ევროპის თასების წლევანდელ გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს
ევროპის თასების წლევანდელ გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს.

ყველაზე პრესტიჟული, "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ფინალში ორმა "ქართულმა გუნდმა" ითამაშა.

"ტულონისა" და "კლერმონის" დაპირისპირება მინიმალური სხვაობით, 16:15 დასრულდა და "ჰაინეკენის თასი" ტულონელთა საკუთრება გახდა.

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში წლეულს შესანიშნავად იასპარეზა.

კლუბის მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა სეზონის დაწყების წინ დაიქადნა, ყველა ტიტული უნდა მოვიგოთო.

ცხადია, საფრანგეთის ჩემპიონობას და "ჰაინეკენის თასის" გათამაშებას გულისხმობდა. დანაპირების ნახევარი შესრულებულია.

თამაში დუბლინის "ავივა სთედიუმზე" დაძაბულად დაიწყო. გუნდები ზედმეტ რისკს ერიდებოდნენ და დაცვაში გაასკეცებული ყურადღებით ირჯებოდნენ.

პირველი ტაიმი სწორედ ამიტომ დასრულდა უჩვეულო ანგარიშით - 3:3. დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" მცირე სათამაშო უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მისი ანგარიშში ასახვა ვერ მოახერხა.

ცხრა ნომერ მორგან პარას საჯარიმოს ტულონელთა ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა არეკნით უპასუხა.

შესვენების შემდეგ "ვულკანები" საგრძნობლად გააქტიურდნენ და საწყის რვა წუთში ორი ლელოს გატანა შეძლეს. თითო ლელო ნაპოლიონი ნალაგამ და ბრუკ ჯეიმზმა მიითვალეს. პარამ მხოლოდ ერთი გარდასახა, რაზეც ვილკინსონმა ამჯერად საჯარიმოთი გასცა პასუხი - 15:6.

ეს ანგარიში მე-60 წუთამდე შენარჩუნდა. ვილკინსონმა ისევ საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა. ხუთ წუთში კი "ტულონის" ფულბეკმა დელონ არმითიჯმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, ვილკინსონმა გარდასახა - 16:15.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი. ეს აბსოლუტურად საკმარისი დროა საიმისოდ, რათა ერთქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და თამაში გადაარჩინო, მაგრამ ტულონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს და "ჰაინეკენის თასი" დამსახურებულად ირგუნეს.

უცნაურია, მაგრამ მატჩის შემდეგ ჯონი ვილკინსონმა "ჰაინეკენის თასზე" გამარჯვება 2003 წელს მსოფლიოს თასის მოპოვებას ამჯობინა.

ეს გამარჯვება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოო - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ ის 2013 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

ამ ტიტულის ნომინანტებს შორის საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძეც იყო, თუმცა მისი "მონპელიე" გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ფინალურ მატჩში დავით ზირაქაშვილი "კლერმონის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, დავით ქუბრიაშვილი კი ტულონელთა რიგებში 76-ე წუთიდან გამოჩნდა; მიქაუტაძე, ჩილაჩავა და კოლელიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ემლინ ჩელენჯ კაპი" წლეულს ბინას ირლანდიაში დაიდებს. ფინალურ მატჩში ირლანდიურმა "ლენსტერმა" ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" იოლად მოუგო - 34:13. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

ჰაინეკენის თასი

ფინალი

ტულონი-კლერმონი 16:15

ემლინ ჩელენჯ კაპი

ფინალი

ლენსტერი-სტად ფრანსე 34:13

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის უფლება დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა" მოიპოვა.

ჩვენებურთა ამ გუნდმა მეორე დივიზიონის გათამაშების ფინალში მამუკა მაგრაქველიძის "პო" დაამარცხა - 30:10.

ბრიველებმა მატჩის პირველ ნახევარში საგრძნობი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბედიც, ფაქტობრივად, მაშინ გადაწყდა.

"ბრივმა" მეტოქეს ორი გარდასახული ლელო და ერთი საჯარიმო გაუტანა, რაზეც "პომ" მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხა - 17:3.

"შესვენების შემდეგ "პო" საგრძნობლად გააქტიურდა, მაგრამ 14-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მაგრაქველიძის თანაგუნდელებისთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი და მაგრაქველიძე განაცხადში არ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ხინჩაგიშვილი მომავალი სეზონიდან პარიზული "მეტრო რასინგის" ღირსებას დაიცავს. მის ადგილს კი შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი დაიკავებს, რომელიც წლეულს "ორიაკში" თამაშობდა.

II დივიზიონი

ფინალი

ბრივი-პო 30:10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა