სერ ალექს ფერგიუსონს თავისი ვარსკვლავისა და ფავორიტის უეინ რუნის დაცვა არასდროს მობეზრდება. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი კვლავ დაუბრუნდა...

სერ ალექს ფერგიუსონს თავისი ვარსკვლავისა და ფავორიტის უეინ რუნის დაცვა არასდროს მობეზრდება. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი კვლავ დაუბრუნდა რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის თემას და ბრძანა, რომ ფორვარდმა ხალხს მოლოდინი დიდი ფსიქოლოგიური ტვირთის გამო ვერ გაუმართლა. შეგახსენებთ, რომ ინგლისური ფეხბურთის მთავარი იმედი სამხრეთ აფრიკიდან გატანილი გოლის გარეშე წავიდა. სამშობლოში მისგან მუნდიალზე ისტორიული კვალის დატოვებასაც ელოდნენ, მაგრამ ვაგლახ, ის სრულიად უფერული გახლდათ.

"ვფიქრობ, ყველაფერში დამნაშავე ის დიდი მოლოდინია, რომელიც ხალხს ჰქონდა" - თქვა სერ ალექსმა, რომელიც, სხვათა შორის, მუნდიალის დღეებშიც აქტიურობდა. ცნობილია, რომ ალჟირთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც რუნიმ ინგლისელ ქომაგებს ტელეკამერაში საყვედური ჩასძახა, "იუნაიტედის" თავკაცმა მას დაურეკა და დამშვიდება ურჩია. ფერგიუსონმა განაგრძო:

"ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო და სწორედ ეს იყო უმთავრესი. დიახ, გადამწყვეტი წინაისტორია გახლდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ის გააცილეს, როგორც კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა გადაეჩრდილა. არადა, რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვს. დაიცადეთ ოთხი წელიწადი და ნახავთ, რომ შემდეგ ჩემპიონატზე თქვენს წინაშე სულ სხვა ფეხბურთელი წარსდგება".

კიდევ, "იუნაიტედის" შოტლანდიელმა თავკაცმა ბრძანა, რომ ფსიქოლოგიურმა ტვირთმა მარტო რუნი კი არა, მთელი ინგლისის ნაკრები წააქცია. მისი აზრით, გუნდზე უარყოფითად იმანაც იმოქმედა, რომ შესარჩევი ტურნირი გამოდგა ფრიად იოლი. ფერგიუსონმა თქვა:

"მართალი გითხრათ, ინგლისის ნაკრებმა ძალიან გამიცრუა იმედი. არადა, ბევრს ველოდით. სწორედ ეს მოლოდინი დააწვათ ფეხბურთელებს მხრებზე მძიმე ტვირთად. თან, თავისი უარყოფითი როლი შესარჩევი ჯგუფიდან იოლმა გასვლამაც ითამაშა. ბოლოს და ბოლოს ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ხომ იმ ჯგუფიდან მოხვდა, საიდანაც ვერმოხვედრა გაცილებით ძნელი იქნებოდა. ვინ იცის, შესარჩევ ეტაპზე უფრო ძლიერი მეტოქეები რომ შეხვედროდა, ინგლისისთვის უკეთესი ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში გუნდს ფავორიტის სახელის რეალურ ბრძოლაში მოპოვება დასჭირდებოდა და ეს სულ სხვანაირად მოატრიალებდა მთელ სიტუაციას".

ფერგიუსონი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელის რანგში 1986 წელს გახლავთ ნამყოფი, ფაბიო კაპელოს მკაცრ რეჟიმსაც შეეხო. "ჩვენ მაშინ, ჩემპიონატის წინ სანტა ფეში დავბანაკდით და ვცდილობდით რაც შეიძლება მსუბუქად დაგვეტვირთა მოთამაშეები. გარდა ამისა, ვაკონტროლებდით, რომ ეს დრო ფეხბურთელებს უქმად არ გაეფლანგათ".

ფერგიუსონი კაპელოს სრულად დაეთანხმა იმაში, რომ გერმანელებს საახლაწლო არდადეგების გამო აქვთ ასეთი ენერგია შემორჩენილი - შეგახსენებთ, რომ ინგლისის 4:1 ძლევის შემდეგ გერმანელები არგენტინელებს შეხვდნენ და 4:0 მოუგეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გერმანულმა გუნდმა მიუნხენის "ბაიერნმა" გააგდო. ფერგიუსონმა ბრძანა:

"გერმანელებს სანაქებო ტრადიციები აქვთ. მათ თავად ჩამოაყალიბეს ის მენტალიტეტი, რომლის წყალობითაც დღეს ასე კარგად გამოდიან. ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გამოსვლის გამოცდილება არ აქვს, გერმანელები კი მენტალურად ყოველთვის ნახევარფინალში არიან. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ ბუნდესლიგა იანვარში მთელი თვით ისვენებს. ინგლისური გუნდები სეზონის განმავლობაში განუწყვეტლად თამაშობენ და ეს მათ ფეხბურთელებს საშინლად ღლის".

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს