"პინგვინებმა" შინ მეორე მატჩიც მოუგეს "სენატორებს"
აღმოსავლეთის პირველი გუნდი ჯერჯერობით ინარჩუნებს საკუთარი მოედნის უპირატესობას "ოტავასთან" სერიაში. "პინგვინებმა" შინ მეორე მატჩიც მოუგეს "სენატორებს", ამჯერად ბრწყინვალე სიდნი კროსბის ფანტასტიკური თამაშის წყალობით.

კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გარდა ამისა, მან 100 ქულამდე აიყვანა პლეი ოფში თავისი მონაგარი. ის მეხუთე მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, ვისაც ამ ზღვარის მისაღწევად 75 მატჩის ჩატარება დასჭირდა. კროსბიზე უფრო სწრაფად პლეი ოფში 100 ქულა დააგროვეს: უეინ გრეტცკიმ (46 მატჩი), მარიო ლემიემ (50), იარი კურიმ (67) და მაიკ ბოსიმ (74).

"პიტსბურგი" სრულ უპირატესობას ფლობდა ამ მატჩში, რაც დარტყმების რაოდენობაშიც გამოიხატა - 42:22 მასპინძლების სასარგებლოდ. ახლა სერია ოტავაში გადაინაცვლებს და "სენატორები" ეცდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ოტავას" 0:2-ის შემდეგ სერია არ მოუგია.

უფრო რთულად აქვს საქმე დასავლეთის პირველ გუნდს "ჩიკაგოს", რომელსაც, როგორც ჩანს, რთული სერია ელის "დეტროიტის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა უკვე გამოთიშა ბრძოლას დასავლეთის მეორე გუნდი "ანაჰაიმი", ახლა კი საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

სტუმრებმა, პირველ რიგში, დაცვაში კარგი თამაშით მიაღწიეს წარმატებას, მხოლოდ 20-ჯერ დაარტყმევინეს მეტოქეს კარში, საკუთარი შანსები კი კარგად გამოიყენეს და 4:1 მოიგეს.

"ლოს ანჯელესისა" და "სან ხოსეს" სერიაში ჯერჯერობით მხოლოდ მასპინძლები იმარჯვებენ. "კინგზმა" საკუთარ არენაზე ორი მატჩი მოიგო, ახლა კი "სან ხოსემ" შინ შეძლო სერიაში ანგარიშის შემცირება.

კალიფორნიელები 19 მაისის შეხვედრას ექვსმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ და ამჯერადაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა, მაგრამ ოვერტაიმში არ გაუმართლათ - დამატებითი დროის მეორე წუთზე ლოგან კუტურმა გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა. ეს სავსებით ლოგიკური იყო, რადგან ოვერტაიმის სტარტზე "ზვიგენებს" ორი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე და "კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკმა ვეღარ გაძლო; არადა, მანამდე 38 დარტყმა მოიგერია.

სხვათა შორის, გამარჯვების გოლის ავტორმა კუტურმა ნახევარი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლოს დაბრუნდა მოედანზე და საბოლოოდ, სერიას ინტრიგა დაუბრუნა.

პიტსბურგი-ოტავა 4:3

2:1, 2:1, 0:1

გოლები: 1:0 კროსბი-4 (პ. მარტინი-6, ნისკანენი-2), 1:1 ტარისი-4 (ალფრედსონი-5, გონჩარი-5), 2:1 კროსბი-5 (კუნიტცი-5, ლეტანგი-6), 3:1 კროსბი-6 (ლეტანგი-7, მალკინი-11), 3:2 გრინინგი-2 (ზ. სმიტი-1, კ. ნილი-3), 4:2 მოროუ-1 (ჯ. ნილი-2, პ. მარტინი-7), 4:3 პაგო-4 (ლატენდრესი-1, კონდრა-5).

სერია: 2-0

ჩიკაგო-დეტროიტი 1:4

1:0, 0:2, 0:2

გოლები: 1:0 პ. კეინი-1 (ჰანზუში-3, შარპი-4), 1:1 ბრუნერი-4 (კინდლი-3, ჟ. ანდერსონი-3), 1:2 ბ. სმიტი-2 (ზეტერბერგი-6, ქლირი-4), 1:3 ფრანცენი-4 (ჯ. ერიქსონი-3, კრონვალი-2), 1:4 ფილპულა-2 (ზეტერბერგი-7).

სერია: 1-1

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1 (ო)

1:1, 0:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 დ. ბოილი-2 (მარლო-2, პაველსკი-5), 1:1 ტოფოლი-1, 2:1 კუტური-4 (მარლო-3, ჯ. ტორნტონი-7).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: პატარა სასწაული კალიფორნიაში

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო