: 3-4

1/4 ფინალის კალენდარი

აღმოსავლეთი

პიტსბურგი-ოტავა

14 მაისი. პიტსბურგი-ოტავა

17 მაისი. პიტსბურგი-ოტავა

19 მაისი. ოტავა-პიტსბურგი

22 მაისი. ოტავა-პიტსბურგი

24 მაისი. პიტსბურგი-ოტავა

26 მაისი. ოტავა-პიტსბურგი

28 მაისი. პიტსბურგი-ოტავა

ბოსტონი-რეინჯერსი

16 მაისი. ბოსტონი-რეინჯერსი

19 მაისი. ბოსტონი-რეინჯერსი

21 მაისი. რეინჯერსი-ბოსტონი

23 მაისი. რეინჯერსი-ბოსტონი

25 მაისი. ბოსტონი-რეინჯერსი

27 მაისი. რეინჯერსი-ბოსტონი

29 მაისი. ბოსტონი-რეინჯერსი

დასავლეთი

ჩიკაგო-დეტროიტი

15 მაისი. ჩიკაგო-დეტროიტი

18 მაისი. ჩიკაგო-დეტროიტი

20 მაისი. დეტროიტი-ჩიკაგო

23 მაისი. დეტროიტი-ჩიკაგო

25 მაისი. ჩიკაგო-დეტროიტი

27 მაისი. დეტროიტი-ჩიკაგო

29 მაისი. ჩიკაგო-დეტროიტი

ლოს ანჯელესი-სან ხოსე

14 მაისი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე

16 მაისი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე

18 მაისი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი

21 მაისი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი

23 მაისი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე

26 მაისი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი

28 მაისი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: დასავლეთში პირველი რაუნდი დაამთავრეს

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა