ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ევროპალიგის ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა
ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა ევროპალიგის ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

15 მაისს, "ამსტერდამ არენაზე" გამართულ შეხვედრაში "ჩელსიმ" პორტუგალიური "ბენფიკა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.

"ლურჯებს" გამარჯვება ფერნანდო ტორესისა და ბრანისლავ ივანოვიჩის გოლებმა მოუტანა. პეტერ ჩეხის კარის დალაშქვრა პორტუგალიელებმა ერთადერთხელ, პენალტიდან შეძლეს.

"დღეს კლუბის ყველა წევრისთვის განსაკუთრებული ღამეა. ვამაყობ, რომ ევროპის ლიგის ფინალი მოვიგეთ. "ბენფიკა" - ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ამ დრომდე სეზონში უკვე 69 შეხვედრა გვქონდა გამართული და ჩვენთვის ფინალი იოლი არ იყო. დაღლილობას ვგრძნობდით და ეს ხელს გვიშლიდა, გავმკლავებოდით მეტოქის ძლიერ ზეწოლას.

"ბენფიკას" განაპირა მცველები ხშირად ერთვებოდნენ შეტევაში და შესაბამისად, უკან თავისუფალ ზონებს ტოვებდნენ, რის გამოყენებასაც შევეცადეთ. მეტოქე სახიფათო კი იყო სტანდარტული მდგომარეობების დროს, თუმცა დაცვაში არცთუ მთლად საიმედოდ ირჯებოდა, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

ჩვენი გუნდის შეტევას რამირესის, ოსკარისა და ფერნანდო ტორესის ტრიო განაპირობებდა, რომელთა შემაკავშირებლად ხუან მატა გავამწესეთ. ფერნანდოს სისწრაფე მეტოქის დაცვას სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა.

ივანოვიჩმა ბრწყინვალე გოლი შეაგდო. ჩვენ შევისწავლეთ "ბენფიკას" თამაშის სტილი კუთხურებისას და მისი სისუსტეების გათვალისწინებით, სათანადო ჩაწოდებები დავამუშავეთ.

გუნდში ნამდვილი პროფესიონალები მყავს, რომლებსაც დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალ პერიოდში ვართ და ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, გუნდი აგრძელებს მოგებას. ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა, რომ იციან, სეზონის დასრულების შემდეგ წავალ, მოედანზე მაინც ბოლომდე იხარჯებიან, რასაც ძალიან ვაფასებ", - აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.

ესპანელმა სპეციალისტმა იმ ხმებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა თანახმადაც, ის იტალიურ "ნაპოლიში" გადაბარგდება.

"ნაპოლი"? ეს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, თუმცა ამჟამად არ მსურს, ჩემს მომავალზე ვისაუბრო, რადგან ჯერ პრემიერლიგის მატჩი მაქვს წინ.

საერთოდ კი, ვისურვებდი იტალიაში დაბრუნებას, რადგან იქ უყვართ ფეხბურთი", - თქვა ბენიტესმა.

ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ბენფიკა-ჩელსი 1:2 - 10 დღე ევროპის მწვერვალზე! [VIDEO]

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა