რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდმა "ჩიკაგო ბლეკჰოქსმა" იოლად დაამარცხა "დეტროიტი"
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდმა "ჩიკაგო ბლეკჰოქსმა" იოლად დაამარცხა "დეტროიტი" და წაიყვანა სერიაში ანგარიში. საინტერესოა, რომ ეს იყო ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიაში რიგით მე-800 შეხვედრა.

მასპინძლებმა თავიდანვე სცადეს მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ "რედ უინგზმა" გაძლო და დიდი ბრძოლა გაუმართა ფავორიტს. ასეთ მატჩებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას. ნიკუისტმა ორწუთიანი ჯარიმა მიიღო და "ჩიკაგომ" გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე: ტეივზმა კარგი პასით მარიან ჰოსა მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0.

"დეტროიტმა" მალე გაათანაბრა. დამიენ ბრუნერმა სამჯერ დაარტყა კორი კროუფორდის კარში და ბოლოს მაინც გაუტანა "ბლეკჰოქსის" მეკარეს.

მეორე პერიოდმა უგოლოდ ჩაიარა, მესამეში კი გუნდებმა დისციპლინას მიაქციეს ყურადღება და გაძევება არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა სამი გოლით გაახარეს საკუთარი გულშემატკივარი.

პერიოდის შუაში ჯონი ოდუიამ ისე ძლიერად დაარტყა, რომ კინაღამ გახია ჰოვარდის კარის ბადე. სანამ "დეტროიტი" გონს მოდიოდა, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი - კარის წინ არეულობით ისარგებლა კრუგერმა და ახლო კუთხეში გაიტანა.

ორი გოლისთვის "ჩიკაგოს" სამი წუთი დასჭირდა. თამაში გაკეთებული იყო. მესამე პერიოდის ბოლოს სტუმრებმა მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს და მეოთხე გოლი გაუშვეს. თავი გამოიჩინა შარპმა, რომელმაც გაიმყარა ლიდერობა კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში.

ჩიკაგო-დეტროიტი 4:1

1:1, 0:0, 3:0

გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-4 (ტეივზი-3, შარპი-2), 1:1 ბრუნერი-3 (ნიკუისტი-2, ჯ. ერიქსონი-2), 2:1 ოდუია-2 (შარპი-3, კეინი-6), 3:1 კრუგერი-2 (კარჩილო-1, ლედი-2), 4:1 შარპი-6 (ჰიალმარსონი-2).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: ფავორიტმაც მოიგო და ჩემპიონმაც

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა