ბრაზილია. პაულისტა. ფინალი. საპასუხო მატჩი
დასრულდა სან პაულოს შტატის ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც "კორინთიანსი" გახდა.

ტიტეს გუნდმა "სანტოსს" საპასუხო შეხვედრაშიც აჯობა და ამ კლუბის სამწლიანი ჰეგემონია დაამხო. ნეიმარი და კომპანია პაულისტას ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულნი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ იქამდე ბოლო ტურნირი სწორედ "კორინთიანსს" ჰქონდა მოგებული (2009 წელს).

პირველ შეხვედრაში მოპოვებული მინიმალური უპირატესობის შემდეგ (2:1) "ვილა ბელმიროზე" სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა უშედეგოდ. აი, "სანტოსმა" პირველივე ნორმალური შეტევით იხეირა - სტანდარტულის შემდეგ, ერთი კვირის წინ "სანტოსის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა დურვალმა, თავით ბურთი სისეროს დაუგდო, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. გაშვებული გოლიდან ზუსტად ორ წუთში შეტევაზე "კორინთიანსი" გადავიდა და ანგარიში გაათანაბრა. თავი გამოიჩინა დანილომ, ვინც რაფაელ კაბრალის კარი ახლო მანძილიდან აიღო. ამის შემდეგ გოლის გატანა ისევ და ისევ სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ "ტიმაოს" ხან არ უმართლებდა, ხან კი კარგად თამაშობდა რაფაელი, რომელიც 2013 წლის პაულისტას საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

მეორე ნახევარი საკმაოდ მოსაწყენი იყო და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. "კორინთიანსი" თამაშს ბოლომდე აკონტროლებდა და მასპინძლებს არაფერს აბედვინებდა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონმა საკუთარი შტატის ჩემპიონატიც მოიგო. "კორინთიანსი" პაულისტას გამარჯვებული 27-ედ გახდა, რაც საუკეთესო შედეგია.

აქვე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს და სიმბოლურ ნაკრებს შემოგთავაზებთ:

პაულისტას საუკეთესო ფეხბურთელი: ნეიმარი (სანტოსი)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: როდრიგო ბირო (პენაპოლენსე)

საუკეთესო ბომბარდირი: ვილიამი (პონტე პრეტა) - 13 გოლი

სიმბოლური ნაკრები (4-4-2): რაფაელი (სანტოსი) - ალესანდრო (კორინთიანსი), ჟილი (კორინთიანსი), კლებერი (პონტე პრეტა), როდრიგო ბირო (პენაპოლენსე) - ჟადსონი (სან პაულო), პაულინიო (კორინთიანსი), რალფი (კორინთიანსი), დანილო (კორინთიანსი) - გერერო (კორინთიანსი), ნეიმარი (სანტოსი).

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს. სულ ნეიმარმა სან პაულოს შტატის ჩემპიონატში ხუთჯერ ითამაშა. მისმა გუნდმა სამჯერ იმარჯვა, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა და ორივე შემთხვევაში "სანტოსის" მეტოქე "კორინთიანსი" იყო (2009 და 2013 წლებში).

სანტოსი-კორინთიანსი 1:1 (1:2)

გოლები: 1:0 სისერო (27), 1:1 დანილო (29).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: "ბოტაფოგო" რიოს ჩემპიონია

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს