და მოთხოვნა: 7-8 ახალი ფეხბურთელი
თუ აქამდე ჯერ კიდევ იყო ეჭვები ანტონიო კონტეს ტურინიდან შესაძლო აბარგების შესახებ, დღეს უკვე ყველაფერი გარკვეულია - 43 წლის სპეციალისტი "ვეკია სენიორასთან" ხელშეკრულებას აგრძელებს, რომლის მიხედვითაც, ტურინში მინიმუმ 2016 წლამდე დარჩება.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ანტონიო სეზონურად 5 მილიონ ევროს მიიღებს და ცხადია, ტიტულების მოგების შემთხვევაში, ბონუსებსაც მიიღებს. თანამედროვე კალჩოსთვის ეს მართლაც მეგა-კონტრაქტია, რადგან დღეს იტალიაში 5 მილიონს ფეხბურთელებსაც აღარ უხდიან...

კონტეს მოთხოვნები

კონტეს ხელშეკრულების ამბავი კლუბის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც თავად ანტონიოს გარდა, "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და დირექტორები: ჯუზეპე მაროტა, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი დაესწრნენ. შეხვედრამ თითქმის სამ საათს გასტანა, რის შემდეგაც კონტე ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელზეც განვლილი სეზონი შევაჯამეთ და მომავალზე ვიმსჯელეთ. კლუბის მესვეურებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და ჩვენი პოზიციები თითქმის ყველაფერში ემთხვევა ერთმანეთს. შევთანხმდით, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი უნდა გავაძლიეროთ. სხვაგვარად არათუ ახალი სიმაღლეების დაპყრობა, მიღწეულის შენარჩუნება გაგვიჭირდება.

ჩემი "იუვედან" წასვლა არც აქამდე განიხილებოდა და არც დღეს განიხილება - მხოლოდ "ბიანკონერიზე" და მომდევნო სეზონზე ვფიქრობ. ახალ ხელშეკრულებას მალე გავაფორმებთ და ყველა ჭორს მოეღება ბოლო".

კონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდი გასაძლიერებელია, მაგრამ იტალიელმა ჟურნალისტებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს, ვიდრე თვითონ ანტონიომ გათქვა. იგივე "გაძეტა" ირწმუნება, რომ ანტონიომ შვიდი-რვა ფეხბურთელის დამატება მოითხოვა, რომელთაგან ორი თავდამსხმელი იქნება და თანაც, მაღალანაზღაურებადი, ანუ ექსტრა-კლასის... კონტეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჰქონდა: არაფრის დიდებით არ უნდა გასხვისდნენ არტურო ვიდალი და პოლ პოგბა. რადგან მხარეები მიღწეულ შეთანხმებასა და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბრობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტეს ამ მოთხოვნებს კლუბის მესვეურები დაყაბულდნენ.

ანტონიოს რომ ზაფხულში გუნდის გვარიანი გაძლიერება სურს, მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარშიც გამოჩნდა:

"ფეხბურთში მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები რეალურად არსებობს და მთავარია, ეს ავიცილოთ თავიდან. ზედიზედ ორჯერ ავიღეთ სკუდეტო და ბუნებრივია, ფეხბურთელებს ამგვარი პრობლემები, შესაძლოა, შეექმნათ. ამიტომ ახალი მოთამაშეების დამატებაა საჭირო, რომლებიც ახალ ენერგიას შესძენენ გუნდს და ენთუზიაზმს სხვებსაც გადასდებენ. შესაბამისად, ტრანსფერებზე აქტიურად გვმართებს მუშაობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პირლოს გზა - ნაწყვეტები ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა