"ბარსელონას" ვარსკვლავმა შიდა სარბიელზე გუნდის წარმატებას ხაზი გაუსვა და ევროპულ ასპარეზზე გამოსვლა შეაფასა
"ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ავადმყოფობამ კატალონიური გრანდი მიმდინარე სეზონში ძალიან დააზარალა.

"ბარსელონამ" დამაჯერებლად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ "ბებერი კონტინენტის" უმთავრეს ტურნირში ზედიზედ მეორე სეზონში ვერ იყოჩაღა და მას ნახევარფინალში გამოეთიშა.

მესიმ შიდა სარბიელზე გუნდის წარმატებას ხაზი გაუსვა და ევროპულ ასპარეზზე გამოსვლა შეაფასა.

"ლა ლიგაში გამარჯვების შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩვენ მეტოქეობას ისეთი კლუბი გვიწევდა, როგორიც თუნდაც მადრიდის "რეალია".

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მას ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვენ ერთი მოდელით წლების განმავლობაში ვთამაშობთ და მეტოქეებმაც შეგვისწავლეს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მომხდარის გამო სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია "ბარსელონას" სტილის შეცვლა. უბრალოდ, მშვიდად უნდა ვიყოთ და მომავალზე ვიფიქროთ", - მიიჩნევს მესი.

არგენტინელის თქმით, "ბარსაზე" უარყოფითი გავლენა სამწვრთნელო სკამზე ცვლილებებმა იქონია.

"სიმართლე ისაა, რომ გუნდიდან გვარდიოლას წასვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებთან შეგუება ჩვენთვის არ იყო იოლი. როდესაც ტიტომ მართვის სადავეები აიღო ხელში, არაფერი შეუცვლია, თუმცა, როდესაც თავად წავიდა სამკურნალოდ, განსხვავება ვიგრძენით.

ამის მიზეზი არ იყო ის, რომ ჟორდი როურა და სხვა მწვრთნელები ვერ ცვლიდნენ სათანადოდ მას. უბრალოდ, ჩვენ დავრჩით მთავარი მწვრთნელის გარეშე, რომელიც გუნდს სეზონის პირველი დღიდან წვრთნიდა", - აქვეყნებს ლიონელის ნათქვამს Goal.com.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა