დუვიერ რიასკოსი და "ტიხუანა" მომდევნო ეტაპზე გავიდნენ
"სან პაულოს" შემდეგ ლიბერტადორესის თასს კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი გამოეთიშა.

"პალმეირასმა" მექსიკურ "ტიხუანასთან" წააგო, რომელიც ამ ტურნირზე პირველად მონაწილეობს. მოგეხსენებათ, "ტიხუანა" 2007 წელს დაარსდა და შარშან მექსიკის უმაღლეს დივიზიონში პირველი სეზონი გაატარა, რომელიც კლუბის გაჩემპიონებით დასრულდა. აბსოლუტურად საპირისპირო სეზონი ჰქონდა "პალმეირასს" - 1999 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა ბრაზილიის თასი კი მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ძალიან ცუდად ითამაშა და სერია A-დან გავარდა. შესაბამისად, ამ წყვილში ლოგიკური შედეგი მივიღეთ: მექსიკის ჩემპიონმა ბრაზილიის მეორე დივიზიონის გუნდი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მექსიკაში გამართული პირველი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს. 27-ე წუთზე ანგარიში "ტიხუანას" კოლუმბიელმა ლეგიონერმა დუვიერ რიასკოსმა გახსნა და "პალმეირასი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ყველაფერი მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე გადაწყდა - ფერნანდო არსემ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და შეხვედრას ინტრიგა მოუკლა.

მართალია, 62-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა სოუზამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ჟილსონ კლეინას გუნდმა მეტი ვერაფერი მოახერხა და გავარდა.

"ტიხუანა" მეოთხედფინალში "ატლეტიკო მინეიროს" შეხვდება, რომელიც იმდენად კარგად თამაშობს, რომ ბევრი სპეციალისტის აზრით, ტურნირის მთავარი ფავორიტია, თუმცა "შოლოსმა" ("ტიხუანას" მეტსახელია, მექსიკური უთმო ძაღლის ჯიშია) ჯგუფშიც (მეტოქედ "კორინთიანსი" ჰყავდა) და პლეი ოფის ეტაპზეც უკვე დაამტკიცა, რომ ბრაზილიურ კლუბებთან თამაში კარგად ეხერხება.

გამთენიისას ლიბერტადორესის თასზე სამი ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც არგენტინული კლუბების ბედი წყდებოდა. "ოლიმპია"-"ტიგრეს", "ველესი"-"ნიუელსის" და "კორინთიანსი"-"ბოკა ხუნიორსის" შესახებ "ლელოს" 17 მაისის ნომერში ვისაუბრებთ.

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი

პალმეირასი-ტიხუანა 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 რიასკოსი (27), 0:2 არსე (51), 1:2 სოუზა (62-პენ).

პალმეირასი (4-4-2): ბრუნო - აირტონი, ენრიკე, მაურისიო რამოსი, მარსელო ოლივეირა (72. ჟუნინიო) - ტაიგო რეალი, ჩარლზი (54. მაიკონ ლეიტე), მარსიო არაუჟო, ვესლი (46. სოუზა) - კლებერი, ვინისიუსი

ტიხუანა (4-4-1-1): საუსედო - ხ. ნუნიესი, განდოლფი (73. ო. ორტისი), პ. აგილარი, ე. კასტილიო - რ. რუისი, პელერანო, არსე, ფ. მარტინესი (76. ა. გონსალესი) - ჯ. კორონა (67. მადუენია) - რიასკოსი.

გაძევება: პ. აგილარი (84. ტიხუანა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარცხი 110 წლით უმცროსთან

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა