ინტერვიუ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალურ მდივან სანდრო ვაშაკიძესთან
"ყინულის რაინდების" ან "ცეცხლოვანი" ჯვაროსნების" შესახებ თუ გსმენიათ? თუ არც თბილისელ "რუხ მგლებსა" და ბაკურიანელ "მიმინოებს" იცნობთ, ქართული ჰოკეის შესახებ არაფერი გცოდნიათ...

დიახ, იმის მიუხედავად, რომ თბილისში ამჟამად ყინულის ერთ მოედანსაც ვერ ნახავთ, სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც არსებობს.

მეტიც, თბილისს ჰოკეის სამი გუნდიც კი ჰყავს...

ქართული ჰოკეის არცთუ სახარბიელო აწმყოსა და სამომავლო პერსპექტივაზე სალაპარაკოდ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალურ მდივან სანდრო ვაშაკიძეს ვესტუმრეთ, რომელიც "ბაქსვუდის სკოლის" დამფუძნებელიც არის და ყინულის ჰოკეის "ეშხით" საკუთარ სკოლაში... ბალახის ჰოკეის გუნდიც კი ჩამოაყალიბა!

- დღესდღეობით საქართველოში ყინულის ორი სტანდარტული მოედანია - ბათუმის დახურული დარბაზი, სადაც საერთაშორისო ტურნირიც ჩაგვიტარებია და ბაკურიანის ღია მოედანი.

ეს უკანასკნელი სეზონურია და წელიწადში მხოლოდ 2-3 თვეს თუ ვიყენებთ. თანაც, ძირითადად, იქ ბაკურიანის "მიმინო" ვარჯიშობს. მის გარდა, სამი კლუბი თბილისსაც ჰყავს - "ყინულის რაინდები", "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" და "რუხი მგლები". სულ კი, ყველა ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოში სამასამდე ჰოკეისტია რეგისტრირებული.

- ყინულის სეზონის დადგომამდე პირველი თაობის ქართველი ჰოკეისტები მართლა გორგოლაჭებით ვარჯიშობდნენ?

- სხვადასხვა უნარი რომ გამოუმუშავდეს, ჰოკეისტს ყინულს მიღმაც ბევრი ვარჯიში სჭირდება. ასე რომ, გორგოლაჭების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. ცუდი ის არის, რომ 1960-იანი წლების შემდეგ ჩვენთვის უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა. მაგალითად, შარშან, როდესაც პირველი საერთაშორისო მატჩებისთვის ვემზადებოდით, დარტყმებს პლასტიკატის საფარზე ვამუშავებდით და ა.შ.

- ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, რამდენიმე წლის წინ ფედერაციის ყველაზე აქტიური წევრებიც დაკარგეთ...

- 2009 წელს, როცა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიემგზავრებოდნენ, თურქეთში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი დენის დავიდოვი და გენერალური მდივანი ლაშა ცაგარეიშვილი. მათთან ერთად დაიღუპნენ ლაშას მეუღლე, ასევე, სომხეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და 18 წლის ვაჟი, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო...

- ქართველი ჰოკეისტების საერთაშორისო გამოცდილებაზე რას გვეტყვით?

- 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩებში უნდა გვეთამაშა, რომელსაც სომხეთი მასპინძლობდა. თუმცა ზემოთ აღნიშნული ტრაგედია სწორედ იმ დღეებში მოხდა და ტურნირში კონკურსგარეშე მივიღეთ მონაწილეობა.

ჩვენთვის პირველი საერთაშორისო მატჩი სამხრეთ აფრიკის გუნდთან დავთმეთ, მეორე კი - მასპინძლებთან.

სომხებს ბაკურიანშიც უთამაშიათ, ბათუმშიც და მათ ნაკრებს კარგად ვიცნობდით, ჩვენი კლუბებიც კი უგებდნენ ხოლმე. თანაც, მატჩის დაწყებამდე შევთანხმდით, რომ მეგობრული, ფედერაციების დაღუპული პრეზიდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი იქნებოდა, მაგრამ...

ადგილობრივების ნაცვლად, სომხებმა ამერიკის ლიგებში მოთამაშე ჰოკეისტები გამოიყვანეს და 22:1 "გადაგვიარეს"... ამან ისე გაგვაბრაზა და ვითარება ისე დაიძაბა, რომ ჩვენსა და სომხების გასახდელებს შორის სპეცრაზმის ჩაყენება გახდა საჭირო...

საერთაშორისო ფედერაციის წესების დარღვევის გამო სომხეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებიდან დღემდე დისკვალიფიცირებულია.

- ოფიციალურ მატჩებშიც ხომ ითამაშეთ?

- შარშან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო მატჩებში, მასპინძლების - მონღოლეთისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქეთა სიძლიერის მიუხედავად, ფავორიტად ჩვენ ვითვლებოდით, თუმცა გაფრენამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო ფედერაციიდან შეგვატყობინეს, რომ ჩვენს რვა მოთამაშეს, მათ შორის, ორ მეკარეს, ტურნირში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ.

16 მაისს შვედეთში იმართება კონგრესი და იმედია, იქ მაინც გვეტყვიან, რა დააშავეს ამ მოთამაშეებმა. იძულებულნი გავხდით, მესამე, სათადარიგო მეკარე მოგვეძებნა, მეორე მეკარედ კი მე ჩავეწერე, რადგან განაცხადში ორი მეკარე აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

პირველივე მატჩის მე-12 წუთზე ჩვენმა მეკარემ თითი მოიტეხა და მთელი ტურნირი ტრავმირებულმა ჩაატარა. ცხადია, ამ ყველაფრის გამო სამივე მატჩი წავაგეთ...

- რით უნდა დააინტერესოს ჰოკეიმ ქართველი ახალგაზრდა, არის ეს თამაში ახლოს ქართულ ხასიათთან?

- სანამ თავად ვითამაშებდი, მეც ვფიქრობდი, რომ არ იყო სპორტის "ქართული" სახეობა. თუმცა, ფორმის ჩაცმისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს აბჯარს იცვამ და საომრად გადიხარ. ამ თამაშში ყველაფერია, რაც ქართველებს მოგვდგამს - სისწრაფე, ტექნიკა, მოედნის ხედვა და, რაც მთავარია, ჩხუბი. თამაშში თუ ვერა, ჩხუბში ხომ მაინც ვერავინ დაგვჯაბნის?! (იცინის).

- ქართველ ჰოკეისტებს უცხოეთის კლუბებშიც ხომ უთამაშიათ?

- საბჭოეთის დროს კონსტანტინე ბახუტაშვილი მოსკოვის ცსკა-სა და საბჭოეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ძალიან პერსპექტიული მოთამაშე იყო მარნეულელი გიორგი გელაშვილიც, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" მეკარე გახლდათ და რუსეთის ნაკრების კანდიდატადაც მიიჩნეოდა.

ამერიკაში მოღვაწეობს ქართველი მწვრთნელი ბესო ცინცაძე, რომელსაც NHL-ის (აშშ-ის ჰოკეის ეროვნული ლიგა) რამდენიმე პროფესიონალი მოთამაშე ჰყავს გაზრდილი. დროდადრო ბესო საქართველოშიც ჩამოდის და შეძლებისდაგვარად გვეხმარება.

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

eliso
გაუწევენ წინააღმდეგობას,ქართველები არავიზე ნაკლები არ არიან,ერთი სტანდარტული ყინულის მოედანი არ აღირსეს თბილისში თორემ ზუსტად ვიცი ძალიან მალე რამოდენიმე ქვეყნის ჰოკეისტებზე ბევრად უკეთესად ითამაშებენ.ადრეც უმეტესად არასტანდარტულ მოედანზე ვარჯიშობდნენ და ასეთ პირობებში რომ იყოს თქვენი საყვარელი სპორტის რომელიმე სახეობა,დამრწმუნედ წაგება არ გაგიკვირდებოდათ.
savas
კაცი ამბობს, სათადარიგო მეკარე გვყავდა და იმანაც თითი მოიტეხა, თანაც, მეკარეების გარდა, ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშეც გვაკლდაო... რაც შეუძლიათ, ცდილობენ. არ გიკვირთ, გუნდი, რომელსაც დარბაზიც კი არ აქვს, ამასაც რომ აღწევს?
უძლევი
დიდი ტრაგედია დამართნია ქართულ ჰოკეის 2009 წელს, მაგრამ ყოჩაღ რომ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას ინარჩუნებთ საკუთარი ენთუზიაზმით. სპორტის სამინისტრომ უნდა მიხედოს ამ სპორტის სახეობას. ყინულის გადახურული მოედნები ჰოკეისტების გარდა მოციგურავეებსაც და ფიგურული სრიალის სპორტის სახეობებსაც წაადგება. სირცხვილი არის რომ საქართველოში ერთი გადახურული ყინულის მოედანიც არ არის სადაც ტურნირის ჩატარება შეიძლება. ერთ დროს რაგბიც არ არსებობდა საქართველოში მაგრამ ყურადღების მიქცევის შემდეგ დღეს სტადიონებიც არის და ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოდის.
თემო
„პირველივე მატჩის მე-12 წუთზე ჩვენმა მეკარემ თითი მოიტეხა და მთელი ტურნირი ტრავმირებულმა ჩაატარა. ცხადია, ამ ყველაფრის გამო სამივე მატჩი წავაგეთ...“ მონღოლეთთან 0:6, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 1:9 და საბერძნეთთან 0:13. მარტო მეკარის ბრალი იყო??? ვაი თქვენს პატრონს უბედურს! გგონიათ, რომ არ იწერება თქვენი ანგარიშები ინტერნეტში? რა საჭიროა ტყუილი? ისედაც ნათელია, რომ დღეს ქართველი ჰოკეისტები ვერავის ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა