იოახიმ ლიოვი ჰანტს, სემს და ვოლშაიდს დაუძახებს
აშშ-ის ტურნეში წასაყვანი ფეხბურთელების სიას გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ხუთშაბათს დაასახელებს, თუმცა ბევრი რამ მანამდეც გარკვეულია. "კიკერის" ინფორმაციით, იოგი ამერიკაში ჰაიკო ვესტერმანს, ანდრეას ბეკს, აარონ ჰანტს, დენის აოგოს და მარსელ იანსენს წაიყვანს, ფილიპ ვოლშაიდს და სიდნი სემს კი ბუნდესგუნდში დებიუტი ექნებათ.

29 წლის ვესტერმანმა (ჰამბურგი) და 26 წლის ბეკმა (ჰოფენჰაიმი) გერმანიის ნაკრებში ბოლოს 2010 წლის 17 ნოემბერს, შვედეთთან მატჩში (0:0) იასპარეზეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლიოვი ამ ფეხბურთელებს აშშ-ის ტურნეში წაიყვანს, სადაც ბუნდესგუნდი 29 მაისს ეკვადორს უნდა შეხვდეს, 2 ივნისს კი აშშ-ის ნაკრებს (ვაშინგტონში). ამთავითვე ცნობილია, რომ თუ "ჰოფენჰაიმმა" მოახერხა და მე-16 ადგილი დაიკავა, რაც "კაიზერსლაუტერნთან" სარელეგაციო დუელებს გულისხმობს, მაშინ ბეკს სანაკრებო მოგზაურობაზე უარის თქმა და კლუბისთვის დახმარება მოუწევს.

ლიოვი ბუნდესგუნდის განაცხადს ოფიციალურად 16 მაისს დაასახელებს, მაგრამ გერმანიის ნაკრების შემადგენლობის კონტურები გამოიკვეთა, რადგან რაკი ეს სანაკრებო პაუზა ფიფას მიერ არაა დადგენილი, იოგი იძულებული გახდა, კლუბებისთვის არა მოთხოვნით, არამედ თხოვნით მიემართა.

"კიკერის" ჟურნალისტმა ისიც დაადგინა, რომ ლიოვი ნაკრებში "ვერდერის" 27 წლის ნახევარმცველ აარონ ჰანტს და "ჰამბურგის" მარცხენაფლანგელებს, დენის აოგოს (26) და მარსელ იანსენსაც (27) აბრუნებს.

ჰანტს ბუნდესგუნდში ბოლო მატჩი 2010 წლის 11 აგვისტოს (2:2 დანიასთან) აქვს ჩატარებული, აოგომ კი გერმანიის ნაკრების ფორმა უკანასკნელად 2012 წლის 29 თებერვალს (1:2 საფრანგეთთან) მოირგო. რაც შეეხება იანსენს: მან მარტში, ყაზახეთთანაც (4:1) ითამაშა.

როგორც ზემოთაც ვთქვით, დებიუტანტი მინიმუმ ორი იქნება: 24 წლის მცველი ფილიპ ვოლშაიდი და 25 წლის შემტევი სიდნი სემი (ორივე "ლევერკუზენი"). აღსანიშნავია, რომ ლიოვმა "ლევერკუზენში" სწორედ ეს ფეხბურთელები მოიკითხა და არა გაცილებით გამოცდილები - სიმონ როლფესი (32), გონსალო კასტრო (25), შტეფან რაინარტცი (24) ან შტეფან კისლინგი (29). ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება, იოგი კი ნაკრებში არა და არ იძახებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიის ნაკრები - "ბორუსია დოიჩლანდი"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა