საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იაშვილი ისე ჩამოაშორა მწვრთნელმა, რომ ეტიკეტი ვერ დავინახეთ; ვერც იაშვილზე უკეთეს თავდამსხმელს ვხედავთ ამ ნაკრებში
მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ალექსანდრე იაშვილის "ბოხუმმა" მიზანს მიაღწია - მეორე ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

იაშვილს სეზონის დასრულების შემდეგ ამ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. საკითხი კი ასე დგას - ისევ ითამაშებს იაშვილი ფეხბურთს?

ასეთი ფეხბურთელები კარიერას რომ ასრულებენ, ყოველთვის გვიტოვებენ სევდას. იაშვილი ყოველთვის დადებითი მუხტის შემომტანი იყო საქართველოს ნაკრებშიც და თბილისის "დინამოშიც". თავმდაბალი, ზომიერად ამბიციური, რეჟიმისტი და გაწონასწორებული.

90-იანი წლები იყო, "დინამო" მოსკოვში რომ ჩავიდა თანამეგობრობის თასზე სათამაშოდ. თუ არ ვცდები, მაშინ გივი ნოდია იყო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი და როცა რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, "დინამოდან" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა და ვის იმედად ხართო, მწვრთნელმა უპასუხა: ჩვენ გვყავს 17 წლის იაშვილი, რომელსაც ყველა მატჩში გააქვს გოლი.

იაშვილი თავიდან მეგოლე ფორვარდი გახლდათ, მერე კი გამოჩნდა, რომ სხვა რამეში უფრო ძლიერი იყო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელები კი ბოლომდე ვერ იყენებდნენ იაშვილის შესაძლებლობებს.

შესაძლოა, საკამათო რამეს ვამბობდე, მაგრამ როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუწია ეროვნულ ნაკრების მწვრთნელობის შეთავსება, ყველაზე კარგად ის მიხვდა იაშვილის მნიშვნელობას - მერაბ ჟორდანიას გაწვრთნილმა ნაკრებმა შინ ალბანეთი 3:0 დაამარცხა. იაშვილმა შოთა არველაძის და მიხეილ აშვეთიას უკან ითამაშა და ძალიან ეფექტურადაც.

გერმანიაში არ გასჭირვებიათ იაშვილისთვის ზუსტი კალაპოტის მოძებნა. ჩვენებურმა იქ ბევრი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ბადენვიუნტერბერგში იაშვილი განსაკუთრებულად უყვართ. "იაში!" "იაში!" - ყვიროდა ფრაიბურგელი გულშემატკივარი.

ჩვენებურმა მართლაც ბევრი გააკეთა "ფრაიბურგისთვის", ფოლკერ ფინკემ კი ამ გუნდისთვის და ამ გუნდის ფეხბურთელებისთვის.

ფინკეს საქართველოს ნაკრებში მოყვანა არ გამოვიდა. არადა, ეს ძალიან საინტერესო პროექტი იქნებოდა, რადგან თვითონ ფინკეა საინტერესო სპეციალისტი. მან "ფრაიბურგში" ინტერნაციონალური გუნდი შექმნა და პერიფერიული კლუბი ევროსარბიელზეც კი გაიყვანა.

იაშვილს ჯვარედინა იოგები გაუწყდა ფრაიბურგელობის დროს და ნახევარი სეზონი გაუცდა. ეს ის პერიოდი იყო, "შტუტგარტს" რომ გაუტანა ორი გოლი და მერე აღმავლობის დრო ელოდა.

იღბალი ყოველთვის და ყველგან აუცილებელია. ისეც მომხდარა, ბუნდესლიგაში მოთამაშე იაშვილი ნაკრებში არ გამოუძახებიათ ან სათადარიგოთა სკამზე დაუსვამთ. ჩვენი ნაკრები სულ ცუდი ზნის იყო.

დინამოელი იაშვილის გოლი კრისტოფ დაუმის "ლევერკუზენთან" - არის ფეხბურთში ისეთი რაღაცები, რაც სულს ცხოვლად დააჩნდება. ის თამაში "დინამომ" 1:6 წააგო. მაშინ გვჯეროდა, რომ რადგან "დინამოა", ასე არ უნდა მარცხდებოდეს თვით გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთანო.

იაშვილი ყოველთვის ფეხბურთელი იყო, ის მხოლოდ გასამრჯელოს გამო არ თამაშობდა. ვითამაშებ მანამ, სანამ თამაში და ვარჯიში მსიამოვნებს - ის სულ ამას ამბობდა. სასმელებიდან ყველაზე უფრო ვაშლის წვენი უყვარდა და ფინკეს შეგონებას ითვალისწინებდა: თუ გინდა, რომ მანქანამ დიდხანს და კარგად იმუშაოს, ყოველთვის კარგი ბენზინი უნდა ჩაასხა.

იაშვილი ბევრს დახმარებია საქართველოში და ეს ყოველთვის ჩუმად გაუკეთებია. ჟურნალისტებმა ის ერთხელ წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დავასახელეთ და მაშინაც უჩვეულოდ თავმდაბალი იყო.

იაშვილი 35 წლისაა. ფეხბურთს პროფესიულ დონეზე მასზე უფროსებიც თამაშობენ, ოღონდაც ისეთი ასაკია, გსიამოვნებს თუ არა ფეხბურთის თამაში, მაინც სერიოზულად გიწევს დაფიქრება ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებაზე.

იაშვილიც ფიქრობს, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი - ისევ ითამაშოს თუ სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იაშვილი ისე ჩამოაშორა მწვრთნელმა, რომ ეტიკეტი ვერ დავინახეთ; ვერც იაშვილზე უკეთეს თავდამსხმელს ვხედავთ ამ ნაკრებში. ალბათ, ეს ყველაფერიც ფეხბურთის ნაწილია საქართველოში.

იაშვილი კარგი მაგალითია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის. მან თავისი საფეხბურთო გზა არ დაუკავშირა ერთ ადამიანს, გადაწყვეტილებებს თავისუფლად იღებდა.

იქნებ კიდევ ერთი სეზონიც ითამაშოს იაშვილმა? ამ კითხვის პასუხი მალე გვეცოდინება, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც.

სევდა კი აუცილებლად დარჩება, იაშვილი ხომ რაღაცნაირად, გემრიელად თამაშობდა ფეხბურთს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ერთადერთი ქართული კლუბი, სადაც ვიფიქრებდი თამაშს, თბილისის "დინამოა"

ოპტიმალური გამოსავალი: კობიაშვილს და იაშვილს ნოემბერში გავაცილებთ

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით

ალექსანდრე იაშვილი: საცხოვრებლად თბილისში უნდა დავბრუნდე

ალექსანდრე იაშვილი: ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, რომ არ ნებდება

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...

papuna
მადლობა იაშკა
lasha
მაგრად მიყვარს და ვაფასებ ამ ფეღბურთელს და მართლაც დღევანდელ ნაკრებში ნაღდად იყო გამოსაძახებელი სმაომავლო პერსპეკტივა კი მარაა იმ მომავლებმაა რაღაც საყრდენი ხო უნდა დაინახონ იაშვილს კი ნამდვილად შეუძლია გუნდშიც და ნაკრებშიც ლიდერობა
3d
ნამდვილად ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის საქართველოს ისტორიაში, თუმცა მე მგონია რომ მისი რესურსი მართლა ბოლომდე არ იყო გამოყენებული, და მეტი შეეძლო. დიდი პატივისცემით კიდევ ერთხელ მადგლობა მას ყველაფრისთვის. და გაცილებაა მოუწყეთ აუცილებლად თქვე ფაშისტებოოოო !!!!! :)
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია