საჯაიას გოლი და თეთრაძის ზედიზედ მეორე აღზევება რუსეთის საფეხბურთო ელიტაში
ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგამ” ბოლოსწინა ტურში, თანაქალაქელ ”ნიჟნი ნოვგოროდთან” ფრე 2:2 ითამაშა და რუსეთის პრემიერლიგაში გადავიდა. ”ნიჟნი ნოვგოროდისთვის” ”ვოლგა” მიუწვდომელი გახდა, ვინაიდან ბოლო ტურში ოთხქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

მატჩის 42-ე წუთზე ედიკ საჯაიამ გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა. რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა გუნდის ლიდერმა ოთარ მარცვალაძემ, რომელიც 21 გოლით რუსეთის პირველი ლიგის ბომბარდირია.

”ვოლგაში” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი, გოჩა ხოჯავა და გიორგი ნავალოვსკი თამაშობენ.

მატჩის შედეგით ხარობდა ვოლგელთა მწვრთნელი ომარ თეთრაძე, რომელსაც რუსმა ჟურნალისტებმა კომენტარი თხოვეს:

”მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება. ვფიქრობ, ეს საერთო დღესასწაულია ”ვოლგისთვისაც” და ”ნიჟნი ნოვგოროდისთვისაც”. შემდეგ წელს გუნდი რუსეთის ელიტის თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

- თქვენმა კოლეგამ თქვა, რომ მარცვალაძის არცთუ შთამბეჭდავი თამაში, მისი პერსონალური მეურვის მიკუცკისის დამსახურებაა. ეთანხმებით ამ აზრს?

- თუ ასე შევხედავთ, მაშინ პირველივე ტაიმში მარცვალაძეს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ უბრალოდ ბურთი ვერ მოიხელთა. მეორე მხრივ, მცველი საკმაოდ მჭიდროდ და წარმატებით მოქმედებდა მის წინააღმდეგ. მარცვალაძეს დღეს თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ ვერც იმას ვიტყოდი, რომ ის მოედანზე ერთერთი ყველაზე უარესი იყო.

თეთრაძის თქმით, გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გაძლიერება დასჭირდება:

”ნებისმიერი ტურნირის მოგება ეს საქმის ნახევარია. ეს იგივეა, რაც მწვერვალზე ასვლა. ყველაზე რთული კი მწვერვალზე დარჩენაა. ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული გაძლიერება დაგვჭირდება. არ მინდა, რომ უცბად სახით მიწაზე დავენარცხოთ. შანსი ყველა ფეხბურთელს ექნება, კონკურენცია იქნება, საუკეთესოები კი დარჩებიან. დარჩებიან ისინი, ვინც გუნდს მეტ სარგებელს მოუტანენ”.

თეთრაძე რუსეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის ბოლო ტურის მატჩში სარანსკის ”მორდოვიასთან” იმ ფეხბურთელების გამოყვანას აპირებს, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

აღსანიშნავია, რომ თეთრაძემ და მისმა ქართველებმა შარშან მახაჭყალის ”ანჟისაც” მოუპოვეს პრემიერლიგის საგზური, მაგრამ შემდეგ ”ვოლგას” მიაშურეს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა