"გულდასაწყვეტია - საქართველოს ქალთა გუნდს ხანტი-მანსიისკში მეტის გაკეთება შეეძლო"
წელს მოჭადრაკეთა საშინაო თუ საერთაშორისო ტურნირებს წარმატებით გაართვა თავი ბათუმელმა დიდოსტატმა სალომე მელიამ, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოს, მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. წლის დასაწყისში მან ქუთაისში ქალთა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აჭარელ მანდილოსანთაგან პირველმა დაიმსახურა ქვეყნის ჩემპიონატზე ოქროს მედალი. ამ კუთხის წარმომადგენელთაგან ასევე პირველი გახლდათ, რომელმაც მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა, საიდანაც ორი ჯილდოთი დაბრუნდა. ამას წინათ კი "სამაიას" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატშიც მოსინჯა ძალები და მესამე დაფაზე "ბრინჯაო" დაიმსახურა.

ბათუმელ დიდოსტატთან საუბარი ეროვნული ჩემპიონატით დავიწყეთ.

- მართალი უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, ტაროსს დილიდანვე შეეტყობაო. წლევანდელი სეზონი კარგად დავიწყე და არც ურიგო ფინიში მქონია. ქუთაისში საქართველოს პირველობაზე უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. 8 პარტია მოვიგე, ოთხი ყაიმით დავამთავრე და მხოლოდ ერთხელ დავმარცხდი, ნინო ხურციძესთან. საბოლოოდ 13 შესაძლებლიდან 10 ქულით ჩემპიონობა მოვიპოვე, რამაც საკუთარი ძალების რწმენა განმიმტკიცა. ალბათ, ამანაც განაპირობა, მომდევნო ორ ტურნირშიც წარმატებით რომ ვითამაშე: ჯერ მოსკოვში "აეროფლოტის" ღია პირველობაზე ნაზი პაიკიძესთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გავიყავი, ბუქარესტში კი რუმინეთის პრეზიდენტის თასის წრიულ გათამაშებაში ყველას ვაჯობე. ამის შემდეგ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის დავიწყე მზადება. შინ დამუშავებული დებიუტები საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებზე მოვსინჯე. მერე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ორი საწვრთნელი შეკრება მოგვიწყო ბაზალეთზე, რაც ერთობ ნაყოფიერი და სასარგებლო გამოდგა.

- საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზე. როგორი განწყობით ჩახვედი ხანტი-მანსიისკში?

- დებიუტანტობის მიუხედავად, მართალი გითხრათ, განსაკუთრებული დაძაბულობა არ მიგრძვნია. ეს იყო მხოლოდ, რომ შინაგანად მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი გუნდის წინაშე. რატომღაც, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ უმედლოდ არ დავბრუნდებოდით. შეჯიბრების პირველსავე დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ფავორიტებად რუსები და უკრაინელები მიმაჩნია-მეთქი. ჩინელებთან მატჩის მოგების შემდეგ გაოცებულმა ჟაო სიუმ მკითხა, ჩვენი გუნდი მედლების კანდიდატებში რატომ არ დაასახელეო. გამეღიმა. ორ ფავორიტზე ვთქვი, მესამე საქართველო ვიგულისხმე, ოლიმპიადაზე კი მეტი საპრიზო ადგილი არ არის-მეთქი, ვუპასუხე. არადა, ჩინელებმა ჩვენთან წაგების შემდეგ საგრძნობლად გამოასწორეს სატურნირო მდგომარეობა და მეორე ადგილი დაიკავეს. რომ არა სერბებთან გაუთვალისწინებელი მარცხი, ვერცხლი ჩვენ დაგვრჩებოდა.

- მაინც, რა მოხდა სერბებთან შეხვედრისას?

- განსაკუთრებული არაფერი. ეტყობა, ფიზიკურად ვერ გავუძელით ოლიმპიადის მარათონს, თორემ არც გუნდური და არც პიროვნული თვალსაზრისით მოტივაცია არ გვაკლდა. მაგალითად, მე მესამე დაფაზე ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი. იმდღევანდელი წაგებით კი ვერცხლს დავჯერდი. ყოველივეს მიუხედავად, კმაყოფილი ვარ. დებიუტისთვის ორი მედალი სულაც არ არის ურიგო. მით უმეტეს, რომ მე-3 დაფაზე მსოფლიოს ჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა მეექვსე ადგილი დაიკავა. გულდასაწყვეტი ის არის, რომ საქართველოს ქალთა გუნდს, რომლის მოსამზადებლადაც ჭადრაკის ფედერაციამ ყველაფერი გაიღო, ხანტი-მანსიისკში მეტის გაკეთება შეეძლო, უბრალოდ, პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ.

- რუსეთის პირველი ნაკრების დამარცხება თუ შეგეძლოთ?

- მოგეხსენებათ, ამქვეყნად უძლეველი არავინაა, მით უმეტეს - რუსეთის ქალთა ნაკრები, იმის მიუხედავად, რომ უძლიერესი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული. შარშან ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ხომ დავამარცხეთ ჩრდილოელი მეზობლები. ხანტ-მანსიისკში უაღრესად მობილიზებული იყვნენ. ფატალურადაც გაუმართლათ - სამი წაგებული მატჩი 180 გრადუსით შემოაბრუნეს. ალბათ, მართალია, ძლიერებს უმართლებთო, რომ ამბობენ. ალალად უნდა ვაღიაროთ, ღირსეულად დაიკავეს პირველი ადგილი.

- პლოვდივში "სამაიას" ჩემპიონობას ველოდით...

- მშობლიურ ბათუმში როგორ შეხვდნენ შენს წარმატებებს?- ფორტუნამ გვაქცია ზურგი - ბოლოსწინა მატჩი საშუალო დონის გუნდთან რომ არ წაგვეგო, პირველ ადგილს დავიკავებდით. არადა, მეორე ტურში მომავალ ჩემპიონებს, მონაკოს უძლიერეს კლუბს ვძლიეთ. დამატებითი მაჩვენებლები ბულგარეთშიც ოლიმპიადის მსგავსად რომ დაეთვალათ, იქაც მესამე ადგილს დავიკავებდით. ხელცარიელი არც ამ შეჯიბრებიდან დავბრუნდებულვარ - მესამე დაფაზე ბრინჯაო მხვდა.

- ბათუმში როგორ შეხვდნენ შენს წარმატებებს?

- საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ ოთხი დღე დავყავი ბათუმში, ახლობლები მოვინახულე, რომლებმაც წარმატება მომილოცეს, აჭარის სპორტის მესვეურთაგან კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავის გავხსენებივარ, არავინ შემხმიანებია...

- სამომავლოდ რას აპირებ?

- რეიტინგით ქართველ ქალებში მესამე ადგილზე გადავინაცვლე. ვეცდები, ტემპი შევინარჩუნო. ვაჟებში საერთაშორისო ოსტატობა მაქვს, ახლა დიდოსტატობა უნდა შევასრულო. დეკემბრის საერთაშორისო ტურნირებიდან რამდენიმე მოწვევა მივიღე, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გავემგზავრები. მას შემდეგ, რაც 2011 წლის კალენდარი დამტკიცდება, ახალი სეზონისთვის მზადებას დავიწყებ. გაისად ხომ ორი ფრიად მნიშვნელოვანი შეჯიბრება - მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატები მოგველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

melia

kopala
რა არ მესმის იცით?ჩემს აზრს ითვალისწინებ ,მადლობა მაინც თქვით და სულელად მაინც ნუ გამომიყვანთ ,ახლა უკვე სალომეს ფოტოს ქვეშ ჩემი კომენტარი როგორ მოგწონს>ადმინისტრაცია: ყურადღებისთვის გმადლობთ, თქვენ სულელი ნამდვილად არ ბრძანდებით.
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა