რეკორდები და პარალელები შარშანდელ ფინალთან
"ჩელსი" დროებით, მაგრამ უნიკალური შედეგის ავტორია. ლონდონელები ერთდროულად არიან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებულები.

ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ის სულ მეოთხე კლუბი გახდა, რომელსაც ევროპის სამივე დიდი ტურნირი (ჩემპიონთა თასი, თასების თასი, უეფას თასი) მოგებული აქვს. აქამდე მსგავსი რამ მოუხერხებიათ "აიაქსს", "იუვენტუსსა" და "ბაიერნს".

"ჩელსის" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ოთხშაბათს საღამოს რამდენიმე უნიკალურ შედეგს მიაღწიეს. მაგალითად, ფერნანდო ტორესი მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ტიტულოვანი შეიქნა.

მოგეხსენებათ, "ელ ნინიოს" ანგარიშზე ევროპის ჩემპიონის ორი ტიტულის გარდა (2008, 2012), მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ოქროს მედალიც (2010) არის; სანაკრებოს მან შარშან და წელს ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიც დაამატა.

რაფა ბენიტესი კი უდო ლატეკის შემდეგ პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც სამ სხვადასხვა კლუბთან მოახერხა ევროპის საკლუბო ტურნირების მოგება. ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა ეს თავის დროზე "ბაიერნთან" (1974 წელი, ჩემპიონთა თასი), მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" (1979, უეფას თასი) და "ბარსელონასთან" (1982, თასების მფლობელთა თასი) ერთად შეძლო.

ესპანელმა ანალოგიური გზა "ვალენსიასთან" (2004, უეფას თასი), "ლივერპულთან" (2005, ჩემპიონთა ლიგა) და "ჩელსისთან" (2013, ევროპალიგა) ერთად გაიარა. შარშანდელ სეზონთან ორი საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება:

1. "ჩელსის" 2012-შიც ე.წ. დროებითი მწვრთნელი ედგა სათავეში.

2. "ჩელსიმ" გადამწყვეტი გოლი ისევ ბოლო წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ და თანაც, თავურით გაიტანა.

ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდგომ

რაფა ბენიტესი:

"ჩელსისთვის" განსაკუთრებული ღამეა. ვამაყობ, რომ ჩემმა გუნდმა ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში იმარჯვა.

"ბენფიკა" ძალიან ძლიერი გუნდია. მან თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. გადაღლილობამ თავისი კვალი დაგვამჩნია, რადგან გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ეს 69-ე თამაში იყო და ფეხბურთელებმა ბოლომდე ვერ მოახერხეს მეტოქის პრესინგისგან თავის დაღწევა. ლოსაბონელთა განაპირა მცველები შეტევაში აქტიურად ერთვებოდნენ, უკან კი თავისუფალ სივრცეს ტოვებდნენ, რის გამოყენებასაც მუდმივად ვცდილობდით.

"ბენფიკა" სტანდარტული მდგომარეობის დროს საკმაოდ სახიფათო იყო, თუმცა დაცვაში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა. ფერნანდო ტორესის სისწრაფემ საშუალება მოგვცა, პორტუგალიელთა დაცვა მუდმივი ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა.

ივანოვიჩმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მეტოქის უკანა ხაზის თამაში კუთხურებისას კარგად გვქონდა შესწავლილი, მსგავსი ჩაწოდებები კი დამუშავებული. ამ კომპონენტზე ყურადღება დავიდ ლუისმა გაგვამახვილებინა, ვისთვისაც ეს ნაცნობი სურათი იყო ჯერ კიდევ "ბენფიკაში" თამაშის დროიდან.

მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა გამოასწორა თამაში. მათ შორის უნდა გამოვყო ტორესი. არაერთხელ მსმენია, რომ "ჩელსიში" თითქოს იმისთვის მომიწვიეს, რომ ის ფორმაში ჩამეყენებინა. არ მგონია, რომ "ელ ნინიოს" პროგრესში მე რაიმე განსაკუთრებული ღვაწლი მიმიძღვოდეს, რადგან ის ძალიან ბევრს მუშაობდა ფიზმომზადების სპეციალისტებთან ერთად.

"ჩელსიში" თავმოყრილნი არიან პროფესიონალები, რომელთაც ნამდვილად არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია. მიუხედავად გარდამავალი ეტაპისა, მიუხედავად ახალგაზრდული შემადგენლობისა, გუნდი აგრძელებს წარმატებებს.

ჩემი წასვლა გადაწყვეტილია. ბიჭებმა ეს დიდი ხანია, იციან, მაგრამ მწვრთნელის ხათრით ბოლომდე იხარჯებოდნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვეუბნები. უნდა შეფასდეს თუ არა სეზონი წარმატებულად? არცთუ ღრმა რეზერვის ყოლის გამო 2-3 ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა.

ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, "ჩელსი" მის წინაშე მდგომ ამოცანებს წარმატებით გაუმკლავდა".

ბრანისლავ ივანოვიჩი:

"ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. ევროპულ საკლუბო ტურნირში გამარჯვება ბევრისთვის მხოლოდ ოცნებაა. საბოლოო წარმატება ყოველთვის გუნდის საერთო ძალისხმევის დამსახურებაა და არა ცალკეული ფეხბურთელების. უბედნიერესი ვარ, რომ "ჩელსიში" ვთამაშობ. ერთი ტურნირის მოგება მეორის მოსაგებად მეტ მოტივაციას გაძლევს. მიმდინარე სეზონში ამ გარემოებამ სერიოზულად შეგვიწყო ხელი".

ფერნანდო ტორესი:

"ეს იყო ძალიან რთული მატჩი. "ბენფიკა", ალბათ, ცოტა უკეთეს ბედს იმსახურებდა, რადგან პირველ ტაიმში ჩვენზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. თამაშის ხსნა ჩვენ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვახერხეთ".

ფრენკ ლემპარდი:

"კიდევ ერთი ბრწყინვალე საღამო გვქონდა. როცა მისი გუნდი ევროპალიგაში ხვდება, ყველა მხოლოდ იმედგაცრუებაზე იწყებს ლაპარაკს, მაგრამ როგორც კი ფინალამდე მიაღწევ, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ღირდა დიდ შრომად.

პირველ ტაიმში ნამდვილად ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვეძლო. მეტოქეს იმის უფლება მივეცით, რომ საკუთარი ფეხბურთი ჩვენთვის თავზე მოეხვია. "ბენფიკას" რამდენიმე სერიოზული მომენტი ჰქონდა, რამაც ნამდვილად შემაშინა.

ივანოვიჩის გოლმა წარმოუდგენელი შვება მომგვარა. ბრანისლავი რამდენი წელია, უკვე ჩვენთან არის და ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ სამაგალითო პროფესიონალია. ასეთი დონის ფეხბურთელზე გუნდში ყველა ოცნებობს. ხანდახან მისი თამაშის შემხედვარეს მიფიქრია, რომ ის გარკვეული მექანიზმია, რომელიც მიზანმიმართულად ასრულებს თავის საქმეს".

პეტრ ჩეხი:

"როცა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, ცხადია, გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ ევროპალიგაზე ღირსეულად თამაშის სურვილი თავიდანვე გვქონდა და აი, ვიმარჯვეთ კიდეც. ახლა კიდევ ერთი შანსი მოგვეცა სუპერთასის მოსაგებად. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს პრაღაში უნდა დავუპირისპირდეთ. სიამოვნებით ვითამაშებ ჩემს სამშობლოში. "ბენფიკასთან" ბოლო წუთზე კუთხური რომ დაინიშნა, მაშინვე მიუნხენის ფინალი გამახსენდა. ჩემს თავს ვუთხარი, აი, შანსი-მეთქი. ეს ფანტასტიკური იყო".

დაბოლოს, goal.com-ის ვერსიით ევროპალიგის სიმბოლურ ნაკრებს გთავაზობთ:

იან ზომერი (ბაზელი) - ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ფაბიან შარი (ბაზელი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი) - დირკ კუიტი (ფენერბაჰჩე), ერნანესი (ლაციო), ფრედი გუარინი (ინტერი), ხუან მატა (ჩელსი) - ლიბორ კოზაკი (ლაციო), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), ოსკარ კარდოსო (ბენფიკა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბენფიკა-ჩელსი 1:2 - 10 დღე ევროპის მწვერვალზე! [VIDEO]

ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები