შანხაიში გაიმართა "ბრილიანტის ლიგის" სერიის მეორე ტურნირი
ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართა "ბრილიანტის ლიგის" სერიის მეორე ტურნირი. წინა წლებთან შედარებით, ამჯერად ორგანიზატორებმა ძლიერი შემადგენლობის შეკრება შეძლეს და ყოველ დისციპლინაში მინიმუმ ერთი ვარსკვლავი გამოდიოდა.

ასე იყო, მაგალითად, ქალებს შორის ჭოკით ხტომაში, სადაც რუსი ლეგენდა ელენა ისინბაევა გამოდიოდა. სერიოზული კონკურენტებიდან მას მხოლოდ სილკე შპიგელბურგი ეპაექრებოდა. ელენამ, ტრადიციულად, 5 მეტრი და 70 სანტიმეტრი შეუკვეთა და კარგა ხანი მოუწია ლოდინი, რადგან მისი კონკურენტები დაბალ სიმაღლეებს ებრძოდნენ. საბოლოოდ, ვერც ერთმა 5.70-მდე ვერ მიაღწია და ისინბაევა მარტო დარჩა სექტორში. მან მეორე ცდიდან აიღო შეკვეთილი სიმაღლე და შემდეგ 5.85-ზე მიიტანა იერიში, მაგრამ პირველი ცდა ვერ გამოიყენა, მეორე ჯერზე კი გარბენისას ჭოკი გადააგდო და ფეხზე მოიკიდა ხელი. ისინბაევამ ტრავმის გამო ვერ შეძლო ტურნირის გაგრძელება.

100 მეტრზე ქალებს შორის ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა კარმელიტა ჯეტერს, რომელიც სარბენ ბილიკზე შელი-ენ ფრეიზერ-პრაისს ებრძოდა, მაგრამ მასთანაც წააგო და ბლესინგ ოკაგბარესთანაც. კარმელიტამ ფინიშამდე 15 მეტრით ადრე დაიწყო კოჭლობა, შემდეგ კი ექიმების დახმარება დასჭირდა. გამარჯვება კი ფრეიზერ-პრაისმა მოიპოვა სეზონის საუკეთესო დროით - 10.93 წამი.

ჩინეთის ეტაპზე კიდევ ერთი ტრავმირებული ვარსკვლავი ვიხილეთ. კაცებს შორის 110 მეტრ თარჯრბენში დისტანციას ჩამოშორდა მსოფლიოს რეკორდსმენი ერიეს მერიტი, რომელმაც პირველი ბარიერიც ვერ გადალახა. ამერიკელი ფეხის ტრავმამ დააღალატა. საუკეთესო იყო ჯეისონ რიჩარდსონი - 13.23 წამი.

ამ ეტაპზე თავიანთი გმირი ჰყავდათ ჩინელებს. კაცებს შორის სიგრძეზე ხტომის სექტორში გამოდიოდნენ ლონდონისა და პეკინის ოლიმპიადების გამარჯვებულები, გრეგ რუტერფორდი და ირვინგ სალადინო, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი დუაიტ ფილიპსი. გამარჯვება კი ადგილობრივმა ლი ჟენჟემ მოიპოვა, რომელიც 8.34 მეტრზე გადახტა.

400 მეტრზე სირბილში კირანი ჯეიმსმა დამაჯერებლად აჯობა ლაშოუნ მერიტს. უფრო მეტიც, გრენადელმა გაიმეორა ტურნირის რეკორდი, რომელიც ჯერემი უორინერს ეკუთვნოდა - 44.02. 200 მეტრზე სეზონის ვერც ერთი ფავორიტი ვერ ვიხილეთ, რითაც ისარგებლა იამაიკელმა უორენ ვეირმა - მან სამი მეასედი წამით აჯობა ჯასტინ გეტლინს.

ახლა "ბრილიანტის ლიგა" აშშ-ში გადაინაცვლებს. შემდეგი ეტაპი 25 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოქროსფერი ავტო უსაინ ბოლტისთვის

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა