მსოფლიოს საჭიდაო სამყარო კვლავ გვაოცებს თავისი არაორდინარულობით
მსოფლიოს საჭიდაო სამყარო კვლავ გვაოცებს თავისი არაორდინარულობით - როცა სპორტის ამ უძველესი სახეობის ოლიმპიადიდან ამოღების საკითხი წყდებოდა, საერთაშორისო ფედერაციის (ფილა) ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი ცოდვების მონანიების ნაცვლად შეტევაზე გადავიდა და ეჭვქვეშ დააყენა როგორც მისი დროებითი შემცვლელის, სერბი ნენად ლალოვიჩის პოსტზე ყოფნა, ასევე - 18 მაისს დანიშნული ფილა-ს რიგგარეშე კონგრესის კანონიერება.

ვერ გეტყვით, მისი რისხვის გასანეიტრალებლად იყო თუ არა, მაგრამ 10 მაისს ფედერაციის სასამართლო არბიტრაჟმა არც მწვადი დაწვა, არც - შამფური: აქეთ ლალოვიჩისა და კონგრესის ლეგიტიმურობა სცნო, იქით კი მარტინეტი ფილა-ს...

ბიუროს წევრად დაამტკიცა! გასაგებად რომ ვთქვათ, ამით შვეიცარიელ საქმოსანს, რომლის სახელსაც უკავშირდება ჭიდაობის ამოღების საფრთხე ოლიმპიადის პროგრამიდან, ისევ მისცეს მართვის ბერკეტები და ისევ მიუშვეს ხელმძღვანელ სტრუქტურასთან.

მარტინეტიმ თუ იმ რეალობიდან ამოსვლა და აქამდე მიღწევა მოახერხა, დიდი შანსია, მომავალში კვლავაც ფილა-ს "რუხ კარდინალად" იქცეს - მას რომ დიდი გავლენა ჰქონდა ბიუროზე, საიდუმლოდ არავისთვის რჩებოდა...

ამ კომიკურ სიტუაციას ბეჭედი რუსეთის "საჭიდაო მამამ" - მიხეილ მამიაშვილმა დაუსვა, მარტინეტის ბიუროში დატოვება სოლომონისეული (ანუ გონივრული) გადაწყვეტილება იყოო.

საჭიდაო სამყაროსგან მას შემდეგ არაფერი მიკვირს, როცა თებერვლის იმ სკანდალის შემდეგ, ჭიდაობის ოლიმპიადიდან ამოღების რეკომენდაცია რომ გახმოვანდა, მარტინეტის პოსტზე დატოვებას ბიუროს 21 წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი და მისი გადაყენება მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა, მაგრამ დინების აღმა ამდენი ცურვაც მეტისმეტია. ბარემ ოფიციალურად დააბრუნონ და ის იქნება!

ვეჭვობ, მოჭიდავეები იმდენს იზამენ, სოკ-ი თუ რამე დათმობაზე ფიქრობდა წასვლას, იმასაც გადააფიქრებინებენ და ოლიმპიადის პროგრამაში დატოვება კი არა, კინწისკვრით გამოაგდებენ იქიდან.

თუმცა არც ისაა გამორიცხული, ფილა-ს ეს გადაწყვეტილება სოკ-თანაც იყოს შეთანხმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, ამდენი გაებედოთ. მით უფრო, ვრცელდება ცნობები, რომ სოკ-ის აღმასკომს მიეცა რეკომენდაცია, ამოსაღებად შეგულებული რვა სახეობიდან ჭიდაობა, სქვოში და კარატე დატოვოს ოლიმპიადის პროგრამაში.

ეს საკითხი საბოლოოდ სექტემბერში ბუენოს აირესში გადაწყდება. მანამდე კი, 18 მაისს ჯერ მოსკოვში ფილა-ს რიგგარეშე კონგრესი ჩატარდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებით, სადაც ლალოვიჩი ერთადერთი პრეტენდენტი იქნება (ყოველ შემთხვევაში, ჯერ სხვა კანდიდატი არ არის დასახელებული) და აირჩევენ კიდეც, მერე კი 30 მაისს სოკ-ის აღმასკომი ზემოხსენებული რვა სახეობის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას განიხილავს.

ამასობაში საინტერესო განცხადება გააკეთა თავად ლალოვიჩმა, როცა ფილა-ს განზრახვა გაამხილა, ოლიმპიადაზე ვაჟებს თითო წონას მოვაკლებთ და ქალებს დავუმატებთო. მას არ დაუზუსტებია, რომელი წონების ამოღებას აპირებენ, მაგრამ არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაპარაკია ორივე სტილის ჭიდაობაში 55-55 კილოგრამების ამოღებაზე.

თუ ეს განხორციელდა, მაშინ ჭიდაობაშიც, ძიუდოს მსგავსად, წონების ათვლა 60 კილოგრამიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პროგრამაში ვაჟების 7-7 წონაა, ქალებისა - მხოლოდ 4, დაანონსებული რეფორმით კი თამაშებში მათი რიცხვი გათანაბრდება. თანამედროვე მსოფლიოს და მათ შორის სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგია ხომ ქალთა როლისა და წარმომადგენლობის გაზრდაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სკანდალის გაგრძელება: შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადაზე

სოკ-ი ჭიდაობის შენარჩუნებაზე ალაპარაკდა - რას მოგვიტანს 7 მარტი

ნუგზარ სხირელი: "ფილას" უსამართლობას ყოველთვის ვაპროტესტებდი

საჭიდაო სამყარომ აქცენტი უფრო სუფთა რეპუტაციის ადამიანზე უნდა გააკეთოს

FILA-ს პრეზიდენტობას მიხეილ მამიაშვილს უწინასწარმეტყველებენ

FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს

რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!

FILA გლობალურ ცვლილებებს გვპირდება

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება