"ბარბაროსები" წლეულს ივნისის ტესტების წინ ორ მატჩს გამართავენ
"ბარბაროსები" წლეულს ივნისის ტესტების წინ ორ მატჩს გამართავენ. 26 მაისს ეს გუნდი "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

1-ელ ივნისს კი ჰონგკონგში "ბრიტანელი ლომების" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ბარბაროსების" რიგებში 12 ქვეყნის 28 მორაგბეა მიწვეული. ბოლო მომენტში გუნდს დაემატნენ სხალკ ბრაიტსი (სარასენზი), ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე), დინ მამი (ექსეტერი), ანდრეა ლო ჩიჩერო (მეტრო რასინგი) და სამუ მანოა (ნორსჰემპთონი).

"გუნდის საბოლოო შემადგენლობით და მოწვეული მორაგბეების რაოდენობით კმაყოფილნი ვართ. ვინაიდან 25 მაისს ინგლისსა და ირლანდიაში ჩემპიონატების ფინალური მატჩებია გასამართი, "პომებთან" თამაშში რამდენიმე მორაგბე დაგვაკლდება.

სასიხარულოა, რომ შევძელით გამოცდილებისა და ახალგაზრდების ბალანსის დაცვა. ვფიქრობთ, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შევქმენით" - თქვა "ბარბაროსების" ტურნეს მენეჯერმა დერეკ ქუინელიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარბაროსებში" თამაშისთვის მიწვევა საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა - მამუკა გორგოძემ (მონპელიე) და დავით ქუბრიაშვილმა (ტულონი) მიიღეს, მაგრამ რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში მათ გუნდებს პლეი ოფის მატჩები აქვთ გასამართი, იძულებულნი გახდნენ, მიწვევაზე უარი ეთქვათ.

ბარბაროსები

შერკინება: დანკან ჯოუნზი (ოსფრიზი), ბი ჯეი ბოთა (მანსტერი), პოლ ჯეიმზი, ფრანსუა ლოუ (ორივე-ბასი), მარტინ კასტროჯოვანი (ლესტერი), ანდრეა ლო ჩიჩერო (მეტრო რასინგი), მეთიუ რისი (ჰლანეჰლი), ლეონარდო ჯილარდინი, ალესანდრო ძანი (ორივე-ბენეტონი), სხალკ ბრაიტსი (სარასენზი), მარკო ვენცელი, სემ ჯოუნზი (ლონდონ ველში), ჯიმ ჰამილტონი (გლოსტერი), დინ მამი (ექსტერი), სამუ მანოა (ნორსჰემპთონი), სერჯო პარისე (სტად ფრანსე), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი).

უკანა ხაზი: იარედ პეინი (ალსტერი), როუან ვერტი (ტაიგერზი), ტაკუძა ნგვენია, დიმიტრი იაშვილი (ორივე-ბიარიცი), ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე), ჯო როკოთოკო (ბაიონი), ელიოტ დელაი (ლონდონ ველში), ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი), ნიკ ევანსი (ჰარლიქვინზი), კენ ფოტუალიი (ოსფრიზი), დუეინ ფილი (სეილ შარქსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა