15 მაისს ჟენევაში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის პირველი რაუნდი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 12 დიდოსტატი იბრძოდა
15 მაისს ჟენევაში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის პირველი რაუნდი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 12 დიდოსტატი იბრძოდა პირველობისთვის.

ტურნირი შესანიშნავად განვლო საქართველოს ნაკრების წევრმა ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლიდან 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

15 მაისს, ბოლო ტურში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ანა უშენინას (უკრაინა) დაუზავდა მე-40 სვლაზე. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა სლოვენიელი ანა მუზიჩუკი - იგი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე.

მართალია, ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი) ცზიუ ვენძიუნთან (ჩინეთი) წააგო, მაგრამ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა 6,5 ქულით მაინც შეძლო მესამე ადგილზე გასვლა.

2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიამპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) აჯობა და 6,5 ქულა მოაგროვა, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მე-4 ადგილზე გავიდა.

დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დასრულდა: ოლგა გირია (რუსეთი) - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი) 0,5:0,5.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: ხოტენაშვილი - 8, მუზიჩუკი - 7,5, კოსინცევა, ძაგნიძე - 6,5-6,5, ვენძიუნი, უშენინა - 6-6, ლაგნო - 5,5, ჰოუ იფანი, კოსტენიუკი - 5-5, ჩმილიტე - 4,5, ბათჩიმეგი - 3,5, გირია - 2 ქულა.

ხოტენაშვილის წარმატება იმითაც არის საგულისხმო, რომ პირველ რაუნდში მსოფლიოს და ევროპის სამ-სამი ჩემპიონი თამაშობდა.

არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ - ფიდეს გრანპრის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ გათამაშებაში ინდოელმა ჰამფი კონერუმ გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ჰოუ იფანს დაუპირისპირდა. 2011-12 წლების გათამაშება ჰოუ იფანმა მოიგო და წლეულს, შემოდგომაზე, ტიტულის დასაბრუნებლად ანა უშენინას შეხვდება.

2013-14 წლების გრანპრი, უწინდელებივით, ექვსი ეტაპისგან შედგება და მათში 18 უძლიერესი დიდოსტატი იასპარეზებს.

თითოეული ოთხ-ოთხ რაუნდში მოსინჯავს ძალებს, საიდანაც საერთო ჩათვლაში სამი საუკეთესო შედეგი შევა.

უკვე ცნობილია, რომ მეორე ეტაპს, 15-29 ივნისს სომხური დილიჟანი უმასპინძლებს. მომდევნო ოთხი რაუნდის განრიგი ასეთია: 17 სექტემბერი-1 ოქტომბერი. ტაშკენტი (უზბეკეთი) 2-16 მაისი. 2014 წელი. ხანტი-მანსიისკი (რუსეთი), 18 ივნისი-2 ივლისი. 2014 წელი. თბილისი (საქართველო), 24 აგვისტო-7 სექტემბერი. 2014 წელი. ერდენეთი (მონღოლეთი). ამ გათამაშებაში უძლიერესი 2015 წელს უშენინა-ჰოუ იფანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

როგორც ზემოთ ვთქვით, გრანპრის მეორე ეტაპი დილიჟანში გაიმართება. იქ ითამაშებენ: ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ნანა ძაგნიძე (საქართველო), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ბელა ხოტენაშვილი (საქართველო), ანა უშენინა (უკრაინა), ელინა დანიელიანი (სომხეთი), ოლგა გირია (რუსეთი), თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი).

საგულისხმოა, რომ გრანპრის თითოეული ეტაპისთვის გათვალისწინებულია საერთო ჯამში 850 ქულა და 60 ათასი ევრო. I ადგილი. 10.000 ევრო + 160 ქულა, II. 8.250 + 130, III. 6750 + 110, IV. 5750 + 90, V. 5.000 + 80, VI. 4.500 + 70, VII. 4.250 + 60, VIII. 4000 + 50, IX. 3250 + 40, X. 3000 + 30, XI. 2750 + 20, XII. 2500 + 10 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა