1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ლიბერტადორესის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალის ყველა მონაწილე გაირკვა. ასუნსიონში, პარაგვაის 39-გზის ჩემპიონმა არგენტინულ "ტიგრეს" უმასპინძლა, რომელთანაც პირველი თამაში 1:2 ჰქონდა წაგებული.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მასპინძლების მხრიდან გოლის გატანა რიჩარდ ორტისს მართებდა, მაგრამ იმ ეპიზოდში საოცარი სეივი შემოგვთავაზა ხავიერ გარსიამ, ვინც საკუთარი გუნდი სასწაულებრივად გადაარჩინა. ამის შემდეგ, ანგარიშის გახსნა უკვე სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ შეტევაში ჩართული მარიანო ეჩევერიას თავური დარტყმა მარტინ სილვამ მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტი კოშმარული გამოდგა ნორბერტო პაპარატოსთვის - "ტიგრეს" 29 წლის მცველმა, 50-ე წუთზე შეცდომა დაუშვა და ფრედი ბარეიროს გარსიასთან პირისპირ გასვლის საშუალება მისცა. არგენტინელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე კი მოიგერია, მაგრამ ამ ეპიზოდში ტრავმა მიიღო და მოგვიანებით, მის ნაცვლად მოედანზე დამიან ალბილი გამოვიდა, კუთხურს კი გოლი მოჰყვა, რომელიც სწორედ ბარეირომ გაიტანა. ეს ბურთი "ოლიმპიას" ფორვარდისთვის უკვე მეხუთე იყო.

პაპარატოს კოშმარი ამით არ დასრულებულა. 65-ე წუთზე, მორიგი კუთხურის შემდეგ, მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 2:0 და "ოლიმპია" 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "ფლუმინენსე" იქნება.

ბოლო მერვედფინალში "სანტა ფემ" "გრემიოს" უმასპინძლა და ამ ეტაპის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოახდინა. კოლუმბიურმა გუნდმა, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ "გრემიოს" 1:0 მოუგო და სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით, მომდევნო ეტაპზე გავიდა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი მასპინძლებმა მე-80 წუთზე გაიტანეს. შეხვედრის გმირი ვილდერ მედინა გახდა - 32 წლის შემტევმა, რომელიც "სანტა ფეში" ამ სეზონის დაწყების წინ გადავიდა, ტურნირზე თავისი მეორე გოლი გაიტანა.

"დღევანდელი დღე არასდროს დაგვავიწყდება. საოცარი მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ისინი დაცვიდან გვეთამაშებოდნენ, დიდა შესანიშნავი იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან გოლს მაინც გავიტანდი," - განაცხადა ბედნიერმა მედინამ.

1941 წელს დაარსებული "სანტე ფე", რომელიც ლიბერტადორესის თასზე მეშვიდედ მონაწილეობს, მომდევნო ეტაპზე "რეალ გარსილასოს" შეხვდება, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია. კოლუმბიელებს საკმაოდ კარგი შანსი აქვთ, რომ თავის ისტორიაში საუკეთესო მიღწევა გაიმეორონ და ნახევარფინალში გავიდნენ. ამ ეტაპზე "სანტა ფემ" სადებიუტო სეზონში, 1961 წელს გააღწია.

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 22 მაისს გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან:

"ტიხუანა"-"ატლეტიკო მინეირო"

"რეალ გარსილასო"-"სანტა ფე"

"ფლუმინენსე"-"ოლიმპია"

"ბოკა ხუნიორსი"-"ნიუელს ოლდ ბოისი"

ლიბერტადორესის თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ოლიმპია-ტიგრე 2:0 (1:2)

გოლები: 1:0 ბარეირო (52), 2:0 პაპარატო (65-საკ. კარში)

ოლიმპია (3-5-1-1): მ. სილვა - კანდია, მანსური, მირანდა - ა. ხიმენესი (46. ხ. ბაესი), ა. სილვა (46. ხ. ფერეირა), რ. ორტისი, არანდა, არიოსა - სალგეირო (84. ფ. კაბალიერო) - ბარეირო.

ტიგრე (3-5-1-1): ხ. გარსია (56. ალბილი) - პაპარატო, ეჩევერია, ორბანი - გალმარინი, დ. ფერეირა (61. სანტანდერი), პენიალბა, გ. დიასი, ლეონე - პერეს გარსია - ლეგისამონი (71. ფტაკლა).

სანტა ფე-გრემიო 1:0 (1:2)

გოლი: 1:0 ვ. მედინა (80).

სანტა ფე (4-4-2): კ. ვარგასი - ანჩიკო, კ. ვალდესი, მესა, მ. გარსია - ო. პერესი, დ. ტორესი (78. ჯ. ვალენსია), ბედოია, კუერო (60. ე. მოლინა) - მარტინეს ბორხა (88. კინონესი), ვ. მედინა.

გრემიო (4-4-2): დიდა - პარა, ვერლეი, ბრესანი, ანდრე სანტოსი - ელანო (82. კლებერი), ფერნანდო (87. მარკო ანტონიო), სოუზა, ზე რობერტო - ბარკოსი (85. ველიტონი), ე. ვარგასი.

ბომბარდირები: 6 - ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - ბარეირო (ოლიპია), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონი გავარდა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა