"ჩელსი" ერთადერთი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ რანგით მეორე ტურნირშიც იმარჯვა და ჩნდება კითხვა: რას ერჩიან რაფა ბენიტესს?
ლონდონის "ჩელსიმ" "ამსტერდამ არენაზე" გამართულ საოცარ მეორე ტაიმში "ბენფიკას" ორი გოლი გაუტანა ერთის წილ და ევროპალიგის თასი მოიპოვა.

პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა პორტუგალიელების იყო, თუმცა "ბენფიკა" ვერ ახერხებდა პეტრ ჩეხის კართან რეალური საგოლე მომენტების შექმნას.

"ჩელსიმ" კი მეორე ნომრობა შეიფერა და ერთი-ორჯერ გაცილებით მწარედ უჩხვლიტა მეტოქეს.

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი ფრენკ ლემპარდის მოულოდნელ და ეშმაკურ დარტყმას მოჰყვა. არტურ მორაეშმა სასწაულებრივად მოიგერია ბურთი კუთხურზე. აი, სულ ეს იყო, რისი გამოყოფაც შეიძლება პირველი ტაიმიდან.

ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო

"ბენფიკას" ჩეხის კარში ზუსტად არ დაურტყია, მეტოქის რიგებიდან კი, ლემპარდის გარდა, არტური ოსკარმაც შეაწუხა.

ანგარიში 51-ე წუთზე თითქოს გაიხსნა - ნიკოლას გაიტანის ჩაწოდებას ოსკარ კარდოსო გამოეხმაურა, მაგრამ თანამსაჯის აზრით, მაშინ, როცა არგენტინელი აწოდებდა, პარაგვაელი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

"ბენფიკას" "ჩელსის" უსწრაფესი კონტრშეტევა გაეპარა - 59-ე წუთზე ლონდონელთა კომბინაცია პეტრ ჩეხმა ხელით დაიწყო, ხუან მატამ გააგრძელა და ბურთი ფერნანდო ტორესს მიუვიდა.

"ელ ნინიო" სისწრაფეზე გასცდა ლუიზაოს, მოატყუა მეკარე არტური და ცარიელ კარში გაიტანა - 1:0 "ჩელსის" სასარგებლოდ.

ეს ესპანელი ფორვარდის მე-6 გოლი იყო ევროპალიგის მე-9 მატჩში.

ამის შემდეგ პორტუგალიელთა თავკაცი ჟორჟე ჟესუსი ვა-ბანკზე წავიდა, როდრიგოსა და მცველ მელგარეჟოს ნაცვლად ორი შემტევი გამოუშვა - ლიმა და ოლა ჯონი. ერთ წუთში "ბენფიკას" შეტევას პენალტი მოჰყვა - სესარ ასპილიკუეტამ ხელით ითამაშა.

ოსკარ კარდოსომ შესანიშნავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი - 1:1.

იხილეთ ვიდეო

75-ე წუთზე ძალზე სახიფათო მომენტი შექმნა ფერნანდო ტორესმა. ის საჯარიმოში ლუიზაომ წააქცია, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა. ეპიზოდში ესეკილ გარაიმ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

81-ე წუთზე ჩეხმა კარდოსოს სახიფათო შორეული დარტყმა მოიგერია. 88-ე წუთზე ლემპარდის დარტყმული ძელს მოხვდა, თუმცა თამაში დამატებით დროში მაინც არ გადავიდა - მესამე დამატებულ წუთზე მატამ კუთხური ჩამოაწოდა და შორეულ ძელთან სერბმა ბრანისლავ ივანოვიჩმა თავით გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ დრო გასული იყო, ივანოვიჩი კინაღამ ანტიგმირად იქცა, "ბენფიკას" უკანასკნელი შეტევისას ბურთი გაუძვრა, მაგრამ კარდოსომ 100%-იანი შანსი კეჰილისა და ჩეხის ერთობლივი გმირობის წყალობით გოლად ვერ აქცია - "ბენფიკამ" ზედიზედ მე-7 ევროთასების ფინალი წააგო!

იხილეთ ფოტოგალერეა

რაფაელ ბენიტესის გუნდი ერთადერთი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ რანგით მეორე ტურნირშიც იმარჯვა. ლონდონური კლუბი 10 დღის განმავლობაში ორივე თასის მფლობელი იქნება!

საინტერესოა, რას ერჩიან ბენიტესს, მეტი რა უნდა გაეკეთებინა?

"ჩელსი" შეუერთდა სამ კლუბს, რომელთაც სამივე ევროთასი აქვთ კოლექციაში. ესენია: "აიაქსი", "იუვენტუსი" და "ბაიერნი".

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ფერნანდო ტორესი: მართლა ძალიან გვინდოდა ევროპალიგის მოგება

რაფაელ ბენიტესი: იტალიაში უყვართ ფეხბურთი და იქ დავბრუნებაზე უარს არ ვიტყოდი

ფრენკ ლემპარდი: მწვერვალზე ვართ

ჟორჟე ჟეზუსი: ამაყი ვარ - "ბენფიკა" უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა

ევროპალიგა. ფინალი

ბენფიკა-ჩელსი 1:2

გოლები: 0:1 ტორესი (59), 1:1 კარდოსო (68-პენ), 1:2 ივანოვიჩი (93)

ბენფიკა (4-3-3): არტური - ალმეიდა, ლუიზაო, გარაი (78. ჟარდელი), მელგარეჟო (66. ოლა ჯონი) - პერესი, მატიჩი, როდრიგო (66. ლიმა) - გაიტანი, კარდოსო, სალვიო.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, კოული - ლემპარდი, დ. ლუისი - რამირესი, მატა, ოსკარი - ტორესი.

გაფრთხილება: გარაი, ლუიზაო - ოსკარი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 17-11 (11-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 53 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aleqss
უეფა არ მიიჩნევს უეფას თასს ბაზრობათა თასის სამართალმემკვიდრედ და არც ამ ტიტულებს უთვლის და თქვენ რა პრინციპით აქეთებთ ამას, უბრალოდ, ძალიან გინდათ ასე იყოოს და იმიტომ?
alex
1958,1960 და 1966 წლებში ბარსამ რა ტურნირი მოიგო ხომ ვერ მეტყვით?მაგ დროს ბაზრობათა თასი ერქვა.1971 წლის შემდეგ დაერქვა უეფას თასი.ასე,რომ თქვენ თვითონ ისწავლეთ "პროფესორებო"!
ბარსას არ აქვს მოგებული სამივე თასი
4–ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და 4– ჯერ თასების თასი უეფას თასი არ მოუგია. ავტორი მართალია ინტერმა 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და 3-ჯერ უეფას თასი თასების თასი არ მოუგია პორტუს არ აქვს თასების თასი მოგებული ასე რომ, რაც არ იცით ისწავლეთ
Gia
ინტერსაც აქვს მოგებული
Dato
ავტორი მართლა არაა აზრზე,მარტო ბარსას კი არა პორტუმაც მოიგო ჯერ უეფა და მეორე წელს ლიგა,მოურინიო როცა ედგა სათავეში
alex
ბარსელონასაც აქვს სამივე თასი მოპოვებული!
mamuka1313
ავტორი აზრზე არაა..სამივე თასი ბარსასაც აქვს
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა