ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
შვედეთსა და ფინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

და ამ ეტაპის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის ნაკრებმა "გადათელა" ერთ-ერთი ფავორიტი და ეს გუნდი 2006 წლის შემდეგ პირველად დატოვა ნახევარფინალის მიღმა.

ამ შედეგს შეიძლება სენსაციური ვუწოდოთ თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკელთა ამჟამინდელი შემადგენლობიდან სამი-ოთხი მოთამაშე თუ მოხვდება სოჭის ოლიმპიადისთვის აშშ-ის განაცხადში.

ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ამერიკელთა კაპიტანი პოლ შჩასტნი, რომელმაც 16 მაისს ორი გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. გამარჯვებულთა რიგებში გმირის სტატუსი კიდევ ორ ჰოკეისტს შეიძლება მივანიჭოთ. კრეიგ სმიტმა ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ხოლო ცალკე აღნიშვნის ღირსია 19 წლის მეკარე ჯონ გიბსონი. მან წელს, იანვარში აშშ-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიდა, რადგან პროფესიულ დონეზე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ისიც AHL-ის ლიგაში.

ამიტომაც სარისკო იყო ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მისთვის კარის ნდობა, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრისთვის რუსებს დაემატათ "ვაშინგტონის" ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი. მაგრამ ამერიკელ მწვრთნელთა ნაბიჯმა გაამართლა - გიბსონმა 31 დარტყმა მოიგერია და დიდი წვლილი შეიტანა ამ ტრიუმფში.

ამერიკელთა მეტოქე შვეიცარიისა და ჩეხეთის მატჩში ირკვეოდა. ეს გუნდები ჯგუფშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ შვეიცარიამ გაიმარჯვა. ამ გუნდის ზღაპარი 16 მაისს გაგრძელდა - შვეიცარიამ, რომელმაც გასულ წელს მე-11 ადგილი დაიკავა, 15 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო შონ სიმპსონის გუნდის ზედიზედ მერვე მოგება.

1/4-ფინალი

რუსეთი-აშშ 3:8

1:2, 0:2, 2:4

გოლები: 0:1 შჩასტნი-5 (კ. სმიტი-5, ჰანვიკი-2), 0:2 ოში-1 (სტეპლტონი-3), 1:2 სვიტოვი-1 (სოინი-3, ტიუტინი-1), 1:3 ტომპსონი-1 (რ. კარტერი-1), 1:4 გალჩენიუკი-1 (კ. სმიტი-6, შჩასტნი-6), 2:4 ოვეჩკინი-1 (ვარლამოვი-1), 2:5 რ. კარტერი-1, 3:5 პერეჟოგინი-3 (პოპოვი-4, ოვეჩკინი-1), 3:6 ტროუბა-1 (კ. სმიტი-7, შჩასტნი-7), 3:7 მოსი-4 (კ. სმიტი-8), 3:8 შჩასტნი-6 (კ. სმიტი-9, ბატლერი-2).

შვეიცარია-ჩეხეთი 2:1

1:0, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ჰოლენშტაინი-4 (ბლინდენბახერი-1, სური-3), 2:0 იოზი-3 (გარდნერი-3, დიასი-1), 2:1 კუტლაკი-1 (პლეკანეცი-4, ვორაჩეკი-6).

ფინეთი-სლოვაკეთი 4:3

3:0, 0:2, 1:1

გოლები: 1:0 ვაანანენი-1, 2:0 კონტიოლა-7 (პესონენი-5, აალტონენი-6), 3:0 კონტიოლა-8 (აალტონენი-7), 3:1 მიკლიკი-2 (მეზეი-2, კუკუმბერგი-7), 3:2 სეკერა-1 (მეზეი-3, ჰუდაჩეკი-2), 3:3 სუროვი-3 (რადივოევიჩი-2, მეზეი-4), 4:3 აალტონენი-4 (კონტიოლა-7, პესონენი-6).

კანადა-შვედეთი 2:3 (ბ)

0:0, 1:0, 1:2, 0:0

გოლები: 1:0 სტემკოსი-7 (რობიდასი-3, ლედი-2), 1:1 დანიელსონი-1 (ჰ. სედინი-2, დ. სედინი-2), 1:2 დანიელსონი-1 (დ. სედინი-2, ჰ. სედინი-2), 2:2 ჟირუ-3 (ლედი-3).

გადამწყვეტი ბულიტი: პეტერსონი (შვედეთი)

1/2-ფინალი

18 მაისი

აშშ-შვეიცარია

შვედეთი-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კანადა ძლიერია, შვედები სედინებს ელიან

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა