კრისტოფ მეტცელდერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
"შალკეს" გულშემატკივრები მას შაბათსვე გამოემშვიდობნენ, ახლა კი გაირკვა, რომ 32 წლის კრისტოფ მეტცელდერი არა მარტო გელზენკირხენული კლუბიდან, არამედ საერთოდ ფეხბურთიდან მიდის.

გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი (47 მატჩი ბუნდესგუნდში), მიმდინარე სეზონის დასრულებასთან ერთად, აქტიურ სპორტულ კარიერასაც ამთავრებს. მეტცე ბოლო დროს ტრავმებმა გატანჯეს და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ამიტომაც გადაწყვიტა.

კრისტოფ მეტცელდერს ბუნდესლიგაში დორტმუნდის "ბორუსიას" ფორმით 126 მატჩი აქვს ჩატარებული (ამ კლუბში 2002 წელს გერმანიის ჩემპიონიც გახდა), "შალკეს" ფორმით კი 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (გელზენკირხენულ კლუბთან ერთად 2011 წელს გერმანიის თასი მოიგო).

ამას გარდა, მეტცელდერი 2007-დან 2010 წლამდე მადრიდის "რეალში" ირიცხებოდა, მაგრამ "სამეფო გუნდში" ვერ დამკვიდრდა. ამაში ტრავმებმაც შეუშალა ხელი და საბოლოო ჯამში, "რეალში" პრიმერადივიზიონის მხოლოდ 23 შეხვედრაში იასპარეზა. თუმცა, მადრიდულ გრანდთან ერთად მან 2008 წელს ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა. გერმანიის ნაკრებში კი მისი საუკეთესო მიღწევა 2002 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრისტოფ მეტცელდერი კარიერას ამთავრებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა