ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირში დებიუტი ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით აღნიშნეს
იყო დრო, სპორტულ აკრობატიკაში ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო სარბიელზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ - მსოფლიოს ჩემპიონატების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც არაერთხელ ასულან.

კარგა ხანს სპორტის ეს სახეობა ჩვენთან უსახსრობის გამო მივიწყებული იყო. რამდენიმე წელიწადია, გამოცოცხლება დაეტყო.

შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზეს, მაგრამ საპრიზო ადგილებს ვერ მისწვდნენ, რადგან საამისოდ ოსტატობა და გამოცდილება არ ეყოთ. სამაგიეროდ, ახლა გაგვახარეს ახალგაზრდებმა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 13 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის.

ქართველმა სპორტსმენებმა (დელეგაციის ხელმძღვანელი - ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი, მსაჯები - საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები: ნინო ბერიანიძე და დალი ფეიქრიშვილი) საერთაშორისო ტურნირში დებიუტი ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით აღნიშნეს.

გოგონათა წყვილებში ანი ჯოხაძე და ნინო სირაძე დინამიკურ ვარჯიშში მეორე ადგილზე გავიდნენ, აბსოლუტურში კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ვაჟთა წყვილებში გიორგი ოქროპირიძემ და ტარიელ სირაძემ, როგორც დინამიკურ და სტატიკურ ვარჯიშებში, ისე აბსოლუტურში მესამე ადგილები დაიკავეს. გოგონათა სამეული (გვანცა მურღულია, თინათინ პარწიკანაშვილი, მარიამ ფოფხაძე) მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა.

ქართველი აკრობატები, როგორც ნინო ბერიანიძემ გვითხრა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. ეს შეჯიბრება კი ოქტომბერში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა