საფრანგეთი. სტატისტიკური შეჯამება
სტატისტიკა ამტკიცებს, რომ პსჟ დამსახურებული ჩემპიონია. ამასობაში გრძელდება "მარსელის" დაუმარცხებელი სერია, სალომონ კალუს კი გააქვს და გააქვს...

მთავარი:

19 - "პარი სენ ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონი მესამედ, ბოლო 19 წელიწადში კი პირველად გახდა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პსჟ მართლაც დამსახურებული ჩემპიონია. პარიზელებმა ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (63), ყველაზე ნაკლები გაუშვეს (21), ბურთების ასეთი სხვაობა (+42) 2005/06 წლების "ლიონის" შემდეგ არავის ჰქონია. თავდასხმის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც 27 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია, სალვატორე სირიგუმ კი კარის მშრალად შენახვა 22 შეხვედრაში მოახერხა.

გუნდური მიღწევები:

10 - "მარსელმა" შაბათს "ტულუზს" 2:1 მოუგო და დაუმარცხებელი სერია ათამდე გაზარდა. ამ პერიოდში ელი ბოპის გუნდმა 7 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ასეთი კარგი ასპარეზობის წყალობით, პროვანსელებმა მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდეს.

17 - "ევიანმა" 2013 წელს შინ უკვე 17 გოლი გაიტანა. საკუთარ მოედანზე ამაზე მეტი ბურთი წელს მხოლოდ "სენტ ეტიენის" (20) და "ლორიანის" (19) ანგარიშზეა. კვირას "ევიანმა" "ნიცას" 4:0 მოუგო. საკუთარ მოედანზე 4 გოლის გატანა "ალპელებმა" ბოლო 5 მატჩიდან სამში მოახერხეს.

24 - "ბორდოს" გოლების გატანა მთელი სეზონია, უჭირს, მაგრამ 36-ე ტურში "ჟირონდელებმა" შინ "ნანსის" 3:2 მოუგეს და კარისკენ 22 დარტყმა განახორციელეს, რომელთაგანაც 12 ზუსტი იყო. ასეთი კარგი შედეგი "ბორდოს" ბოლოს 2011 წლის თებერვალში ჰქონდა, როდესაც გუნდმა საკუთარ მინდორზე "კაენთან" წააგო (1:2).

ინდივიდუალური მიღწევები:

1 - "სოშოს" ფორვარდმა სლოან პრივატმა "ბრესტთან" დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 2:0 მოაგებინა. პრივატმა ამ სეზონში პირველი გოლები გაიტანა და ერთ საუმაღლესლიგო შეხვედრაში ორი გოლის გატანა კარიერაში პირველად შეძლო.

5 - ბოლო 5 წლის განმავლობაში საბერ ხელიფა გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ლიგა 1-ის შეხვედრაში გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ 2008 წელს დავიდ ელებუიკმა გააკეთა, როდესაც "ნიცას" მაისურით "კაენის" კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ ხელიფამ საჯარიმოს გარედან სულ მეორე გოლი გაიტანა ლიგა 1-ში.

1 - ზამთრის შესვენების შემდეგ სალომონ კალუს გოლი ყოველ 100 წუთში ერთხელ გააქვს. კოტ დივუარის ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია. "ლილის" ფორვარდმა "რეიმსთან" დუბლი შეასრულა და ბოლო 6 ტურში, ერთ შეხვედრაში ორი გოლი უკვე მესამედ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: "რენის" 2000

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა