15 მაისს "იბერია სტარის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი დარჯანიამ სპორტული მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა

ბოლო დღეებია, ქართულ ფეხბურთს უბედურების ტალღამ გადაუარა. ჯერ იყო, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კლუბის 100%-იანი წილის გადაცემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

15 მაისს კი "იბერია სტარის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი დარჯანიამ სპორტული მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ახლახან თბილისში ჩატარდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც გახსნა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. "იბერია სტარი" ევროპაში მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ელიტრაუნდის შემდეგ, რომელშიც "იბერიამ" დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის გამარჯვებული "ბენფიკა" და იტალიის ჩემპიონი "ლუპარენსე" (შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონმა 2011 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა), "იბერია სტარის" თამაში იძლეოდა სავსებით რეალურ იმედს, რომ ჩვენს გუნდს შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა. მით უმეტეს, რომ "იბერიას" ეკუთვნის ლიგაში 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდი, რომელიც ჩემპიონთა თასის მფლობელ "შარლერუასთან" გამარჯვებით დაიწყო.

თბილისში ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა და მისმა შედეგმა - ალმაატის "კაირათის" გამარჯვებამ - გვაჩვენა, რომ სათანადო დაფინანსებისა და მხარდაჭერის პირობებში საქართველოს ჩემპიონს რეალურად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და 1981 წლის 13 მაისის სიხარულის გამეორება. ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ "იბერია სტარი" წლების განმავლობაში ამარცხებდა ევროპის უმდიდრეს კლუბებს.

სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისის გამო "იბერიამ" ვერ მოახერხა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ოთხთა ფინალში "იბერია სტარი" მეორე შემადგენლობით წარსდგა. ამავე მიზეზის გამო "იბერია სტარს" არ შეუძლია შემდგომში დამოუკიდებლად არსებობა.

11 წლის მანძილზე კლუბი არსებობდა მხოლოდ დამფუძნებლის ფინანსური დახმარების ხარჯზე. შედარებისთვის: მოსკოვის "დინამოს" 15 კომპანია ასპონსორებს, "კაირათს" - 13. არათუ ოთხთა ფინალის, ლიგის ელიტრაუნდის მონაწილე არც ერთ გუნდს 10 სპონსორზე ნაკლები არ ჰყავს.

ერთადერთი გამონაკლისი, სამწუხაროდ, "იბერია სტარია".

1 ივნისს იწურება საბოლოო ვადა, როდესაც საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" უეფაში უნდა წარადგინოს განაცხადი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობაზე.

იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთის უმაღლესი ლიგის კლუბები ან მუნიციპალიტეტი უახლოესი დღეების განმავლობაში არ დაინტერესდებიან დამოუკიდებელი ქართულის სპორტის ისტორიაში საუკეთესო ქართული კლუბის სპონსორობით და არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ქართული დროშა ევროპული სპორტის ფლაგმანთა შორის ფრიალებდეს, კლუბი გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას".

ასევე იხილეთ:

ბრაზილიელი ბოშა ჟოანი: თბილისი კარგად დამებედა

"კაირათი" ფუტსალის თასის მფლობელი გახდა

"იბერია სტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა

იბერია სტარი-დინამო 2:5 - შეგვეძლო თუ არა მეტი?

"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა

sss
მართლა ვაი შენ პატრონს
Georgi
"სახელმწიფომ დააფინანსოს" - იცი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ გადასახადის გადამხდელებმა, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არც იბერია და არც სტარი, უნდა იხადონ ფული, რომ ბრაზლილიელებმა ჩვენს ხარჯზე კარგი ხელფასი გააკეთონ, და წელიწადში ერთხელ შეიძლება გაგვახარონ ჩვენც. სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაფინანსდეს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და არა ცალკეული კლუბები. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ მოვინდომოთ 5-10 მილიონი ლარის მიღება, და ბრაზილიელებით კლუბის დაკოპლექტება. რატომ მარტო ვატო წერეთელი, მე ვერ დაველაპარაკები ბრაზილიელს, თუ კარგს გადავუხდი, იბერია სტარში კი არა, წნორის მილანის სახელით ითამაშებენ!
ანტიბიძინა
ზატო ოცნება ახდენილები დაიშლებიან და გაკოტრდებიან, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს და ბაჩო ახალაია ციხეშია! ვაი ჩვენს პატრონს....
giga-s
არ აინტერესებს ქართველ კაცს თავისი ჯიბის გარდა არაფერი და რა გინდათ? მარტო ბიძინამ ხარჯოს ფულები და სხვებმა შორიდან სეირი უყუროს? მაგაზე ნაკლები ფული არა აქვთ სხვებს, მაგრამ ვის აქვს ქველმოქმედებაზე მილიარდზე მეტი დახარჯული?
giga
ფუ ამ მთავრობას **** ყველაფერი, მიშას დროს ეშინოდათ მაინც და ძალით აკეთებიებდა ის კაცი ყველაფერს ამათ და ახლა იმენა ყველას *** კიდია ყველაფერი ჯერ სად ვართ მალე **** რომ აღმოვჩნდებით მერე გავახილოთ თვალები და მოვიწმინდოთ თვალებიდან ****.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა