გია ცეცაძე: "უფრო ის მახარებს, რომ ბიჭებმა დავალებები შეასრულეს და თამამად ვიტყვი, რომ მასპინძლებს საგრძნობლად ვაჯობეთ"
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდამდე ბოლო მოსამზადებელი შეკრებას სერბეთში ამ ქვეყნის ნაკრების ბაზაზე გადის.

გია ცეცაძის გაწვრთნილები სერბ თანატოლებს ამხანაგურად ქალაქ სტარა პაზოვაში გაეჯიბრნენ.

ლუბინკა დრულოვიჩის დარიგებული სერბეთი ელიტრაუნდის მატჩებს ნოვი-სადში ჩაატარებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად, შვეიცარიას, ირლანდიასა და სლოვაკეთს შეხვდება.

ბალკანელებმა შეკრება 13 მაისს დაიწყეს, მაგრამ უცხოეთში მოთამაშეთა უმრავლესობას კლუბები არ უშვებდნენ და დრულოვიჩმა ადგილობრივ ჩემპიონატში დასაქმებულ ფეხბურთელებს უხმო.

შეხვედრა ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. ცეცაძის გაწვრთნილებმა მეორე ტაიმში უფრო აქტიურად შეუტიეს და მრავალი საგოლე მომენტი შექმნეს. მაგრამ ანგარიში მხოლოდ 64-ე წუთზე გახსნეს - თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სწრაფი და ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 1:0 და შეხვედრა ასეც დასრულდა.

საქართველოს ნაკრების დელეგაციამ ელიტრაუნდამდე მშვენიერი ფსიქოლოგიური განწყობა შეიქმნა.

"კარგი თამაშში იყო და მიხარია, სერბების ძლიერ ნაკრებს მისსავე მოედანზე რომ მოვუგეთ.

მაგრამ უფრო ის მახარებს, რომ ბიჭებმა დავალებები შეასრულეს და თამამად ვიტყვი, რომ მასპინძლებს საგრძნობლად ვაჯობეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.

ეს იმ დროს, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩანა არაბული მხოლოდ მატჩის მიწურულს შევიყვანე, რადგან საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ითამაშა და დასვენება ესაჭიროებოდა", - გვითხრა გია ცეცაძემ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთში კიდევ ოთხი დღე დარჩება, 21 მაისს კი ანტვერპენში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრება.

U-19. სტარა პაზოვა

სერბეთი-საქართველო 0:1

0:1 ზივზივაძე (65)

საქართველო: თებიძე (46. მიქავა), გეგეჩკორი (80. მთივლიშვილი), ჭანტურია (46. ენდელაძე), სანდოხაძე, დვალი, ცნობილაძე, სამუშია (80. მარკოზაშვილი), ფანცულაია (75. ზარანდია), კაჭარავა(80. არაბული), ზივზივაძე

U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო