არსენალი-უიგანი. გამოხმაურება
მარტინესი: ცხოვრება ამით არ მთავრდება

ასოციაციის თასზე გამარჯვებიდან სულ რაღაც 72 საათი გავიდა და "უიგანის" ბანაკში საზეიმო განწყობა გაქრა. რობერტო მარტინესის სიმპათიურმა გუნდმა მეორე ტაიმში "ემირიტსზე" ვერაფერი მოუხერხა მასპინძელს და უშანსოდ დამარცხდა.

"არსენალს" ამ შეხვედრაში საკუთარი მიზნები ჰქონდა. არსენ ვენგერი და კომპანია "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ბოლო ტურში, ფორმულა 1-ის ტერმინი რომ ვიხმაროთ, პოულის პოზიციიდან დაიწყებს. დიახ, ახლა ყველაფერი სწორედ "მეთოფეთა" ხელშია და 19 მაისს ნიუკასლის "სენტ ჯეიმს პარკზე" 90 წუთის განმავლობაში უნდა დაამტკიცონ, რომ ჩრდილოეთ ლონდონი მათი უბანია.

ცხადია, შეხვედრა, სადაც ორივე გუნდს მხოლოდ 3 ქულა აძლევდა ხელს, შესანიშნავი სანახავი გამოდგა. "უიგანმა" პირველი გოლი ელემენტარული შეცდომის შემდეგ გაუშვა. ლუკას პოდოლსკი კუთხურის გათამაშებისას მცველს კარგა ხანს ეჭიდავა, მერე მას მომენტალურად დაუსხლტა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

სტუმარმა საჯარიმოთი გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ გვერდითა არბიტრმა ჯეიმს მაკარტიზე სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. "მეთოფეებმა" ამის შემდეგ 8-წუთიან მონაკვეთში 3-ჯერ შეძლეს ბრწყინვალედ მოთამაშე ხოელ რობლესის კარის აღება და "ათლეტებს" ჩემპიონშიპის საგზური გამოუწერეს.

მატჩის შემდგომ

არსენ ვენგერი (არსენალი): "შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ და პირველი 20 წუთის განმავლობაში სერიოზულ უპირატესობასაც ვფლობდით. შემდეგ "უიგანმა" მოახერხა და დაბრუნდა თამაშში. მეორე ნახევრის პირველ წუთებზე ჩვენ ტემპიც გვაკლდა და თავდაჯერებაც. რამდენიმე წუთის განმავლობაში წაგების ზღვარზე ვიდექით, მაგრამ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. უოლკოტის გოლმა ხელ-ფეხი გაგვიხსნა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე დაპირისპირება მოვიგეთ. ვწუხვარ, რომ "უიგანმა" ჩვენთან წაგების შემდეგ დატოვა პრემიერლიგა. თუკი შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდება, ეს გუნდი აუცილებლად დაბრუნდება უკან".

რობერტო მარტინესი (უიგანი): "ცხადია, იმედგაცრუებულები ვართ გავარდნით, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. "უიგანი" აუცილებლად დაბრუნდება პრემიერლიგაში. დანებება ჩვენს წესებში არ შედის. სიმართლე გითხრათ, სეზონის დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და მგონია, რომ ამას არ ვიმსახურებდით.

"უიგანს" ელიტაში გატარებული 8 წლის შემდეგ ძალიან ცუდი დღე დაუდგა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, კლუბს მყარი ფინანსური მდგომარეობა აქვს, რაც იმედიანად ყოფნის საფუძველს იძლევა. ამჟამად ჩემს მომავალზე ლაპარაკის დრო ნამდვილად არ არის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ნაადრევია კონკრეტულ პიროვნებებზე მსჯელობა. ზაფხულში აუცილებლად შევაფასებთ ჩატარებულ სამუშაოს და მხოლოდ ამის შემდეგ თუ გაირკვევა რამე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა