რუსი ჩოგბურთელი შარშან საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა
მოახლოებული როლან გაროსის წინ მარია შარაპოვამ იტალიურ პრესასთან ილაპარაკა გრუნტის სეზონისთვის ადაპტაციის ნიუანსებზე და განაცხადა, რომ ეს საფარი მისთვის ძველებურად რთული და მოუხერხებელია.

რუსი ჩოგბურთელი შარშან საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მარია ბოლო ორი წელი რომის ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა.

"ეს სეზონი ისეთივეა, როგორიც დანარჩენები - საჭიროა გრუნტისთვის ადაპტაცია. ვარჯიშის პირველი დღეები უჩვეულოა, შემდეგ ეს პროცესი უფრო იოლი ხდება, მაგრამ მაინც ჩნდება გარკვეული პრობლემები. ჩემთვის გრუნტზე თამაში დღემდე მოუხერხებელია.

შტუტგარტში რამდენიმე რთული მატჩი ჩავატარე და მოხარული ვარ, რომ მათი მოგება შევძელი. მადრიდშიც კარგი კვირა გამოვიდა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი იქ ჩემპიონობის მოპოვებას, მაგრამ, საერთო ჯამში, კარგი სათამაშო პრაქტიკა მივიღე", - ამბობს შარაპოვა.

ასევე, რუსმა განაცხადა, რომ მამამისი აღარ დაყვება ტურნირებზე, მაგრამ მის ერთ-ერთ მწვრთნელად რჩება და დიდ როლს თამაშობს სეზონისთვის მზადებაში.

"მამა მუდმივად კავშირზეა, თითქმის ყოველდღე ველაპარაკები. ის ჩემი კარიერის ყოველ ასპექტშია ჩართული. არავინ იცის ჩემი თამაში მასზე უკეთ. მამამ იცის, როდის უნდა მომცეს რჩევა და როდის გაჩუმდეს".

ჩოგბურთელის სიტყვებით, იური შარაპოვი მისი ძირითადი მწვრთნელი ხდება იმ პერიოდში, როცა მარიას მთავარი მწვრთნელი ტომას ჰოგსტედტი შვებულებაში მიდის. "ჩვეულებრივ, ეს გრუნტის სეზონის წინ ხდება. ორკვირანახევრის განმავლობაში მამასთან და სპარინგ-პარტნიორთან ვლადიმერ ვოლჩკოვთან ერთად ვვარჯიშობ", - ხსნის მარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თამამი მარია შარაპოვა - ხორცისფერ საცურაო კოსტიუმში [ფოტოგალერეა]

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა